მაკიაჟი და ვარცხნილობა 7 შეცდომა, რასაც მაკიაჟის გაკეთებისას ყველა ქალი უშვებს - გაითვალისწინეთ! 2020, 24 თებერვალი, 12:44 ბევრი ქალისთვის მაკიაჟი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ისინი მას ხშირად მამაკაცის მოსახიბლ იარაღად იყენებენ. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, წელიწადის განმავლობაში ქალი 335 საათს ხარჯავს საკუთარი თავის მოვლაზე. ნამდვილად საწყენია, როცა პატარა დეტალის გამო ამდენი მცდელობა წყალში იყრება. თუმცა, სინანულის დრო არ არის. სტატიაში გავაანალიზებთ მაკიაჟის გაკეთების დროს დაშვებულ 7 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას და შემოგთავაზებთ პრობლემის გადაწყვეტის გზებს.
ტონალურიმარცხენა ფოტოში ემბერ ჰერდი 32 წლისაა, თუმცა ტონალურის სქელი ფენის გამო, რომელიც ნაოჭებს უკვეთავს, 10 წლით უფროსი ჩანს. მარჯვენა ფოტოში მან უფრო ბუნებრივი მაკიაჟი აირჩია, რის გამოც გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურება.დასკვნა: ✹ ზომიერების დაცვა შეცდომების დაშვებისგან დაგიცავთ. ტონალურმა თქვენი კანის ბუნებრივ ფერს უნდა გაუსვას ხაზი და არა - მთლიანად დაფაროს ის. ✹ ტონალურის წასმამდე კანის მომზადება აუცილებელია. კანი კარგად გაწმენდილი და დატენიანებული უნდა იყოს. ✹ დასაფიქსირებელი სპრეი დაგეხმარებათ, განსხვავებული პროდუქტების გამოყენების შემთხვევაში, ტონალურის ფენები სახის კანზე "მიაწებოს". ✹ ზრდასრულის კანზე არ გამოიყენოთ სრული დაფარვის ტონალური, რადგან ის ყველა ნაოჭს გამოკვეთს. ფერების კორექციაარ ვიცით, რას მოელოდა სიენა მილერი, როცა ეს ნარინჯისფერი ბრონზერი წაისვა ფაიფურისფერ კანზე. მას კარგად გამოკვეთილი სახე აქვს, რომელიც კონტურინგს აღარ მოითხოვს. უკვე 13 წელია, ეს ფოტო გამოიყენება იმის მაგალითად, თუ როგორ არ უნდა გაიკეთოთ მაკიაჟი. როგორც ჩანს, ლეა მიშელის ვიზაჟისტს ბრწყინვალება სურდა, შედეგად კი 30 წლის მსახიობი გაცილებით უფროს ქალს დაამგვანა, რომელმაც ზედმეტი დრო გაატარა მზეზე. მეორე ფოტოში ლეა გაცილებით ახალგაზრდულად და ბუნებრივად გამოიყურება ზედმეტი ჰაილაითერების გარეშე (ორივე სურათი ერთსა და იმავე წელსაა გადაღებული) მსახიობმა ევა ლონგორიამ გადაწყვიტა, მისთვის დამახასიათებელი ცხელი ზაფხულის ლუქიდან არისტოკრატულ სიფერმკრთალეზე გადასულიყო. თუმცა, შეცდომა დაუშვა, როცა ამ მიზნისთვის ცივი ფერის ჩრდილები შეარჩია და თან, დრამატულ "სმოუქი აის" შეუხამა. საბოლოო ჯამში, ამ კომბინაციამ ევას სახეს ავადმყოფური იერი შესძინა. თავად შეადარეთ ზევით მოცემული ორი ფოტო: თბილი ფერები და ნაკლებად ინტენსირუი კონტურინგი მეტად უხდება მსახიობს, როგორც მარჯვენა ფოტოზე ხედავთ.