სხვა იცით რატომ დაერქვა ,,ესპანურ გრიპს" ესპანური? იმიტომ არა, რომ ვირუსი ამ ქვეყანაში წარმოიშვა 2020, 6 ოქტომბერი, 11:58 ესპანური გრიპის პანდემია 1918 წელს მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდი რაოდენობის სიკვდილიანობის რაოდენობით გამოირჩევა.
ვირუსით 550 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა, რაც მსოფლიოს მოსახლეობის მესამედს შეადგენდა.
ვირუსმა 50 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რაც დედამიწის მოსახლეობის 3 % ს შეადგენდა.
ვირუსი 1918 წელს დაიწყო ევროპაში, აშშ-სა და აზიის რამდენიმე ნაწილში, შემდეგ კი ნელ-ნელა მთელს მსოფლიოს მოედო.
იმ დროისთვის ვირუსის ამ შტამის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა ან წამალი არ არსებობდა.
მოსახლეობისთვის ნიღბების ტარება სავალდებულო იყო, მათი უმრავლესობა კი უბრალო ბინტისგან იყო დამზადებული.
აპარატებიც კი გამოიგონეს, რომელთა დახმარებითაც უნდა ესუნთქათ.
და რა გასაკვირია, რომ უბრალო ადამიანებს მისი ყიდვა არ შეეძლოთ.
სამგზავრო ავტობუსებსა და ქუჩებს სპეციალური ხსნარით წმენდდნენ
დაკეტილი იყო სკოლები, თეატრები, ხალხის თავშეყრის ადგილები... გარდაცვლილების გვამებს იმპროვიზირებულად გამზადებულ მორგებში ათავსებდნენ.
და მაინც, რატომ დაარქვეს ესპანურ გრიპს მაინც და მაინც ესპანური? იმიტომ, რომ სწორედ ესპანეთში ვრცელდებოდა ყველაზე მეტი ინფორმაცია ვირუსის შესახებ. ამან შექმნა ილუზია, რომ ესპანეთში ვირუსი ყველაზე მეტად მძვინვარებდა.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ გაზეთებს აუკრძალეს ვირუსის შესახებ სტატიების გავრცელება, რათა მორალური განწყობა შეენარჩუნებინათ. მხოლოდ ესპანეთმა არ დაადო ცენზურა გაზეთებს. 836 2-ს მოსწონს
|