x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ჩემს სიკვდილში დამნაშავეა რუსეთის ფედერაცია"-რუსმა ჟურნალისტმა თავი მოიკლა
image


ინტერნეტ გამოცემა "კოზა პრესის" მთავარმა რედაქტორმა, ირინა სლავინამ თავი ნიჟნი ნოვგოროდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან თავი დაიწვა.


სიკვდილამდე, რუსმა ჟურნალისტმა პოსტი გამოქვეყნა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე: " გთხოვთ, ჩემს სიკვდილში რუსეთის ფედერაცია დაადანაშაულოთ".

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 1 ოქტომბერს დილით ჟურნალისტი გაჩხრიკეს. Эху Москвы-სთან კომენტარში სლავინამ აღნიშნა, რომ მას კომპიუტერი, ტელეფონი და მეხსიერების ბარათი წაართვეს.


გამოცემის მთავარმა რედაქტორმა განაცხადა, ჩხრეკაზე, რომელიც დილის 6 საათზე დაიწყო, ათზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ორი მოწმე, რომლებიც უსაფრთხოების ძალებმა თავად მოიყვანეს. მისივე თქმით, ორგანოს თანამშრომლებმა მას ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს, მის მეუღლეს კი ქალიშვილთან დარეკვა აუკრძალეს. სლავინას განმარტებით, მას არც ჩამორთმეული ნივთების ოქმი გადასცეს.


ბოლო ორი წლის განმავლობაში სლავინა რამდენჯერმე დააჯარიმეს. ივლისის ბოლოს ჟურნალისტი დააჯარიმეს 65 ათასი მანეთით ფეიკი სტატიის გამო კსტოვოს სამბოს აკადემიის ხელმძღვანელის შესახებ, რომელიც ხალხთან ურთიერთობდა და კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

image

ბოლო ორი წლის განმავლობაში სლავინა რამდენჯერმე დააჯარიმეს. ივლისის ბოლოს ჟურნალისტი დააჯარიმეს 65 ათასი რუბლით ყალბი სტატიის გამო კსტოვოს სამბოს აკადემიის ხელმძღვანელის შესახებ, რომელიც ხალხთან ურთიერთობდა და კორონავირუსით იყო ინფიცირებული.


2019 წლის ოქტომბერში სლავინას დაევალა 70 ათასი მანეთი ჯარიმის გადახდა მუხლით-ხელისუფლების მიმართ უპატივცემულობა, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მან "ფეისბუქზე" ქალაქ შახუნიას დასახელება, სადაც სტალინის მემორიალური დაფა გაიხსნა, უცენზურო სახელით ჩაანაცვლა.

image

ექვსი თვით წინ მთავარი რედაქტორი ირინა სლავინა კიდევ ერთხელ დააჯარიმეს პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი გამართული აქციის გამო.

1
273
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
273
  
2020, 3 ოქტომბერი, 15:15
რა საშინელი სიკვდილია თავის დაწვა :-(
0 1 1