x
image
ლანა92
"ცხოვრება უდაბნოა ურწყული და ეცადე გარს შემოუარო.." - ნაწყვეტი ცნობილი რომანიდან, რომელიც ცხოვრებასა და აღზრდის პრობლემაზე დაგვაფიქრებს

image

"..ლანდივით უკან დასდევს ვარდანი ყრმას, ციხის

ჩარდახებზე გასვლას უკრძალავს.არც სარდაფებში ჩახედვას ანებებს, ნიადაგ იფუთნება თვითონაც და ფუთნის თავის გაზრდილს მუდამ.

ტყეში ნუ მიხვალ

- დათვებია მანდ დღისით, ღამით მიონები გაგჩხიბავენო, ჭოროხში ნუ ჩახვალ - გველები და ჯოჯოებიაო შიგ, მიწაზე ნუ წვები - უჟმურს შეეყრებაო, ხილი არ სჭამო - სტომაქს გაიფუჭებო, სარკმლიდან ნუ გაიხედავ - ქარი გეცემაო, მზეს ნუ მიაშტერდები - თვალებს აგატკიებსო, "რამეთუ მზეი ქნული ღვთისაი არს", თვალი ვერავინ შეუდგინოსო მას.

ერთადერთი რაც დაშლილი არა ჰქონდა ფარსმანს მზრდელისაგან ეს იყო ლოცვა ...

დილით, სადილობის წინ, ნასადილევს და ზარმელისას, მწუხრისა და დაწოლის წინ მუდამ უნდა ელოცნა ყრმას, ფსალმუნს აზეპირებინებდა დღენიადაგ.

განკითხვის დღისა და მეორედმოსვლის საშინელებას უხატავდა უცანურის ენამზეობითა.

ერთხელ ჭექა-ქუხილი ატყდა. ვარდან მზრდელი გზაში დარჩა. ნაშუადღევს მოაქევქევა ციხეში ჯორი.

აცახცახებული, გაფითრებული ძლივს ჩამოათრიეს დასველებული ვარდანი უნაგირიდან. დაჯდა ბუხრის პირად, უამბობდა ფარსმანს:

ტყეში მომისწრო ქარიშხალმა, იყო ელვა, ქუხილი და ჰაერი ბოროტი, შვიდგზის დაჰკვერა ეშმაკმან და პეროინ იღრჭენდა და ყიოდა, ხოლო მე მუხის ძირას ვიდექი და ვილოცვიდიო.

ლოგინად ჩავარდა ვარდანი.

ყრმა ფარსმანი გახარებულია, ეგებ მოკვდეს და გადავრჩეო ფსალმუნის ღეჭვას.

ისევ გამომჯობინდა ვარდანი და დაიწყო ჩიჩინი.

"ნუ ცილსა სწამებ, ნუ ორსა სიტყვასა იტყვი. პატივი ეც დედასა შენსა და მამასა შენსა, შეიყვარე მოყვარენი, ვითარცა თავი თვისი.

ცხოვრება უდაბნოა ურწყული და ეცადე გარს შემოუარო".ბეჭის ძვალზე ასწავლა ნახშირით წერა ვაჟს. შემდგომ ამისა დაუმეგობრდა საკითხავებს ფარსმანი.

ისევ ახალი შეგონება:

"მხეცი არს სიბრძნე და გონიერება კაცთა შორის და სისპეტაკეთა მათთა არად სარგებელ".

უკვე სიჭაბუკეში გადავიდა ყრმა, მზრდელის ბუზღუნს აღარაფრად აგდებს. შავარდენს შეისვამს მარცხენაზე, მხარზე მშვილდს გადაიკიდებს, დაყიალობს ჭოროხის ჭალებში..

კვალად მოესმის ჩიჩინი.

"ცხოვრება უდაბნოა ურწყული და ეცადე გარს შემოუარო"...


კონსტანტინე გამსახურდია

0
183
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0