x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
კორონავირუსის მეექვსე დადასტურებული შემთხვევა დედოფლისწყაროში
image


კორონავირუსის მეექვსე დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა დედოფლისწყაროში. ინფიცირებული ამჯერადაც სოფელ არხილოსკალოს მკვიდრია. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ექსკლუზიური ინფორმაციით, ამჯერად COVID 19 დაუდასტურდა ბათუმიდან სოფელ არხილოსკალოში დაბრუნებული 17 წლის გოგონას ბებიას. ცნობილია, რომ არასრულწლოვანი გოგონა აჭარაში მოგზაურობის ისტორიით სწორედ ამ ოჯახში დაბრუნდა. თავად გოგონას ვირუსი ათი დღის წინ დაუდასტურდა, რის გამოც მისი ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.


ახლადდადასტურებულ შემთხვევას ახალი კონტაქტირებული პირები არ ჰყავს, რადგან ბებია ისედაც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და სიმპტომები მერვე დღეს გამოუვლინდა. ტესტის ჩატარების შემდეგ კი კოვიდ დადებითი პასუხი მიიღო.


როგორც დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დედოფლისწყაროს ტელევიზიას განუცხადეს, ეს მეექვსე შემთხვევაა, თუმცა მათგან ადგილობრივი მხოლოდ ორია. ტრაილერის მძღოლი, რომლის შემთხვევაც 1 ივნისს დადასტურდა და ბოლო შემთხვევა, როცა არხილოსკალოელი ქალბატონი COVID 19-ით შვილიშვილისგან დაინფიცირდა.



თავად შვილიშვილი ბებიასთან სტუმრად იმყოფებოდა, ასევე ამავე სოფელში სტუმრად იმყოფებოდნენ დედა და ორი შვილი, რომელთაც მოგვიანებით კორონა ვირუსი დაუდგინდათ. ამიტომ ინფიცირებულები დედოფლისწყაროში შემოვიდნენ და ისევ გავიდნენ, რის გამოც ადგილობრივ შემთხვევად არ განიხილება. თუმცა დედა-შვილი სხვა კლასტერს მიეკუთვნება და ამ სოფელში დადასტურებულ სხვა შემთხვევებთან კავშირი არ აქვს.


დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მარიეტა გონაშვილი აბობს, რომ 6 ოქტომბრის მონაცემებით დედოფლისწყაროში ჯამში 1 600-მდე კორონავირუსის ტესტია ჩატარებული. პსრ ტესტი ლუგარის ლაბორატორიაში მოწმდება და მისი სანდოობა 99%-იანია.


დედოფლისწყაროს მერიის ინიციატივით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პერიოდულად თერმოსკრინინგი ტარდება. სათანადო ზომებია მიღებული ყველა სახელმწიფო დაწესებულების შენობაში.


6 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 268 —გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია StopCov-ზე განახლდა. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, ინფიცირებულთა განაწილება შემდეგნაირია: აჭარა — 348, თბილისში — 99, იმერეთი 59, სამეგრელო-ზემო სვანეთი — 19, მცხეთა მთიანეთი — 10, დანარჩენ რეგიონში კი ერთეული შემთხვევებია: გურიაში და კახეთში 3-3 შემთხვევა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში — 1, შიდა ქართლში — 4, ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში — 1.


მისივე თქმით, დადასტურდა გარდაცვალების 4 შემთხვევა, აქედან 3 არის აჭარა, ხოლო მეოთხეს შესახებ კი ინფორმაციას არ ფლობს.


სულ კორონავირუსის 9 245 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან, 4 887 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა — 58.


ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5 392 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 836. კოვიდ სასტუმროში 1 100 პირი მკურნალობს.

0
128
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0