დასკვნა: ✹ კონტურინგი მოდაში აღარ არის, მაგრამ თუ ფერების კორექციას თავს ვერ ანებებთ, სწორი ფერი აირჩიეთ: კონტური თქვენს კანის ფერზე ერთი ტონით მუქი უნდა იყოს. ✹ მბზინვარე კანმაც დაკარგა პოპულარობა, მაგრამ თუ მაინც გინდათ, სახეს ელვარება შესძინოთ, გამოიყენეთ თხევადი ჰაილაითერი ან მოციმციმე პუდრა. ✹ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მაკიაჟის გაკეთებისას ზომიერება უნდა დაიცვათ. ბრონზერები და კონსილერები კარგი ექსპერიმენტია ხშირ შემთხვევაში, მაგრამ ზედმეტი ნუ მოგივათ. გლითერებიგლითერები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. დააკვირდით ზევით მოცემულ მარცხენა ფოტოზე, ზედმეტმა მბზინვარებამ როგორ მოუმატა ასაკი ქეთრინ ზეტა-ჯონსს. რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დავაყენოთ მისი კანის და პომადის ფერიც, მაგრამ თუ მისი ტუჩები და თვალები ასე არ იბზინებდნენ, ლუქი ბევრად უკეთესი გამოვიდოდა. მაკიაჟის სწორი ფერების არჩევისას ქეთრინი გაცილებით ლამაზად გამოიყურება. გარდა იმისა, რომ გლითერები ადამიანს ასაკს ჰმატებს, ფოტოსაც აფუჭებს: კამერებიდან სინათლეს ირეკლავს და სახის ზოგიერთ ადგილს ვიზუალურად ფარავს. ამას მარტივად შენიშნავთ როუზ მაკგოუენის "ფოლგის" ლუქში. ვიმედოვნებთ, რომ ეს სპეციალურად გააკეთა, რადგან რეალურ ცხოვრებაში გაცილებით ლამაზად გამოიყურება, ვიდრე გლითერებით მორთული.დასკვნა: ✹ დაივიწყეთ გლითერები! თუ 25 წელზე მეტის ხართ, თქვენს სახეზე მისი ადგილი არ არის, ნაკლები ასაკის ახალგაზრდულ კანზე კი მის გამოყენებას ვიზაჟისტები კრიმინალად მიიჩნევენ. ✹ ალტერნატივად შემოგთავაზებთ ---- არა, ალტერნატივა არ არსებობს. უბრალოდ, დაივიწყეთ ამ პროდუქტის შესახებ. წარბებიალბათ, ვერასდროს გავიგებთ, რა მოუვიდა რაშიდა ჯოუნსის წარბებს ზედა მარცხენა ფოტოში და რატომ აქვს თითოეულ მათგანს სხვადასხვა ფორმა. ამ გამაღიზიანებელი ასიმეტრიის გამო, მთელი მისი მაკიაჟი წყალში ჩაყრილად შეგვიძლია გამოვაცხადოთ. ყველაზე ცნობილი ქერა მუქი წარბებით ემილია კლარკია და ისიც კი უშვებს შეცდომებს. მოდი, ეს იმ ფაქტს დავაბრალოთ, რომ მისი მთელი მაკიაჟი ცუდად გამოიყურება (შეხედეთ ბლაშს ზედა მარცხენა ფოტოში). ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუ დრაკონზე არ ხართ ამხედრებული, აჯობებს, წარბების ფერი თმისას შეუხამოთ. ქლერ დეინსიმ გადაწყვიტა, წარბები არ შეეღება და შედეგად, ის საერთოდ გაქრა მისი სახიდან. რა თქმა უნდა, ქერები ფრთხილად უნდა იყვნენ წარბების მაკიაჟთან და ალბათ, ქლერსაც შეეშინდა ზედმეტი პროდუქტის გამოყენება, თუმცა, ასეთ შემთხვევაში უკეთესი იქნებოდა, ასე მკვეთრად არ მოეხატა თვალები. საბედნიეროდ, მსახიობი მოდასთან დაკავშირებულ შეცდომებს ხშირად არ უშვებს.