პოეზია "მეწყერი მეწყერს, ლანქერი ლანქერს, კლდე კლდეს ასკდება, ზვავს ღუპავს ზვავი".. 2020, 7 ოქტომბერი, 12:40
მეწყერი მეწყერსგაელავს, დაჰკრავს მეხი მეხს მწვერვალს,მთა ტიტველია, არ აქვს საფარი,თვითონ მეხია და თვითონ ელავს,როგორც შამილის თეთრი ფაფარი.ნეტა თუ სადმე ხარ ძე, კაცისა,ამ უკვდავებას ქედს არ უხრიდე.თუ გაწყდა ძარღვი სიმამაცისა,მე ცოცხალი ვარ ერთი მურიდი.ვარ დაფრენილი ორბისგან გნოლიდა არ იკარებს გული სალავათს,ხევსურის ჯაჭვის ნაგლეჯი რგოლი -ერთი ვაცხადებ მარტო ჰაზავატს.ვარ გათელილი ლეკის ნაბადი,ყველა სახსარი მაქვს დალეწილი,მაგრამ ვაჟკაცმა მხოლოდ გაბედედა მეც ვაჟკაცის დამიდე წილი.რა საჭიროა მელნად გიშრის ტბადა კალმად კიდე მინა რხეული,თუ ამ სიბრაზით გული გაგითბა,თუ ამ ჟრუანტელს იგრძნობს სხეული.მეწყერი მეწყერს, ლანქერი ლანქერს,კლდე კლდეს ასკდება, ზვავს ღუპავს ზვავიცა მოწყალებით თავზე დამცქერის,არ მემეტება მოვიკლა თავი.ტიციან ტაბიძე59 1-ს მოსწონს
|