x
image
თამილა გურაშვილი
ტრამპის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ამერიკაში მოვლენების განვითარების 5 სცენარი
image



აშშ-ს პრეზიდენტმა ვერც კი მოასწრო კორონავირუსსზე დადებითი ტესტის მიღება, რომ ამერიკაში გავრცელება დაიწყო მრავალრიცხოვანმა თეორიებმა და ჭორებმა. ვრცელდება ვერსიები, თუ რა მოხდება ტრამპის მდგომარეობის გაურასების შემდეგ. ეს ჭორები ამერიკას ქაოსს უწინასწარმეტყველებს.



ჭორები უსაფუძვლო არ არის: დონალდ ტრამპი აღარ არის ახალგაზრდა, როგორც მოგეხსენებათ, COVID-19 ხანშიშესულებს ემუქრებათ.



ტრამპის მკურნალი ექიმი შონ კონლი ირწმუნება, რომ პრეზიდენტის მდგომარეობა კარგია - მას მხოლოდ მსუბუქი სიცხე აწუხებს, თუმცა, ბოროტი ენები ამბობენ, რომ სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით უარესადაა.





- რა შეიძლება მოხდეს, თუ ტრამპი ვერ შეძლებს პრეზიდენტის როლის შესრულებას?



აშშ-ს კონსტიტუციის 25-ე შესწორებაში ნათქვამია, რომ საგანგებო ვითარების შემთხვევაში - პრეზიდენტის მოულოდნელი გარდაცვალების, მისი ქმედუუნარობის, გადადგომის ან თანამდებობიდან მოხსნის შემდეგ, ოვალურ ოფისში სავარძელს დროებით ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი დაიკავებს. შესაბამისად, თუ ტრამპის მდგომარეობა გაუარესდება და ის ვერ შეძლებს სახელმწიფოს მართვას (ანუ ქმედუუნარო გახდება), მაშინ შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდება მაიკ პენსი.




-თუ ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ასევე ვერ შეძლებს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას?



ვიცე-პრეზიდენტის სერიოზული ავადმყოფობის ან შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ხელისუფლება გადავა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერზე, ანუ აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერზე, ნენსი პელოსისზე.




- შეძლებს თუ არა რესპუბლიკური პარტია შეცვალოს ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში?


თუ დონალდ ტრამპი არ გამოჯანმრთელდება, მაშინ პარტიის წევრებს შეუძლიათ ის მოხსნან საარჩევნო მარათონიდან და ჩაანაცვლონ სხვა კანდიდატით, მაგალითად, ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსით ან პარტიის სხვა წევრით. მართალია, ამისათვის რესპუბლიკური ეროვნული კომიტეტის 168 წევრი უნდა გაერთიანდეს და ხმა მისცეს ტრამპის კანდიდატურის მოხსნას. თუ ეს მოხდა, მაშინ ასეთი შემთხვევა პირველი იქნება შეერთებული შტატების ისტორიაში. ჯერჯერობით არცერთი საპრეზიდენტო კანდიდატი არ მოხსნილა და არც გარდაცვლილა არჩევნების წინ.




-შეიძლება თუ არა ტრამპის თანამდებობიდან მოხსნა მისი უფლებამოსილების ვადის დასრულებამდე?



ეს თეორიულად შესაძლებელია. ამისათვის ვიცე-პრეზიდენტი და მთავრობის წევრთა უმრავლესობა უნდა შეიკრიბოს და გამოაცხადონ, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია თავისი მოვალეობების შესრულება. ამ შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტი ხდება სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი. ტრამპს სხვა გზა აღარ დარჩება, გარდა იმისა, რომ დაიწყოს მტკიცებულებების შეგროვება, რომ მას კვლავ შეუძლია წარმართოს ქვეყანა.




- როგორ იმოქმედებს ტრამპის ავადმყოფობა არჩევნებზე?



კორონავირუსმა უკვე შეცვალა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა. სპონსორებთან შეხვედრები, რომლებიც უახლოეს დღეებში უნდა მომხდარიყო, გაუქმებულია. 15 და 22 ოქტომბერს დაგეგმილი სატელევიზიო დებატების მეორე და მესამე რაუნდები საფრთხის წინაშე დგას. შესაძლებელია ისინი ვირტუალურ რეჟიმში ჩატარდეს. რაც შეეხება არჩევნების თარიღის გადადებას, ასეთი სცენარი პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთადერთი ორგანო, რომელსაც უფლება აქვს გადადოს კენჭისყრის თარიღი, არის კონგრესი. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების თარიღი არ არის დადგენილი აშშ-ს კონსტიტუციაში, კენჭისყრა უკვე მიმდინარეობს - ამომრჩეველმა, რომლებიც აშს-ს გარეთ იმყოფებიან, უკვე გაგზავნა საარჩევნო ბიულეტენები საარჩევნო კომისიებში ფოსტით.


0
220
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0