x
image
ლანა92
"ჯონათან, წამო, გადავფრინდეთ სხვა ცისქვეშეთში,,."

image


ჯონათან, წამო...




image





ჯონათან, წამო,

გადავფრინდეთ სხვა ცისქვეშეთში,

გავცდეთ

ჭამისთვის გადადებულ მოძმე თოლიებს...

გავფრინდეთ, სადაც ვერ შეგაკრთობს

სიტყვა-ხეშეში,

სადაც ფრთების წილ,

ოცნებები გაგიყოლიებს

ზეცის კიდეზე!

ჯონათან წამო,

ნუ გაღელვებს სიბნელის შიში,

ცაში საზღვრები არ არსებობს,

მყიფე ბორკილებს დამსხვრევა უნდა,

თოლიებად რაკიღა ვიშვით,

წამო, ჯონათან,

შენს გულისთქმას დაემორჩილე,

რადგან მიზეზებს, ჩემო ჯონათან, რა გამოლევს ზეცისკენ სწრაფვის,

ჭეშმარიტება-ძიებაა და ჰა, ნობათიც:

თავისუფლება! - სხვა გემო აქვს,

უცხო და მძაფრი,

გარღვეულ სივრცეს

აღარ ჰქვია შეუცნობადი!

ჯონათან, წამო,

შევუერთდეთ ფლეტჩერს, სალივანს,

გავცდეთ ჭამისთვის გადადებულ

მოძმე თოლიებს...

ზეცის კიდემდე გადავტყორცნით

ჩვენს ხმას-გამკივანს,

სადაც ფრთების წილ,

ოცნებები გაგვიყოლიებს!





====

წამო, ჯონათან, ჩქარა, თორემ მიწაზე ვკვდებით..


image

დრო მიდის, დრო არ ჩერდება,

წლები გადიან სწრაფად,

დღეს თუ თებერვალი არის,

ხვალე გვექცევა მარტად.

მე არ ვიყავი წყნარი,

მე არ ვიცოდი დაღლა,

დაუბერავდა ქარი

და აგვაფრენდა მაღლა.

ჩვენ გვქონდა გზა და სავალი

მიუწვდომელი სივრცის,

ეს დაუოკებელი სული

მაღლა რატომღა იბრძვის?!

მაღლა რატომღა მიხმობს?!

მაღლა რატომღა მიწვევს?!

მე ვზივარ და გიწერ ლექსებს

და ვხედავ ხევებზე ნისლებს,

ნისლო, ჩამოდი დაბლა,

თორემ დაგფანტავს ქარი.

შენ ხომ არ იცლი დაღლა,

შენ ხომ არ იცი დარდი.

ისედაც დარდით სავსე

მძიმე ნაბადი დაგაქვს

და ჩვენ გრძნობებით სავსე

ვამბობთ ერთ ლამაზ ამბავს.

მერე მოვიდა წვიმა და

დაგისველა ფრთები,

წამო, ჯონათან, ჩქარა,

თორემ მიწაზე ვკვდებით.


მაგრამ ვიპოვით ბილიკს

და გავეცლებით მიწას,

ჩვენ არ დავიწყებთ ჩივილს,

რადგან თოლია გვიცავს.



image

ჩვენ არ დავიწყებთ ტირილს,

ჩვენ არ დავიწყებთ კვნესას,

კიდევ ვიმღერებთ დილით

და კიდევ დავწერთ ლექსსაც!...

"დაუოკებელი სული" (გიორგი არაბული)

====

ავფრინდეთ, ჯონათან..



image

წამოდი, ავფრინდეთ... ვიფრინოთ ზეცამდე,

უფლამდე ჩვენ ტანის ფარფატით ავიდეთ.

სიყვარულ დაღლილი ღრუბლებზე ჩამოვჯდეთ,

ავფრინდეთ, ჯონათან... უფალთან ავფრინდეთ...

წამოდი, ავფრინდეთ, სიყვარულს გასწავლი,

რაც დამრჩა დამთბარი ჩემს სულში, დაგიკრეფ,

ხომ იცი, რომ ცაში საზღვარი არ არის,

მეც შენთან წამოვალ - მარტო ვერ გაგიშვებ.

დღეს შენ ხარ, ჯონათან, დიადი თოლია,

მოსწავლე სიკვდილის ანგელოზს "აწიწკნე",

ეშმაკად შეგრაცხეს, მაგრამ არ დავარდი,

არ მიკვირს, ფრენა ხომ სიხარულს განიჭებს?!

წამოდი, ჯონათან, პირობა მომეცი,

პირობა, რომ მე ხელს არასდროს გამიშვებ.

ფრენის დროს სადმე თუ საღვრები შეგხვდება,

დავლაშქროთ, როგორც ის აქამდე დალაშქრე.

წავიდეთ, ჯონათან, მიწაზე მოგვკლავენ,

ჰაერში ამ ფილტვებს გრძნობებით ავივსებთ.

ვიფრინოთ მანამდე, სანამდეც უფალი

ჩვენ მასთან შეხვედრის ლამაზ დღეს დაგვიდგენს...

====

ავფრინდეთ ცაში..



image


მალე ამ ატმებს გაზაფხული ვარდისფრად გაშლის,

ჩაივლის ზამთრის სიცივე და დავიდარაბა,

ჩამკიდე ხელი, ერთხელ მაინც ავფრინდეთ ცაში,

ავფრინდეთ ცაში, მერე რა, რომ ფრთები არა გვაქვს.

0
69
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0