x
image
ირინა მ.
საინტერესო ფაქტები საპნის წარმოშობის შესახებ
image

საინტერესოა, რომ საპონს ჯერ კიდევ ძველი შუმერები და ბაბილონელები ამზადებდნენ (დაახლოებით ძვ. წ. 2800 წ.). საპნის დამზადების ტექნოლოგია აღწერილია მესოპოტამიაში აღმოჩენილ თიხის ფირფიტებზე, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 2200 წელს მიეკუთვნება.

image

ეგვიპტური პაპირუსიც (მე-2 ათასწლეული ჩვენს ერამდე) მოწმობს, რომ ეგვიპტელები რეგულარულად მოიხმარდნენ საპონს.

image

image

ხშირად მოიხმარდნენ ამ სარეცხ საშუალებას ძველ რომშიც. ლეგენდის მიხედვით, ლათინური სიტყვა (საპონი) წარმოიშვა იმ მთის სახელწოდებიდან, სადაც მსხვერპლთშეწირვის რიტუალი ტარდებოდა.

imageმდინარე ტიბრი

ცხოველური ცხიმი, რომელიც გამოიყოფოდა მსხვერპლის დაწვის დროს, გროვდებოდა და ერეოდა ნაცარს, მიღებული მასა კი წვიმების დროს ჩამოირეცხებოდა და მდინარე ტიბრის თიხიან ნიადაგს ერწყმოდა. სწორედ ამ მიდამოებში რეცხავდნენ მაცხოვრებლები სარეცხს და ბუნებრივია დაკვირვებულ ადამიანს არ გამოპარვია ის ფაქტი, რომ ამ შენაერთის წყალობით ტანსაცმელი უფრო კარგად ირეცხებოდა.

imageმსხვერპლთშეწირვა

image

1808 წელს ფრანგმა ქიმიკოსმა ეჟენ შევროლმა (1786-1889), საფეიქრო ფაბრიკის მფლობელების თხოვნით, ცდების შედეგად დაადგინა, რომ საპონი არის უმაღლესი ცხიმოვანი მჟავიანობის ნატრიუმის მარილი.


image



იქნებ დაინტერესდეთ:



# ადამიანი, რომელმაც ექიმებს ხელების დაბანა ასწავლა!


# ხელის ჩამორთმევის ტრადიციის წარმოშობის ისტორია


# რატომ ვერ იძინებდნენ ადრე ადამიანები დაწოლილები, ნორმალურ პოზაში


0
597
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
597
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0