x
image
ლანა92
თანამედროვეობის ყველაზე ცეცხლოვანი და მიმზიდველი ქალბატონების ცნობილი ექვსეული

image


დღეისათვის პლანეტის ყველაზე მშვენიერ და მომხიბვლელ ქალბატონებად სახელდებიან ცნობილი სახეები:

1.ჟიზელ ბუნდჰენი

image

ყველაზე ლამაზ მოდელ ქალებს შორის პირველია ჟიზელ ბუნდჰენი, რომელიც დღეისათვის ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადია თავის სფეროში.მისი სახელი უკვე თავისთავად ბრენდადაა ქცეული.

პოპულარულმა ბრენდმა "ვიქტორია სეკრეტმა" თავისი მარკეტინგული კამპანია ჟიზელ ბუნდჰენზე ააგო, გამომდინარე იქიდან, რომ ხედავდა საზოგადოების რეაქციას, მაღალ შეფასებას მოდელის გარეგნობისადმი. უნისექსის ეპოქის შემდგომ, ბრაზილიელმა ლამაზმანმა მოდას დაუბრუნა ქალურობა. ბუნდჰენის იდეალური ფიგურა, მიმზიდველი ფორმებით, მუქი კანი და გრძელი თმები მსოფლიოს დაანახებს, რომ ბუნებაში არაფერია ქალის სილამაზეზე უფრო მშვენიერი.

2. შერილ კოული

image

მომღერალი შერილ კოული ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში იკავებდა ადგილს მსოფლიოს 10 ყველაზე ლამაზი ქალბატონის სიაში.იგი დიდების ზენიტზე ავიდა პოპ - მუსიკის, საესტრადო მოღვაწეობის შედეგად.შერილ კოული იყო წევრი გოგონების ჯგუფისა – " Girls Aloud", სწორედ აქ მიაღწია პოპულარობას და დაიწყო ოცნება სოლო კარიერაზე.

ტელევიზიაში შერილ კოული მოხვდა ტიტულის, "ყველაზე ლამაზი ბიუსტის" წყალობით. მისი თაყვანისმცემლებისათვის ერთადერთი უსიამოვნო ფაქტი იყო, ის რომ შერილ კოული 2006 წლიდან დაქორწინებული იყო ინგლისის საფეხბურთო კლუბის, "ჩელსის" მცველზე, ეშლი კოულზე (წყვილი 2010 წელს დაშორდა ერთმანეთს).

3.ნატალი პორტმანი

image

ნატალი პორტმანი ის იშვიათი შემთხვევაა, როცა სილამაზეს, მომხიბვლელ გარეგნობას მსახიობური ნიჭი უმაგრებს ზურგს. გოგონამ მაყურებლის ყურადღება მიიპყრო ჯერ კიდევ 1994 წელს, ფრანგულ ფილმ "ლეონ"-ში, სადაც იგი, 13 წლის ასაკში, ჟან რენოსთან ერთად იღებდა მონაწილეობას."ვარსკვლავურ ომებში" შესრულებული დედოფალ პადმეს როლის შემდგომ, ნატალი პორტმანი, როგორც მსახიობი, მთელი მსოფლიოსათვის გახდა ცნობილი.

4.ემა უოტსონი

image



ემა უოტსონი პოპულარული ხდება 2001 წლიდან. იგი ცნობილია ჰარი პოტერის ფილმების სერიაში ჰერმიონ გრეინჯერის როლის შესრულებით. აქედან მოყოლებული, მთელი ათი წელი თაყვანისმცემლები სუნთქვაშეკრული ადევნებდნენ თვალყურს "მახინჯი იხვის ჭუკის" კინოში აღწევებას.



image

20 წლის ასაკში ემა უოტსონი გარეგნულად ძალიან შეიცვალა, დაიხვეწა და ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთ ულამაზეს მსახიობად იქცა.



5.მეგან ფოქსი



image


მეგან ფოქსს იმდენად შთამბეჭდავი გარეგნობა აქვს, რომ ფილმში უბრალოდ დადგეს და სიტყვაც არ გაიღოს, მაინც მიიქცევს მაყურებლის ყურადღებას.

image


მართალია, მისი სილამაზე ნაწილობრივ პლასტიკური ქირურგიის დამსახურებაცაა, თუმცა გულგრილს მაინც ვერავის დატოვებს მსახიობის გარეგნობა. მეგან ფოქსი, შეიძლება, მივიჩნიოთ ანჯელინა ჯოლის განახლებულ ვერსიად:ახალი, სპორტული, მოხდენილი და მოქნილი, უკომპრომისო ქალი-ვამპირი.


6. ჯესიკა ალბა



image

ჯესიკა ალბა ყურადღებას იქცევს, როგორც საყვარელი, ნაზი, ბავშვური სახითა და იდეალური სხეულის ფორმით გამორჩეული ქალი. მისი ბრწყინვალე ფიგურა გენეტიკისა და ვარჯიშის, სპორტული აქტივობებისადმი მუდმივი სწრაფვის დამსახურება და შედეგია. მას არ აქვს რაიმე გარეგნული ნაკლი, ჯესიკა ალბას გარეგნობა ტრენდულია, მუდამ აქტუალური იქნება მოდაში: კოხტა ცხვირი, დიდი, სქელი ტუჩები, მუქი კანი, არავითარი ზედმეტი სანტიმეტრი. მისი სხეული, გარეგნობა, დიდი ხანია, იქცა "ვიქტორია სეკრეტის" სიმბოლოდ.



image

ჯესიკა ალბამ კარიერა აიწყო ცნობილი ფილმით "ცოდვის ქალაქი" (2005).

0
893
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
893
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0