x
image
მოზამბიკელი
"არ იარსებებს იმისიანი, ამისიანი!" - ნანუკა ჟორჟოლიანის დაპირება 

ტელეწამყვანი და ახლა უკვე პოლიტიკაში გადანაცვლებული ნანუკა ჟორჟოლიანი ამომრჩეველს ჰპირდება, რომ ის იქნება ხალხის ხმა პარლამენტში. როგორც ცნობილია მან მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ბრძოლა ვანის, ხონის, წყალტუბოსა და სამტრედიის საარჩევნო ოლქში გადაწყვიტა.

image

"ჩემი მთავარი პირობაა რომ მე არ ვიქნები სტანდარტული პოლიტიკოსი!

ვიქნები ნანუკა პოლიტიკაში!

რაც ნიშნავს იმას რომ ვიქნები წყალტუბოელების, სამტრედიელების, ვანელების და ხონელების ხმა პარლამენტში.

არასოდეს გეტყვით ტყუილს და ჩემი რაიონის მოსახლეობა მნახავს არა 4 წელიწადში ერთხელ, არამედ მაშინ, როცა მათი პრობლემა გადასაჭრელი იქნება.

4 წელს დავხარჯავ არა ჩხუბში და საქმეების რჩევაში, არამედ იმაში რომ ყველამ იცოდეს ის, 161 სოფელი რომელიც გულს და ხმას მანდობს.

„მე ვიქნები ნანუკა პოლიტიკაში“- ნიშნავს რომ საკუთარ პრობლემებთან მყოფ ადამიანებს არ ექნებათ მარტოობის და უმწეობის განცდა!

„მე ვიქნები ნანუკა პოლიტიკაში“- ნიშნავს რომ, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიისა, ყველას ექნება განცდა რომ ნანუკა მათია!

როცა გადაცემაში ადამიანები გვწერდნენ თავიანთი პრობლემების შესახებ, ჩვენ არასოდეს ვეკითხებოდით ვისი ამომრჩევლები იყვნენ ისინი. ჩვენ ვკითხულობდით რა უჭირდათ და ასე იქნება ახლაც.

ჩემთვის, მთავარი მხოლოდ ადამიანების პრობლემები იქნება! არ იარსებებს იმისიანი, ამისიანი!

p.s. ძალიან ბედნიერი ვარ! ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.



0
102
1-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0