x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და მთავრობას დააკომპლექტებს“ - ირაკლი შიოლაშვილი

image


სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი მიიჩნევს, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მოქმედი ხელისუფლება ისეთ შედეგს აჩვენებს, რომ ხელისუფლება დააკომპლექტოს და მმართველი გუნდი უმრავლესობაში მესამე ვადით დარჩეს. ამის შესახებ შიოლაშვილმა ადგილობრივ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, ოთხწლიანი მუშაობის შეჯამებისას გააკეთა.


მიუხედავად იმისა, რომ შიოლაშვილი ერთერთი იმ დეპუტატთაგანი იყო, რომელიც მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებისთვის აქტიურად იბრძოდა, ოლქების გამსხვილების შემდეგ ის კენჭს აღარ იყრის. ქართული ოცნების სიის პრეზენტაციისთვის მთაწმინდაზე გამართულ ცერემონიაზე დასასწრებად მისული შიოლაშვილი ჟურნალისტებთან აღნიშნავდა, რომ არც პარტიულ სიაში იქნება. მას არ დაუკონკრეტებია, პარლამენტის დატოვების შემდეგ რა საქმიანობას გეგმავს, თუმცა ამბობს, რომ რჩება ქართული ოცნების გულშემატკივრად.


- „მე ვფიქრობ, რომ ამ მოცემულობაში რა მოცემულობაც დღეს საქართველოშია, „ქართულ ოცნებას“ სწორი სტრატეგია აქვს არჩეული. ვფიქრობ, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და დააკომპლექტებს საქართველოს მთავრობას. ცუდია, რომ დღეს ძლიერი ოპოზიცია არ არსებობს, რადგან ძლიერი ოპოზიცია ყოველთვის ქმნის მაღალ კონკურენტულ გარემოს. ვისურვებ, რომ სტაბილურობა იყოს ქვეყანაში, ეს იქნება როგორც ინვესტიციების, ასევე ეკონომიკური სტაბილურობის გარანტიც. ამის გარეშე ვერანაირ მომავალზე ვერ ისაუბრებს ვერავინ. ვიმედოვნებ, რომ ამ სტაბილურობას შეინარჩუნებს დღევანდელი ხელისუფლება.



ნებისმიერ ადამიანს რომ შეეკითხოთ, შენი გადასაწყვეტი იყოს, დავუშვათ, ვინ იქნება ნებისმიერ თანამდებობაზე, თუ სხვისი, აუცილებლად გიპასუხებთ, რომ - მე მინდა ჩემი გადასაწყვეტი იყოსო. ასე რომ, დემოკრატიის ხიბლი სწორედ იმაშია, რომ ადამიანები თავად ირჩევენ. ახლა, რა სისტემით ირჩევენ, ეს არის მეორე საკითხი. ჩვენ არ გვყავს ძლიერი თვითმმართველობები, რომ ადამიანი მივიდეს თავისი პრობლემით და თვითმმართველობამ ნებისმიერი საკითხი მოუგვაროს. ჩვენ თვითმმართველობებს შეუძლიათ გაუწიონ ლობირება მთავრობაში ისეთ პრობლემებს, როგორიცაა მაგალითად წყლის პრობლემა, გაზიფიცირება და ა.შ. არა მგონია! ამიტომ, ვიდრე ავაშენებთ ძლიერ თვითმმართველობებს, აუცილებელია მაჟორიტარების სისტემის რაღაც ფორმით არსებობა, იმისათვის, რომ კომუნიკაციის ზღვარი იყოს მარტივი. თუმცა, როდესაც გვეყოლება ძლიერი თვითმმართველობა, შეგვიძლია გადავიდეთ მთლიანად პროპორციულ სისტემაზე, რომელიც შეიძლება უფრო მეტად ასახავდეს ადამიანების განწყობას., “ - აღნიშნავს პარლამენტის მოქმედი წევრი ირაკლი შიოლაშვილი.

.

ამავე თემაზე: რას ამბობენ გეოლოგები დედოფლისწყაროში „ქოჩების ტბის“ დაშრობასთან დაკავშირებით

.

0
68
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0