x
მეტი
  • 03.10.2024
  • სტატია:137407
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511374
ამერიკა ირჩევს 2020! ავტორი: იოანე მახარაძე
image
3 ნოემბერი მოდის, ამერიკის შეერთებულ შტატებში უკუთვლა დაწყებულია. 24 დღეში ამერიკის 50 შტატში საარჩევნო უბნები გაიხსნება, ხალხი კოლეგიის წევრებს აირჩევს, კოლეგიის წევრები კი პრეზიდენტს. ცნობისთვის, შტატს კოლეგიის წევრთა რაოდენობა მოსახლეობის ხვედრითი წილის მიხედვით მიენიჭება, ყველაზე დიდია კალიფორნია 55 ხმით, შემდეგ კი ტექსასი 38 ხმით. არჩევნების დღეს ამერიკული რუკა სამ ნაწილად იქნება გახლეჩილი. პირველი- ჭეშმარიტად ლურჯი შტატები, სადაც ჯო ბაიდენს გამარჯვების 99.9%-იანი შანსი ექნება, ჭეშმარიტად წითელი შტატები, სადაც დონალდ ტრამპი მოიგებს და მერყევი შტატები, რომელთაგან ყველაზე დიდია ფლორიდა, ხოლო ყველაზე პატარა ნიუ-ჰემფშირი, თითოეული მერყევი შტატი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს საპრეზიდენტო არჩევნებზე, რადგან ვერც ტრამპი (ჭეშმარიტად წითელი შტატებით) და ვერც ჯოსეფ ბაიდენი (ჭეშმარიტი ლურჯი შტატებით) ვერ აგროვებენ 270 წევს კოლეგიაში (სწორედ ეს რაოდენობაა საჭირო, რომ კანდიდატი გამარჯვებულად ჩაითვალოს) შესაბამისად, საჭიროა გამარჯვება მერყევ შტატებში. ფლორიდა არის შტატი, რომლის მოგების გარეშეც დონალდ ტრამპის გამარჯვების შანსი თითქმის 0% გახდება, ასევე ფლორიდა პოლიტიკურად ყველაზე კონტრასტული შტატია ამერიკაში, აქ შეხვდებით ულტრაკონსერვატორებს, რომლებიც შტატის ჩრდ-დასავლეთით ცხოვრობენ და ულტრალიბერალებს, რომლებიც შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთში აძლევენ ხმას, შტატში ჯო ბაიდენს გამარჯვების 63%-იანი შანსი აქვს, თუმცა მთავარი ისაა, თუ ხალხთა რომელი კატეგორია იაქტიურებს არჩევნებში, მაგალითად, 2016 წელს ფლორიდის ჩრდილოეთ "წითელ" ნაწილში აქტივობამ 91% შეადგინა, ხოლო სამხრეთში 59%, რაც ნიშნავს, რომ შავკანიანმა ამომრჩეველმა ჰილარი კლინტონს ზურგი შეაქცია, სწორედ ამიტომ დამარცხდა ამერიკის 42-ე პირველი ლედი საპრეზიდენტო არჩევნებში და ამიტომ დარჩა "შუშის ჭერი" ჩაუნგრეველი. წელს, ჯო ბაიდენის შტაბმა ტაქტიკურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად წარმოშობით აზიელი ქალი დაასახელა, შტაბს იმედი აქვს, რომ კამალა ჰარისი აქტივობას გაზრდის როგორც ფერადკანიან მოსახლეობაში, ისე ქალებში.

ფლორიდის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი შტატები "სამრეწველი ქამრის" რეგიონში მდებარე პენსილვანია და მიჩიგანი იქნება, სწორედ ეს ორი შტატი იყო ყველაზე "ცხელი" 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რადგან მიჩიგანში ტრამპის ხმები 47, 8%-ს შეადგენდა, კლინტონის კი 47, 5%-ს. ეს იყო შტატი, რომლის დათვლასაც დღეები დასჭირდა, რათა საბოლოო გამარჯვებული გამოევლინათ. 2020 წლის არჩევნები საინტერესოა იმითაც, რომ "დემოკრატიული პარტიის" წევრთა 43%, რაც დაახლოებით 19 მილიონი ამომრჩეველია ხმის მიცემას ფოსტით აპირებს, რის გამოც, შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დათვლას არა ერთი ღამე, არამედ რამდენიმე დღე დასჭირდეს, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტი ერთია, ყველაფერი აქტივობაზეა დამოკიდებული. თუ 2020 წლის არჩევნებზე მივა უფრო მეტი ქალი, ვიდრე კაცი, მაშინ ბაიდენს მეტი შანსი ექნება, რომ ამერიკის 46-ე პრეზიდენტი გახდეს, ხოლო თუ თეთრკანიანთა რაოდენობა საერთო ამომრჩევლის რაოდენობის 70%-ზე მეტი იქნება, მაშინ დიდი ალბათობით დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტს შეინარჩუნებს.

ა.შ.შ-ს არცევნებში მნიშვნელოვანია ცნობილი ადამინების მხარდაჭერაც, მაგალითად, ჯო ბაიდენს წელს რეკორდულად მაღალი მხარდაჭერა აქვს ცნობილ ადამიანებში, მას 20-ზე მეტი ცნობილი რესპუბლიკელი უჭერს მხარს, რომლებმაც 2016 წელს ყველაფერი გააკეთეს ჰილარი კლინტონის დასამარცხებლად.

რა თქმა უნდა, ჩვენ ხელთ გვაქვს წინასაარჩევნო რეიტინგები, რომელთა მიხედვითაც ჯო ბაიდენი დიდი სხვაობით იმარჯევებს, კერძოდ, მას ამ არჩევნების მოგების 82%-იანი შანსი აქვს, თუმცა ის, რომ ეს გარანტირებული გამარჯვებაა ფაქტი როდია, რადგან 2016 წელს ჰილარი კლინტონს გამარჯვების 90%-იანი შანსი ჰქონდა და ის დამარცხდა, ხოლო 2008 წელს ბარაკ ობამას 93%-იანი და მან გაიმარჯვა, ამიტომ, ჯო ბაიდენი მხარდამჭერების ამოცანაა, რომ მათი კანდიდატის გამარჯვების შანსი 24 დღეში 12%-ით გაზარდონ და თუ ეს მოხდება, მაშინ ჯოსეფ ბაიდენი 42 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ამერიკის ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი გახდება, ხოლო კამალა ჰარისი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი.


image
3 ნოებერს ასევე ბრძოლაა კონგრესისთვის და სენატისთვის, აღნიშნული ბრძოლა მნიშვნელოვანია, რადგან არსებობს 2%-იანი შანსი იმისა, რომ დონალდ ტრამპმა 269 კოლეგიის წევრის ხმა მიიღოს ისევე, როგორვ ჯო ბაიდენმა, ასეთ შემთხვევაში კოლეგია პრეზიდენტს ვერ აირჩევს და საპრეზიდენტო ბრძოლა კონგრესში გადავა, ხოლო ვიცე-პრეზიდენტს აირჩევს სენატი, ამიტომაც, თეორიულად შესაძლებელია, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ( დემოკრატებისგან )იყოს, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენს (რესპუბლიკელებისგან) ისევე, როგორც შესაძლებელია პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (რესპუბლიკელებისგან) იყოს, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი (დემოკრატებისგან), თუმცა ამ შემთხვევის ალბათბობა ძალიან დაბალია.

0
103
3-ს მოსწონს
ავტორი:ივანე მახარაძე26
ივანე მახარაძე26
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0