x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ცეკვა მტვერში (Dance in the Dust, მოკლე სასიყვარულო რომანი)
image



3 ივლისის დილას, მორნბერის მეხუთე გრაფმა ესმონდ უოლჰარტმა თვალები მისთვის უჩვეულო დრის გაახილა — საათზე დილის 7 საათი იყო. მან, ადრიან გაღვიძებაზე გაბრაზებულმა, ყრუდ, ისე რომ ბალიშიდან სახე არ აუწევია, დაიღრიალა: უილკინს!.. ეშმაკმა დალახვროს, სადა ხარ?!

გრაფის კამერდინერი ტომ უილკინსი ბატონის საძინებელში, რომელიც სქელი, ფარჩის ფარდებით უნდა ყოფილიყო ჩაბნელებული, სირბილით გამოცხადდა და დაინახა, რომ ფარდები გადაწეული, ხოლო ფანჯრები ღია იყო. ბოლო დროს, მის ბატონს, რატომღაც, ღია ფანჯრებში ძილი შეუყვარდა. ამის გამო კი, შეიძლებოდა გაციებულიყო ან ღმერთმა ნუ ქნას, მომკვდარიყო კიდეც — ასე ფიქრობდა მოხუცი მსახური და ბატონის ბრძანებას, ღამე ფანჯრების ღიად დატოვების შესახებ, არ ასრულებდა. მიზეზად კი, საკუთარ ასაკს და «გულმავიწყობას» ასახელებდა და მსახურს მხოლოდ ის ამშვიდებდა, რომ ამ დილით, გრაფი ცოლს ირთავდა. ხოლო, ახალგაზრდა ქალბატონი, ალბათ, ღია ფანჯრებში ძილს ვერ აიტანდა.


***


გრაფი ესმონდ უკვე 25 წლის იყო. მისმა თანატოლებმა ოჯახები უკვე დიდი ხნის წინ შექმნეს, — ის კი, ცოლის მოყვანაზე არც კი ფიქრობდა, ვიდრე 3 თვის წინ, ლედი დოროთი შაფტლი არ გაიცნო.

დროის უდიდეს ნაწილს, ახალგაზრდა გრაფი მეგობრების წრეში ატარებდა. ძირითადად, წვეულებებზე დადიოდა და ბანქოს თამაშით ერთობოდა. მამამისი ცოცხალი რომ ყოფილიყო, მის ასეთ საქციელს ნამდვილად არ მოიწონებდა. მაგრამ, დიდი ბატონი გარდაიცვალა და ესმონდი საკუთარი ბედის ბატონ-პატრონი თავად გახდა. ხოლო, მისი ცხოვრების ასეთმა წესმა, როგორც იმ დროს თვლიდნენ, ინგლისის ყველაზე ლამაზ სახეზე თავისი კვალი დატოვა. მის ერთგულ მსახურს კი, მხოლოდ ის ამშვიდებდა, რომ ახალგაზრდა გრაფი ხარივით ჯანმრთელი იყო და ყველა სიტუაციიდან თავს უვნებლად დაიძვრენდა.

გრაფი ესმონდი დედოფალი ანას ნათლული იყო. ეს ღვთისმოსავი ქალბატონი უაზროდ გართობის და დროსტარების მომხრე არ იყო და ერთხელ, ამის გამო, ნათლულს უსაყვედურა კიდეც. ასე იყო, თუ ისე, ახალგაზრდა კაცის მარტოხელობის პერიოდი დასასრულს უახლოვდებოდა და იმ დღეს, როგორც აღვნიშნეთ, ის ცოლს ირთავდა. ხოლო, უილკინსი ღმერთს ევედრებოდა, რომ ლედი დოროთის ისეთივე გავლენა ჰქონოდა გრაფზე, როგორიც მის, აწ განსვენებულ დედას, გრაფინია მორნბერს ჰქონდა.

ესმონდს დედა ძალიან უყვარდა და მისი გარდაცვალების შემდეგ, ძალიან დიდ ხან გლოვობდა. სასახლეში გრაფინიას რამდენიმე პორტრეტი იყო. ის კი, რომელიც ესმონდს ყველაზე მეტად უყვარდა, მის საძინებელში, ბუხრის თავზე ეკიდა. სურათზე ქალბატონს ლამაზი ხავერდის კაბა ეცვა, ხოლო მის წინ, პატარა სკამზე, ესმონდი იჯდა. მაშინ ის მხოლოდ 10 წლის იყო.


***


ესმონდმა თვალები მოიფშვნიტა და მოხუც მსახურს მიაშტერდა.

— მოვართვა საუზმე თქვენს ბრწყინვალებას? — იკითხა შავ სამოსში გამოწყობილმა მოხუცმა.

— არა, ჯერ ცხენით გავისეირნებ — უპასუხა მას ახალგაზრდა გრაფმა.

— ცხენით?! მ... — თავი გააქნია უილკინსმა — მილორდ! დღეს თქვენ ცოლს ირთავთ!

