x
image
თამილა გურაშვილი
მეცნიერებმა დაასახელეს ვიტამინები, რომლებიც დაგვეხმარება კოვიდის მეორე ტალღის აცილებაში

image



ჩიკაგოს სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასახელეს ვიტამინები, რომლებიც ხელს შეუშლის COVID-19 მეორე ტალღის გავრცელებას. ამისათვის მათ ჩაატარეს კვლევა, რომელშიც 500 ადამიანი მონაწილეობდა.




კვება მნიშვნელოვან როლს ასრულებს მზაკვრული ინფექციის წინააღმდეგობის გაწევაში.



მათი აზრით, ეს არის A, B, C და D ვიტამინები. მკვლევარების დაკვირვების თანახმად, პაციენტებს, რომლებსაც სხეულში D ვიტამინის ნაკლებობა აქვთ, ინფექცის რისკი ორჯერ მეტი აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც ნორმაში აქვს.




გაითვალისწინეთ, რომ ეს ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის იმუნიტეტის ამაღლებაში. მისი ყოველდღიური დოზა უნდა იყოს 2.5-დან 5 მკგ-მდე. ვიტამინი გვხვდება სოკოში, თევზში, ზღვის პროდუქტებში, ბურღულეულში, ყველში და სხვა.



გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ვიტამინები A, B და C. მეცნიერები ასევე გვირჩევენ თუთიის შემცველ საკვების დამატებას შემოდგომის რაციოში, რადგან თუთია ხელს უწყობს იმუნური რეაქციების წარმატებით მიმდინარეობას.



ორგანიზმში თუთიის დეფიციტი შეიძლება გამოიწვიოს ცილების ნაკლებშემცველი დიეტის დაცვამ, კუჭ-ნაწლავის დაავადებებმა, ფარისებრი ჯირკვლებისა და ღვიძლის დარღვეულმა მუშაობამ, ქალებში - ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდმა.




თუთიის ძირითადი წყაროა ზღვის პროდუქტები, ძროხისა და ინდაურის ხორცი, კვერცხის გული, მზესუმზირა. თუთიით მდიდარია კაკალი (განსაკუთრებით კედრის), წიწიბურა, მუხუდო, კაკაო, ფორთოხალი, შვრია, ქატო, ყველი და რძის პროდუქტები.

0
152
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0