დასკვნა: ✹ თანამედროვე მოდური ტრენდი საკმაოდ მოსახერხებელია. აღარ გვჭირდება, წარბები ყოველდღიურად ამოვიქნათ და თვალის ზევით ერთი გრძელი, ვიწრო ხაზი დავიტოვოთ. დღეს ბუნებრივი წარბებისთვის უბრალოდ ფორმის მიცემაც საკმარისია. ✹ არ ამოიქნათ წარბები იმის გამო, რომ ბუნებრივად არ გამოიყურება. მისი ფორმისა და მიმართულების დასაფიქსირებლად ყოველთვის შეგიძლიათ წარბის გელის გამოყენება. ✹ წარბები სახის ხასიათს/მიმიკას განსაზღვრავს, ამიტომ მის ფორმას რადიკალურად ნუ შეცვლით. ✹ წარბის ფერი უნდა უხდებოდეს თქვენს თმის ფერს და მთლიანად - მაკიაჟს. მან მთელი ყურადღება არ უნდა მიიქციოს და ამავე დროს, სახის სხვა გამოკვეთილ ნაწილებთან შედარებით უფერული არ უნდა ჩანდეს. ✹ შეგიძლიათ, წარბებზე ზრუნვისთვის გამოიყენოთ სპეციალური პროდუქტები, როგორიცაა ზეთები, ნიღბები და დამატენიანებლები. ისიც გაითვალისწინეთ, რომ გამომშრალი, ქერცლიანი კანი ყველაზე იდეალურ წარბებსაც გააფუჭებს. ✹ თუ წარბები არ მოგწონთ, ცოტაოდენი დრო და ფული უნდა დაუთმოთ კარგ სპეციალისტს. ის წარბის საუკეთესო ფორმას შემოგთავაზებთ და იმასაც გასწავლით, როგორ მოუაროთ მას სახლში. წამწამების ტუში და თვალის ლაინერიფიქრობთ, რომ მარცხენა ფოტო დიდხნიან, ხმაურიან წვეულებაზე, გახურებულ ოთახშია გადაღებული? თუ ბრიტნი სპირსის ცხოვრების მძიმე პერიოდში, როცა განქორწინების ტრავმას ებრძოდა? არა, ფოტო დღისითაა გადაღებული, როცა მომღერალი სიმპათიურ შეყვარებულთან ერთად კალათბურთის თამაშს ესწრებოდა. თუმცა, ის ცუდად გამოიყურება მძიმედ წასმული ლაინერის გამო. დაგვეთანხმებით, ბრიტნი გაცილებით ლამაზია მარჯვენა ფოტოში. ანდრეა რაისბორომ გადაწყვიტა, საერთოდ არ წაესვა ლაინერი, თუმცა, ზედმეტი ტუში მოუვიდა. შედეგად, მაკიაჟში აშკარა დისბალანსი შეიმჩნევა და მსახიობის წითელი თვალებიც უფრო გამოიკვეთა. უბრალოდ, შეადარეთ მარცხენა სურათი მარჯვენას, სადაც ანდრეას ასეთი შეცდომა აღარ დაუშვია.დასკვნა: ✹ ლაინერის ან თვალის ფანქრის წასმამდე გამოიყენეთ ბაზად თვალის ჩრდილი ან პუდრის თხელი ფენა. ✹ თუ მკვეთრი ხაზები გინდათ, ლაინერს ზევიდან იმავე ფერის პიგმენტური თვალის ჩრდილი გადაუსვით წამახული ფორმის ფუნჯით. ✹ ყოველი შემთხვევისთვის, მაკიაჟის შესწორება რომ დაგჭირდეთ, ბამბის ჩხირები თან უნდა იქონიოთ. ✹ სცადეთ, იპოვოთ ბალანსი თვალის ჩრდილს, ლაინერსა და ტუშს შორის. თუ რომელიმე პროდუქტი სხვაზე დომინირებს, საერთო შედეგი კარგი არ გამოვა. ✹ შეიძინეთ მხოლოდ და მხოლოდ ხარისხიანი მაკიაჟის პროდუქტები. ტუჩის კონტურიპალომა ფეიტი ექსტრავაგანტული ქალია და წათხაპნილი პომადა მისი სტილი არაა, რადგან ჩვეულებრივ, აკურატულ მაკიაჟს ატარებს. ამ შეცდომას მარცხენა ფოტოში ექსცენტრიული ქუდიც კი ვერ გამოასწორებს.