სხვა რატომ მოიხსენიებენ ნიუ-იორკს, როგორც "დიდ ვაშლს" და კიდევ 8 ცნობილ ქალაქს ზედმეტი სახელით 2020, 2 ოქტომბერი, 19:24 ნიუ-იორკი - დიდი ვაშლი ნიუ-იორკი მრავალი ზედმეტსახელითაა ცნობილი. მაგალითად როგორიცაა, "ქალაქი, რომელსაც არასდროს სძინავს", "გოთემი", მაგრამ მრავალთა შორის ყველაზე პოპულარული მაინც "დიდი ვაშლია". მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელი 1900 წელს გაჩნდა, ტერმინი პოპულარული 1920-იან წლებში გახდა, როცა სპორტულმა მიმომხილველმა ჯონ უმცროს ფიტც ჯერალდმა დოღის ერთ-ერთ რბოლას " დიდი ვაშლის გარშემო" უწოდა, ხოლო ტურისტული კამპანიებისთვის ეს ზედმეტსახელი ნიუ-იორკის სინონიმად მხოლოდ 1970-იან წლებში გამოჩნდა. ჟენევა - სამყაროს დედაქალაქი ჟენევა მოსახლეობის მიხედვით მეორე ქალაქია შვეიცარიაში, რომელიც დიპლომატიითაა ცნობილი. ჟენევაში არა მხოლოდ გაერთიანებული ერების ცენტრალური შტაბი მდებარეობს, არამედ ადგილია, სადაც დაფუძნდა ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიცაა "წითელი ჯვარი" და სადაც ხელი მოეწერა ჟენევის კონვენციას, რიგ ხელშეკრულებებს ჯარისკაცებსა და მშვიდობიან მოსახლობაზე ომის შედეგების გაუმჯობესების შესახებ. ამიტომაც ამ ქალაქს სამყაროს დედაქალაქს უწოდებენ. ტორონტო - ტალახიანი იორკი ტალახიანი ქალაქი ისე ჟღერს, რომ ეს უფრო შეესაბამება ნიუ-იორკს, როცა წვიმს, ვიდრე სხვა ქალაქს. სინამდვილეში ეს სახელი კანადის ქალაქ ტორონტოს აქვს. "ტალახიანი იორკი" უკვე არც ისე პოპულარულია, როგორც ეს ადრე იყო, მაშინ, როცა ქალაქში არ არსებობდა სადრენაჟო და კანალიზაციის სისტემები. ქალაქის გარკვეული ნაწილი მიუკუთვნება იმ ტერიტორიას, რომელიც პირველი კოლონიური დასახლება იყო სახელწოდებით "ქალაქი იორკი", იორკის ჰერცოგის, პრინც ფრედერიკის საპატივსაცემოდ დარქმეული. დღევანდელობაში " ტალახიანი ქალაქი" წარმოადგენს კანადური ქალაქის ადრინდელ წლებს. უშუაია - სამყაროს აღსასრული თუ სამხრეთით იმოგზაურებთ, საბოლოოდ მიხვალთ ანტარქტიკაში, სადაც სამხრეთ პოლუსი მდებარეობს. მაგრამ მანამ იქამდე მიხვალთ, შეგიძლიათ სხვა მხარეს გადაუხვიოთ და უშუაიას ესტუმროთ, არგენტინაში, პატაგონიის რეგიონში ამ პატარა ქალაქს, რომელიც ყველაზე სამხრეთ ქალაქად ითვლება მსოფლიოში - “El Fin del Mundo”. მიუხედავად იმისა, რომ პუერტო უილიამსი, გაცილებით ნაკლბმოსახლიანი დასახლება ჩილეში, ტექნიკურად უფრო სამხრეთით მდებარეობს, ეს სახელწოდება მაინც არგენიტინის სასარგებლოდ გამოიყენება უშუაიას მოსახსენიებლად, როგორც უკიდურესი სამხრეთ ამერიკა. ლას ვეგასი - ცოდვილთა ქალაქი ლას-ვეგასი ცნობილია თავისი ქაოსური ღამის ცხოვრებით და კაზინოებით. ყოველდღიურად აქ 40 მილიონამდე ადამიანი ჩამოდის, აზარტული თამაშებისთვის, ალკოჰოლიანი სასმელებისთვის და თვალისმომჭრელი შოუებისთვის. ზოგიერთი კი ნევადას შტატში გადასვლასაც რისკავ, რათა ლეგალურ საროსკიპოებს ესტუმროს. ლას-ვეგასი ასევე ცნობილია დაუგეგმავი ქორწინების ცერემონიალებითაც. