x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"დუბაის მდიდარი შვილები": ნახეთ, როგორ ცხოვრობენ არაბთა გაერთიანებული საამიროების ყველაზე შეძლებული ოჯახისშვილები


image

"ლუქსის კლასის დღესასწაული" - ასე ირონიულად მოიხსენიებენ მდიდარი ოჯახისშვილების ცხოვრებას სოციალურ ქსელებში, და აქ გასაკვირი არც არაფერია. შეძლებული და გავლენიანი მშობლების შთამომავლების მიერ ინტერნეტსივრცეში ატვირთული თითოეული მათი ფოტო "ინსტაგრამელების" მხრიდან როგორც წესი მწვავე დისკუსიისა და შურის ობიექტი ხდება. სოციალური ქსელების მომხმარებელთა ყურადღებას ინსტაგრამ-ექაუნთი "RichKidsOfDubai"-ი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იპყრობს, სადაც ძირითადად მდიდრული ცხოვრების მოყვარული ახალგაზრდების ყოველდღიური ცხოვრებისა და გართობის ფოტოკადრებია თავმოყრილი, ადამიანების უმრავლესობას ხომ ყველაზე მეტად სხვისი ცხოვრება აინტერესებს, მით უმეტეს, როდესაც საქმე არაბთა გაერთიანებული საამიროების ყველაზე შეძლებული ფენის წარმომადგენლებს ეხება. ასიათასობით დოლარის ღირებულების სუპერქარები, ცნობილი ბრენდების ექსკლუზიური სამოსი და აქსესუარების ლიმიტირებული კოლექციები, სამკაულები და ძვირადღირებული იახტები, პრემიუმ კლასის სასტუმროები და ფუფუნების სხვა საგნები - ეს დუბაის ახალგაზრდების მთავარი გატაცებებია. ახალგაზრდა არაბ მილიარდერებს, ძვირადღირებული ნივთებისადმი განსაკუთრებული სიყვარულის გარდა, კიდევ ერთი, საკმაოდ უცნაური გატაცებაც აერთიანებთ - ეგზოტიკური ცხოველების სახით. მაშ ასე, მოდით ერთად ვნახოთ როგორ ცხოვრობს და როგორ ერთობა დუბაის ყველაზე გათამამებული "ოქროს ახალგაზრდობა."


image

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage






0
567
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
567