დასკვნა: ✹ იმისთვის, რომ პომადა "საზღვრებს" არ გადასცდეს, ტუჩის კონტური უნდა გამოიყენოთ. ✹ 30 წელს გადაცილებული ქალები ხშირად ხმარობენ ტუჩის პრაიმერს. ეს პომადის ნაოჭებში ჩაჯდომას თავიდან აგარიდებთ. ✹ მატე ან ატლასისებური პომადები კარგი არჩევანია. ✹ თუ პომადის თხელ ფენას წაისვამთ, ნაკლები შანსია, რომ გაითხაპნოს. პომადის წასმის შემდეგ ნაზად შეახეთ ტუჩები სალფეთქს. კარგი ხერხია პომადის ფუნჯით წასმაც. ახალი ტრენდებიდღესდღეობით ერთი ფერის თვალის ჩრდილები და ფირუზისფერის ყველა ვარიაცია ტრენდულია. თუმცა, რთულია ასეთი მაკიაჟის გაკეთებისას ზედმეტი არ მოგივიდეთ. ეს სარა ჯესიკა პარკერმაც კი ვერ შეძლო სწორად, როგორც მარცხენა ფოტოზე ხედავთ. მან ეს ლუქი მეტ გალა 2018-თვის აირჩია და ხელოვნების ნიმუშს ჰგავდა. რეალურ ცხოვრებაში მსახიობი მხოლოდ იმ ფერებს ირჩევს, რაც სინამდვილეში უხდება.დასკვნა: ✹ ყოველ სეზონზე მოდის დიზაინერები უამრავი კრეატიული იდეით იწონებენ თავს. მათი საქმეა, ადამიანების ცხოვრებაში სიხარული და სიხალისე შეიტანონ. თუმცა, მოდური ხალიჩის ყველა ტრენდი რეალურ ცხოვრებაშიც ისეთივე აღმაფრთოვანებელი სულაც არაა. ✹ სანამ ოფისში წასვლას დააპირებთ ოთკუთხა ფორმის თვალის ჩრდილით, საფეთქლებამდე აზიდული ლაინერით და ვერცხლისფერი პომადით, ეს მაკიაჟი სახლისთვის გაიკეთეთ. შეიძლება, არ დაგვეთანხმოთ, მაგრამ გარეთ გასასვლელად ასეთი ეს ზედმეტია. ✹ ზოგჯერ შესაძლებელია ექსტრავაგანტული მოდური ტრენდების რეალური ცხოვრებისთვის მორგება. მაგალითად, შეგიძლიათ ლაინერის ფორმა და ფერი დატოვოთ, მაგრამ უფრო მოკლე ხაზები გაიკეთოთ. ჩაატარეთ ექსპერიმენტები და გაარკვიეთ, რა უფრო გიხდებათ. მთავარი ხომ ესაა! ყველა უშვებს შეცდომებს! გააანალიზეთ ისინი და სცადეთ, მომავალში უკეთ გამოგივიდეთ. ვიმედოვნებთ, ეს სტატია ადამიანებს დაეხმარება, სხვების შეცდომებსიგან ისწავლონ და თავად იმავე აღარ გაიმეორონ. p.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია. ასევე დაგაინტერესებთ:1. როგორ გამოიყურებიან პატარძლები მაკიაჟის გაკეთებამდე და შემდეგ - სერბი ვიზაჟისტის ნამუშევრები 2. რომელ სუნამოებს ირჩევენ ყველაზე წარმატებული ქალები 3. ყველაფერი, რაც პირსინგის შესახებ უნდა იცოდეთ 4. ქალები, რომლებმაც დააფასეს და დაიბრუნეს ბუნებრივი თმა 5. როგორი მაკიაჟი იყო მოდაში გასულ წელს 1347 1-ს მოსწონს
|