პროზა "დიდოსტატის მარჯვენაში" 70-ზე მეტი ფერის დასახელებაა მოცემული 2019, 23 იანვარი, 15:01 კონსტანტინე გამსახურდიას ერთ-ერთი შედევრი, "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა" ერთდროულად მძაფრად იპყრობს მკითხველის ყურადღებას, როგორც იდეურ-შინაარსობრივი მხარეებით, XI საუკუნის საქართველოს ისტორიული რეალობის გაცოცხლებით, ისე მხატვრული ოსტატობით.რომანს განსაკუთრებულ მხატვრულ ელფერს ანიჭებს "სიტყვაში გაცხადებულ ფერთა საიდუმლო" [ნინო ბუაჩიძე]. "დიდოსტატის მარჯვენაში" ნახსენებია 70-ზე მეტი ფერი: 1.ზღვისფერი; 2.ქარვისფერი; 3.ქლიავისფერი; 4.ფოლადისფერი; 5.ჩალისფერი; 6.ისრიმისფერი; 7.ოქროსფერი; 8.ცერცვისფერი; 9.წაბლისფერი; 10.ჟანგისფერი; 11.თავთუხისფერი; 12.მიწისფერი; 13.ქორისფერი; 14. ცარცისფერი; 15.მტრედისფერი; 16.ქარვისფერი; 17.სადაფისფერი; 18.თაფლისფერი; 19.შაბიამანისფერი; 20.გიშრისფერი; 21.ლომისფერი; 22.მწყრისფერი; 23.მიხაკისფერი; 24.დურაჯისფერი; 25.ფეტვისფერი; 26.ლაინისფერი; 27.ლილისფერი; 28.მგლისფერი;' 29.ქედანისფერი; 30.შინდისფერი; 31.ცეცხლისფერი; 32.მშვლისფერი; 33.ხოხბისყელისფერი 34.სხივისფერი; 35.სინგურისფერი; 36.პირისფერი; 37.მზისფერი; 38.უნაბისფერი; 39.ხორბლისფერი; 40.ენდროსფერი; 41.მინისფერი; 42.ცვილისფერი; 43.სოსანისფერი; 44.ლოპინარისფერი; 45.ავაზასფერი; 46.ძერასფერი; 47.ჯაჭვისფერი; 48.გველისფერი; 49.კარაქისფერი; 50.ქვიშისფერი; 51.საფირონისფერი; 52.თევზისფერი; 53.ძველთუძველესი სპილოსძვლისფერი; 54.ხვლიკისფერი;
ხვლიკისფერი სცეტიცხოევლი
55.მრუმე 56.ჟრუნი 57.ოქროცურვილი 58.წითელ-ყვითელი 59.მუქყვითელი 60.მუქლურჯი 61.მოლურჯო 62.მომწვანო 63.ქერა
64.მწვანე 65.ყვითელი 66.ლურჯი 67.თეთრი 68.შავი 69.წითელი 70.ცისფერი 71.ნაცრისფერი 72.იისფერი 73.ნარინჯისფერი; 908 3-ს მოსწონს 1-ს არა
|