— ვიცი, სულელო მოხუცო! მომაწოდე ტანსაცმელი და ერთი ჭიქა ელი მომიტანე, რომ ყელი გავისველო!

მოხუცი უილკინსი, მთელი ცხოვრების მანძილზე, გრაფის ოჯახს ერთგულად ემსახურებოდა. ესმონდი მას ხანდახან ცუდად ექცეოდა, მაგრამ გულის სიღრმეში ხვდებოდა, რომ მასზე მიჯაჭვული იყო და რომ იმ ადამიანს ექცეოდა ცუდად, რომელიც მას ზრუნვას არ აკლებდა.


***


ესმონდის მეგობრები ოქსფორდიდან, ლონდონიდან და მიმდებარე დასახლების პუნქტებიდან, გრაფის მამულში, მორნბერი ჰოლში, ჯერ კიდევ წინა დღეს ჩავიდნენ, რომ მისთვის ქორწინება მიელოცათ.

სტუმრებს შორის, მისი ყველაზე ახლო მეგობარი არჩიბალდ სენტ-ჯონი, ანუ უბრალოდ, არჩიც იყო, რომელმაც ესმონდს გაბედნიერება წინასწარ მიულოცა და არჩევანიც მოუწონა. ესმონდი სწორედ არჩისთან ერთად იყო, ლორდი შაფტლის ერთადერთი ქალიშვილის 18 წლის აღსანიშნავად მოწყობილ წვეულებაზე. მაშინ გრაფმა პირველად ნახა დოროთი და შეიძლება ითქვას, რომ ერთი ნახვით შეუყვარდა... წვეულების დასრულებისას, ესმონდი უკვე ფიქრობდა, რომ ის ერთადერთი იპოვა, რომელსაც ამდენ ხანს ეძებდა და რომელიც ბედით სწორედ მისთვის იყო განსაზღვრული.



მეორე თავი


ესმონდმა ცხენით გაისეირნა და მამულში ამაღლებული განწყობით დაბრუნდა. მაგრამ, როგორც კი სახლს მიუახლოვდა, არჩის შეშფოთებულ სახეს მოჰკრა თვალი და ცხენიდან ისე ჩამოხტა, რომ ის ბოლომდე გაჩერებულიც კი არ იყო.

— რამ მოხდა? ცუდი ამბავი გაქვთ ჩემთვის?

არჩიმ არ იცოდა როგორ ეთქვა და მხოლოდ თავს უქნევდა.

— დროზე მითხარი, რა მოხდა?!

ესმონდმა დაინახა, რომ მსახურები შიდა ეზოში იყვნენ შეკრებილები და გაცხარებით რაღაცაზე საუბრობდნენ. გრაფს საშინელი უბედურების წინათგრძნობა გაუჩნდა...

— ღმერთო... — ამოილუღლუღა მან. — დოროთი?!

არჩიმ კიდევ ერთხელ დაიქნია თავი.

— მათი სასახლიდან, ახლა ხანს, ბიჭი მოვიდა და თქვა, რომ დოროთი... ის სერიოზულად გახდა ავად და რომ, დღეს ქორწილი არ შედგება...

მას იმის დამატებაც უნდოდა, რომ მხოლოდ დღეს კი არა, — საერთოდ აღარ იქნებოდა. მაგრამ, თქმა ვერ გაბედა.

— ჩვენ შენთან ერთად ვგლოვობთ, ესმონდ. — უთხრა მას ახალგაზრდა კაცმა, რომელიც არჩის უკან იდგა.

— გლოვობთ?! ვითომ რატომ გლოვობთ? ამით რისი თქმ გინდათ? რა, დოროთი გარდაიცვალა?! ამიტომ გლოვობთ?!

ესმონდი ახალგაზრდა კაცს მხრებში ეცა და ისე დაუწყო ჯანჯღარი, თითქოს მისი პირიდან სიტყვების ამოყრა უნდოდა. მაგრამ, მისგან ვეღარაფერი გაიგო. მან მეჯინიბეს თავისი ცხენის აღვირი გამოსტაცა ხელიდან და გეზი შაფტლის სასახლისკენ აიღო...

ის ცხენს აჭენებდა და საყვარელი ქალის სახელს ყვიროდა:

— დოროთი! დოროთეა!.. ღმერთო, ოღონდ ცოცხალი იყოს...


***


როგორც კი, ესმონდი სასახლის ჭიშკარს მიუახლოვდა, მიხვდა, რომ მისი საცოლე ცოცხალი აღარ იყო — ირგვლივ ისეთი სიჩუმე სუფევდა, რომ სასახლე მიტოვებულს ჰგავდა...

ახალგაზრდა გრაფი ორმა მსახურმა სასახლემდე მიაცილა. ხოლო, მის შესახვედრად, თავად ლორდი შაფტლი გამოვიდა, რომელიც ესმონდს ერთიანად მობერებული მოეჩვენა. ესმონდმა ლორდი რომ დაინახა, აკანკალებული ხმით იკითხა:


— როგორ არის, სერ?

შაფტლიმ თვალები დახარა.

