x
image
_K_
შუა საუკუნეების ტრენდები, რომელთა დაბრუნებას არავინ ელოდა
image

ქალის სილამაზის სტანდარტები მუდმივად იცვლება. როგორც ისტორიიდან ჩანს, არასდროს ვიცით, რომელი მოდური ტენდენცია დაგვიბრუნდება და რომელი ჩაბადება სამუდამოდ წარსულს.


სტატიაში წარმოგიდგენთ 8 ტრენდს, რომელიც პოპულარული საუკუნეების წინ იყო. როგორც აღმოჩნდა, შუა საუკუნეების მოდა იმაზე ახლოს ყოფილა ჩვენთან, ვიდრე გვეგონა. მაშ ასე, ისიამოვნეთ სტატიით!






1. "მელიის თვალები"

"მელიის თვალები" შუა საუკუნეებშიც პოპულარული იყო. იმ დროს მაკიაჟის ტარება აკრძალული იყო, ამიტომაც ქალბატონები ამ ეფექტის მიღწევას გამოცდილი ცხოვრებისეული მეთოდებით ცდილობდნენ. ისინი წარბებს და წამწამებს იცლიდნენ. ასევე, საკმაოდ მტკივნეულ ხერხებს მიმართავდნენ, რათა შეშუპებული სახე ჰქონოდათ. ამ "პროცედურების" წყალობით, ლოყები და თვალები დასიებული ხდებოდა, თვალები ვიწროვდებოდა და ქალს კეკლუცი მელიის ელფერს სძენდა.


image






2. "დასიებული სახე"

შეშუპებული, მრგვალი სახე ოდნავ ირიბად დახრილი თვალებით შუა საუკუნეებში მიმზიდველად მიიჩნეოდა. იმ დროში მცხოვრები ხალხის ინსპირაციის წყარო მარკო პოლოს მოგზაურობები იყო, რომელიც ჩინეთს ეწვია და იქაური ქალების სილამაზე აღწერა.

დღეს არაერთი გოგო "ბუშტავს" ტუჩებს, იღებს ნამძინარევ გამომეტყველებას, ირიბად ხრის თვალებს სოციალური მედიისთვის სურათების გადაღების დრო. ასეთი ფოტოების კარგ მაგალითად გამოდგება ბილი ელიშის და დუა ლიპას ინსტაგრამ-გვერდები. ამის გარდა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მსოფლიო დატყვევებულია აზიური სტილით და დღესდღეობით აზიური შესახედაობის გოგონები ერთ-ერთ ყველაზე ლამაზებად მიიჩნევიან.

image






3. "დამატყვევებელი თვალები"

იმისთვის რომ ღრმა, მეტყველი თვალების ილუზია შექმნან, თანამედროვე გოგონები კონტაქტურ ლინზებს და ფოტო-ფილტრებს იყენებენ. წარსულში კი, არისტოკრატი ქალბატონები მეტად სახიფათო მეთოდებს მიმართავდნენ. ისინი თვალში ბელადონას წვენს იწვეთავდნენ, რომელიც მომწამლავი მცენარეა. ის თვალის გუგებს აგანიერებდა, რაც თვალის ვიზუალს უფრო დიდსა და ნათელს აჩენდა. სხვათა შორის, სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ნიშნავს "ბელადონა" იტალიურად ლამაზ ქალს.

image






4. მაკიაჟი "მაკიაჟის გარეშე"

ბუნებრივი მაკაიჟი, რომელიც "მაკიაჟი მაკიაჟის გარეშეს" სახელითაა ცნობილი, ბოლო დროს ერთ-ერთი მთავარი მოდური ტრენდი გახდა, რომელსაც ცნობილი დიზაინერები, ვიზაჟისტები და ვარსკვლავები მიჰყვებიან. აზრი იმაშია, რომ შეიძლება უამრავი სილამაზის პროდუქტი გამოიყენოთ, ბოლოს კი სახეს ბუნებრივი შეფერილობა უნდა ჰქონდეს.

