x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რუსული წყალქვეშა ნავი ამო-ს ჩაძირვას ცდილობდა
image

ბრიტანელი ჟურნალისტები დაინტერესდნენ წიგნით "Секреты USO России" სადაც აღწერილია საბჭოთა და რუსი სამხედროების შეხვედრა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან.


წიგნი დაწერილია ფილიპ მენტლომის მიერ, პოლ სტოუნჰილთან თანაავტორობით, თავიანთ ნაშრომში ავტორებმა გამოიყენეს ვეტერანი სამხედროების ჩვენებები.


როგორც გამოცემა The Sun -ი წერს, წიგნში აღწერილია უცნაური ინციდენტი 2009 წელს ბერმუდის სამკუთხედთან.



ატომური სუბმარინის ყოფილი მეთაური იური ბეკეტოვი იხსენებს, ეკიპაჟმა არაერთხელ შეამჩნია უცნაური ობიექტების გადაადგილება წყალში 400კმ/სთ სიჩქარით.

"ასეთი სიჩქარის განვითარება მხოლოდ ჰაერშია შესაძლებელი, ამ ობიექტების შემქმნელები მნიშვნელოვნად განვითარებული არიან ჩვენზე"-ციტირებს გამოცემა ბეკეტოვის სიტყვებს.

image

წიგნში აგრეთვე ყოფილი საბჭოთა სამხედროების მოგონებებია აღწერილი.მაგალითად კაპიტან ლეინტენანტმა ოლეგ სოკოლივმა მორიგების დროს დაინახა უცნაური ობიექტი, რომელიც წყლიდან ამოვიდა.

image

სხვა ეკიპაჟმა ატლანტიკის ოკეანეში დაინახა გიგანტური სიგარის ფორმის ამო, რომელიც სამ ზოლად სხივებს უშვებდა, გიგანტური 200-250 მეტრის "სიგარა"ნელა ეშვებოდა წყლის ზედაპირზე, რა დროსაც უცნაურ შიშინის მაგვარ ხმებს გამოსცემდა, ამავდროულად რადარის ეკრანზე არ ფიქსირდებოდა.


არსებობს კიდევ სევასტოპოლელი ზღვის შემწავლელი მეცნიერების ჩვენება, რა დროსაც შავ ზღვაზე იხილეს გიგანტური ბორბალი, რომელიც წყალზე გადაადგილდებოდა.


საინტერესოა 1951 წლის ჩანაწერი, როდესაც საბჭოთა წყალქვეშა ნავი შეეჩეხა გიგანტურ წყალქვეშა ობიექტს, კაპიტანმა ბრძანა წყალქვეშა ბომბის გაშვება, აფეთქებაზე ობიექტს რეაგირება არ ქონდა და გააგრძელა სვლა, შემდეგ 50 მეტრის სიღრმეზე ცოტა ხანი გაჩერდა, შეიცვალა კურსი თვალს მიეფარა.

image



0
555
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
555
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0