— ახლა დოროთი მხოლოდ ჩვენი უფლის საცოლე თუ იქნება — თითქმის ჩურჩულით, თქვა მოხუცმა.

ესმონდი ადგილზე გაქვავდა. მას არც განძრევა და არც ხმის ამოღება შეეძლო. დოროთის მამამ კი, დაამატა:

— მისი ბრწყინვალება გრაფინია ძალიან ცუდად არის და თქვენს შესახვედრად გამოსვლა ვერ შეძლო... ჩემი საყვარელი ქალიშვილი იქ არის დასვენებული. ბოლოჯერ შეხედავთ და დაემშვიდობებით.

— ეს როგორ მოხდა? — ძლივს ამოილუღლუღა ყოფილმა საქმრომ.

— დოროთიმ დღეს დილით ადრე გაიღვიძა და მსახურს უბრძანა, ჩვენთვის დაეძახა, რადგან გულის არეში, ძლიერ ტკივილს გრძნობდა. მაგრამ, ჩვენ მასთან მისვლაც კი ვერ მოვასწარით... მისმა გულმ ვერ გაუძლო...

— ვერ გაუძლო... — ექოსავით გაიმეორა გულმოკლულმ ესმონდმა.

— დიახ, — ტირილით დაიწყო მოყოლა მოხუცმა — იცით, ბავშვობაში, ჩვენი გოგონა ხანდახან გონებას კარგავდა. ექიმმა გვითხრა, რომ ანემია ჰქონდა და დროთა განმავლობაში გაუვლიდა... მაგრამ, ის ცდებოდა, დოროთი გაიზარდა, ავადმყოფობა კი არ გაქრა. მისთვის გადაღლა, ემოციები და ნერვიულობა არ შეიძლებოდა. გუშინ კი, ჩემი გოგონა, დღევანდელი დღის მოლოდინში, ისეთი ბედნიერი, ისეთი გახარებული იყო...

— გეყოფათ! — ტკივილით სავსე ხმით წამოიძახა ესმონდმა – გთხოვთ, მოყოლა შეწყვიტეთ!

შაფტლიმ ნამტირალევი თვალები მოიწმინდა და იქითკენ გაემართა, სადაც მისი ქალიშვილი იყო დასვენებული. ესმონდი კი, უკან გაჰყვა და უეცრად ამოიკვნესა:

— ნუთუ, ექიმებმა ვერაფერი შეძლეს?!

— ვერაფერი. ჩვენმა სასახლის ექიმმა ყველაფერი გააკეთა, რომ ის სიცოცხლისკენ მოებრუნებინა, მაგრამ... მოგვიანებით, როდესაც თქვენ, მსგავსი ინფორმაციის მოსასმენად, უფრო განწყობილი იქნებით, ყველაფერს მოგიყვებით. ახლა კი, უფლება მომეცით, რომ ქალიშვილის დაკრძალვისთვის მოვემზადო.

ამ სიტყვებით მოხუცმა ლორდმა გრაფი სამლოცველიში შეაცილა, სადაც მისი საცოლეს უსულო სხეული იყო დასვენებული.

გარდაცვლილ გოგონას ტანთ საპატარძლო კაბა ემოსა და თუ მიცვალებულისთვის დამახასიათებელ, სიფერმკრთალეს არ ჩავთვლით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ეძინა.

— აქ დაგტოვებ, ჩემო ბიჭო — შემოესმა ესმონდს მოხუცის ხმა.

როდესაც ახალგაზრდა გრაფი მარტო დარჩა, მან ემოციები ვეღარ მოთოკა და ხმამაღლა დაიყვირა:

— დოროთეა!

მაგრამ, გოგონამ ძახილზე არ უპასუხა. იწვა მშვიდად და განზე ოდნავ გაწეული ტუჩებით, თითქოს იღიმოდა.

ესმონდი მიუახლოვდა, მუხლებზე დაეცა და ხელზე ეამბორა. მას ხელი გაყინული ჰქონდა, გრაფი მთელი სხეულით შეხტა, უკან დაიხია და ჩაიჩურჩულა:

— ჩემი ცხოვრება შენთან ერთად დაიმარხება, ჩემო სიყვარული!

და ამის შემდეგ, ის სამლოცველოდან გამოვიდა.

— რასაც ახლა ვგრძნობ, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ... მე ახლა მხოლოდ თქვენთან დამშვიდობება შემიძლია, სერ, დაკრძალვის სამწუხარო დღემდე. — უთხრა გრაფმა ყოფილ სასიმამროს.

ესმონდი სახლში დაბრუნდა. შუა დღისთვის, ქორწილზე მიწვეული სტუმრები დაიშალნენ. ხოლო, ესმონდი თავის საძინებელში ჩაიკეტა.


გაგრძელება იქნება...imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* სიყვარულის საიდუმლო
* უაზროდ გაღებული მსხვერპლი

* გზა სამოთხისკენ

* სიყვარულის გამო გაღებული უდიდესი მსხვერპლი

* საშობაო ზღაპარი

0
86
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0