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ამდენი მანკიერი გასართობის გამო, ქალაქს "ცოდვების ქალაქი" ეწოდა, თან "რაც ვეგასში ხდება, ხომ ვეგასში რჩება?!" მუმბაი - ოცნებების ქალაქი ქალაქი მუმბაი თავისი 18, 4 მილიონი მოსახლეობით ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე დასახლებულ ქალაქს წარმოადგენს. მუმბაი არა მარტო ფინანსურად ძლიერი ქალაქია, არამედ ის ბოლივუდის კერაცაა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კინოინდუსტრიის, რაც ამ ადგილს ჩამომსვლელთათვის მიმზიდველს ხდის. აქ შესაძლებლობები განუსაზღვრელია, ამიტომაც ამ ქალაქს " ოცნებების ქალაქს" უწოდებენ. სიდნეი - ჰარბორის ქალაქი სიდნეი მდებარეობს ავსტრალიის სამხრეთ- აღმოსავლეთ სანაპიროზე და თავის ადგილმდებარეობასაც შესანიშნავად იყენებს. სიდნეი ადრე ყველაზე მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი იყო ავსტრალიაში, ახლაც ხშირად მოიხსენიებენ ჰარბორ-სითის სახელით, ძველი პორტის სახელის საპატივსაცემოდ. სიდნეიში ხალხს ძალიან უყვარს პლაჟზე სიარული, სერფინგით გართობა. ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას ოპერის შენობა წარმოადგენს, რომელიც ზუსტად იმ ძველი პორტის, ჰარბორის ადგილზეა აშენებული. კაირო - ათასი მინარეთის ქალაქი კაირო, არა მარტო ეგვიპტეშია მსხვილი ქალაქი, არამედ მთელ ახლო აღმოსავლეთში. იგი მდიდარია თავისი ისტორიული წარსულით და წარმოადგენს კინოსა და მუსიკალური ინდუსტრიის ცენტრს ამ მხარეში. კაირო ცნობილია ისლამური ხუროთმოძღვრების ნიმუშებით, რის გამოც მას "ათასი მინარეთის ქალაქს" უწოდებენ. მინარეთს დიდი როლი აქვს მუსლიმანურ სამყაროში, ისინი ტრადიციულ კოშკებს წარმოადგენენ, საიდაც მუსლიმები დღეში ხუთჯერ ლოცულობენ. პარიზი - სიყვარულის ქალაქი შესაძლოა იმიტომ, რომ ფრანგული ენა "სიყვარულის ენად" ითვლება, ან მდინარე სენას სანაპიროებზე სეირნობა რომანტიულია, პარიზმა თავი "სიყვარულის ქალაქად" გამოაცხადა. პარიზი დიდი ხანია იზიდავს სიყვარულისთვის მშრომლებს, მწერლებს და მხატვრებს. სიყვარული ყველგან შეგვხვდებათ, მყუდრო კაფეებიდან დაწყებული ხელოვნების ხიდემდე დამთავრებული, სადაც 2000-იანი წლების დასაწყისში წყვილები ბოქლომებს ამაგრებდნენ ხიდის მოაჯირებზე ერთმანეთისადმი ერთგულების ნიშნად. 150 1-ს მოსწონს |