შუა საუკუნეებში ქალბატონებს ბუნებრივი ვიზუალი უნდა ჰქონოდათ, რადგანაც ყველანაირი მაკიაჟი სასტიკად აკრძალული იყო სამღვდელოების მიერ. ასეთ ბნელ დროშიც კი ქალები ახერხებდნენ გამოსავლის პოვნას და იყენებდნენ ნატურალურ პროდუქტებს. მაგალითად, ტუჩებს უფრო ნათელს მასზე ლიმონის წასმით ხდიდნენ, კანის ნაკლოვანებებს კი ათასგვარი ბუნებრივი შენარევით ფარავდნენ.

image






5. მიკრობლეიდინგი

2000 წლების მოდური ექსპერიმენტების შემდეგ არაერთმა გოგონამ სცადა მიკრობლეიდინგი, რათა წარბის ფორმა აღედგინათ. არისტოკრატ ქალებს შუა საუკუნეებში იგივე პრობლემა ჰქონდათ. როცა მოდაში იყო, ისინი წარბებს იპარსავდნენ, შემდეგ კი მათი აღდგენა მღრღნელების ბეწვის დახმარებით უწევდათ. მოგვიანებით, იმავე მიზნისთვის ადამიანის თმის გამოყენება დაიწყეს.

image






6. თმის დაგრძელება

წარსულშიც იმდენივე ქალს სურდა თმის დაგრძელება, რამდენსაც დღეს უნდა. რა თქმა უნდა, ეკლესია იმ დროს კრძალავდა პარიკების ტარებას, მაგრამ ბევრი ადამიანი ამას მაინც აკეთებდა. ბუნებრივი თმა საკმაოდ ძვირი ღირდა, მაგრამ არისტოკრატი ქალები, რომლებიც მდიდრულ ვარცხნილობაზე ოცნებობდნენ, მას მაინც ყიდულობდნენ.

image






7. ეპილაცია

ზედმეტი თმის მოცილება, მათ შორის შუბლიდანაც, მნიშვნელოვანი სილამაზის რიტუალი იყო შუა საუკუნეებში. ქალბატონებს გლუვი კანი სურდათ და ამის მიღწევას სპეციალური დეპილაციური შენარევით ცდილობდნენ, რომელიც, ჩვეულებრივ, დამზადებული იყო ძმრისგან ან ჩაუმქრალი კირისგან.

image






8. "მარწყვისფერი ქერა"

ბოლო წლებში "მარწყვისფერი ქერა" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თმის ფერია. იცოდით, რომ წარსულშიც ასე იყო? თუმცა, შუა საუკუნეებში ამ თმის ფერის მიღება ბევრად რთული იყო. ქალბატონებს სჯეროდათ, რომ ოპალის ყელსაბამი დაეხმარებოდათ, თავიდან აეცილებინათ თმის გამუქება, ამიტომაც არაერთი ქალი ატარებდა ამ სამკაულს.

image






ბონუსი: ორსულობა

21-ე საუკუნეში სელებრითები სიამოვნებით აზიარებენ ფეხმძიმობის ფოტოებს სოციალურ ქსელებში, სხვა ქალბატონებიც არ ერიდებიან ფოტოსესიების დაგეგმვას ორსულობისას. დღეს ქალი ისევე ამაყობს ფეხმძიმობით, როგორც შუა საუკუნეების ქალი იამაყებდა. უფრო მეტიც, იმ დროს ორსულობა იმდენად მოდურად მიიჩნეოდა, რომ ქალები სპეციალურ ხელოვნურ მუცელსაც კი იდებდნენ კაბის ქვეშ, რათა ფეხმძიმეს დამსგავსებოდნენ. ეს სტილი დასაბამს ჯვაროსნული ლაშქრობებიდან იღებს, როცა ქალებს დიდ ხანს უწევდათ მარტო დარჩენა, რადგან მეუღლეები ომში იბრძოდნენ. როცა ქმარი ომიდან ბრუნდებოდა, ქალი მართლა ორსულდებოდა, ეს რიტუალი კი ბედნიერებასთან და ჯანმრთელობასთან ასოცირდებოდა.

image






ასევე დაგაინტერესებთ:


1. სილამაზის 11 საიდუმლო, რასაც მოდელები არ ამხელენ

image


2. ცნობილი ქალები, რომლებმაც თმის ფერი შეიცვალეს და ნამდვილი დედოფლები გახდნენ

image


3. 7 შეცდომა, რასაც მაკიაჟის გაკეთებისას ყველა ქალი უშვებს - გაითვალისწინეთ!

image


4. ცნობილები, რომლებმაც ძველი კაბები გააცოცხლეს - 18 ფოტო

image


5. 14 მოდური სამოსი, რაც ნებისმიერი ასაკის ქალს მიმზიდველს გახდის

image

0
263
1-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0