სხვა მთელი სამყარო სცენაა - შექსპირისეული 6 ადგილი მაშინ და ახლა 2020, 2 ოქტომბერი, 17:24 როგორც დრამატურგიის სხვა წარმომადგენლები, შექსპირიც გამოიყენებდა თავის ნაწარმოებებში ადგილებს, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით შექსპირისული ადგილები რეალურად არსებობდა. 6 ალექსანდრია შექსპირის პიესაში "ანტონიოსი და კლეოპატრა" მოქმედება რომის იმპერიაში ხდება, სიცილიიდან ათენამდე, ეგვიპტესა და სხვა ხმელთაშუაზღვის სანაპირო ქვეყნებში. ქალაქ ალექსანდრიაში კლეოპატრას სასახლე მთავარ როლს ასრულებს პიესაში, მაგრამ ადგილის ზუსტი ადგილმდებარეობა 1990 წლამდე უცნობი იყო, მანამ წყვალქვეშა მცურავებმა ეგვიპტის სანაპიროებზე ჩაძირული არ აღმოაჩინეს, სადაც ის მიწისძვრის შედეგად მოხვდა. არქეოლოგიური სამუშაოები დღემდე გრძელდება. 5. დანია ჰამლეტი წუხს, რომ დანია ციხეა, ხოლო ელსინიორის ციხე-სიმაგრე, სადაც სამეფო ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ლოთობის და რეპუტაციის შემლახავი ადგილია. ციხე-კოშკი ახლაც არსბობს: დანია, ჰელსინგში კრონბორგის სასახლე. მისი მშენებლობა მეთექვსმეტე საუკუნით თარიღდება. 2000 წელს ის იუნესკომ კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა. 4. რომი შექსპირმა პიესაში "იულიუს კეისარი" ყველაფერი გააკეთა, რომ იმპერატორის სიკვდილი სიმბოლური ყოფილიყო. რომის სენატში იმპერატორს თავს დაესხმებიან შეთქმულები და მაშინ მიაყენებენ სასიკვდილო ჭრილობას, როცა ის თავის სანდო მეგობარს ეკითხება: "Et tu, Brute?", რომელიც იმ დროს უკვე მოწინააღმდეგეთა მხარეს გადასულიყო. მხოლოდ 2012 წელს განაცხადეს არქოლოგებმა, რომ ზუსტად იმ ადგილს მიაკვლიეს, სადაც კიესარი მოკლეს. Largo di Torre Argentina ასე ჰქვია მოედანს რომის ცენტრში, რომელიც ახლა სავსეა ძველი რუინებით და მაწანწალა კატებით. 3. არდენის ტყე პიესაში " როგორ მოგეწონათ", მას შემდეგ, რაც ჰერცოგი თავის უზურპატორ ძმას გაურბის, ის და მისი მომხრეები აღმოჩნდებიან არდენის ტყეში. ტყეს შექსპირის დედის, მარი არდენის სახელი ჰქვია. დედა კი გენიოსის ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი მოგონება იყო. დღესდღეისობით ტყის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ იქ მრავალსაუკუნოვანი ხეები ისევაა შემორჩენილი. 2. ვერონა ქალაქ ვერონაში რომეოსა და ჯულიეტას ამბავი ნამდვილად არ დამთვარებულა სასიკეთოდ: გაუგებრობა რომეოს საწამლავის დალევისკენ უბიძგებს, ხოლო ჯულიეტას სასოწარკვეთილება აკვლევინებს თავს. შექსპირი ერთაერთი არ იყო, ვინც ამ ლეგენდის მოყოლა მოახერხა, თუმცა ისტორიამ ვარსკვლავებისგან ჯვარდაწერილ შეყვარებულებზე, რომლებზეც იმ დროის ინგილსშიც იცოდნენ, მხოლოდ შექსპირისეულმა ვერსიამ გაუძლო წლებს. ვერონაში დღემდე აგზავნიან სასიყვარულო წერილებს ჯილეტას სახლის მისამართზე, სადაც თავიანთ რომანტიულ ამბებს უყვებიან. ჯულიეტას კლუბის წევრები კი უპასუხოდ არცერთ წერილს არ ტოვებნ. 1. ვენეცია შექსპირის ვენეცია " ვენეციელ ვაჭარში" საშიში ადგილია, ჭორებით, ინტრიგებით და ძალადობით სავსე. პიესაში მთავარი გმირის ბედი სასამართლო დარბაზში წყდება, თუმცა ბევრი მოქმედება ვენეციის ქუჩებში ხდება ჩირაღდნების, ნიღბიანი წვეულებების და გონდოლების ფონზე. დღეს ვენეცია ტურისტულად აქტიური ადგილია. Rialto ახლაც პოპულარული ადგილია თავისი ბაზრებით, მილიონზე მეტმა ადამიანმა იმოგზაურა შექსპირის პიესების წაკითხვის შემდეგ. 73 2-ს მოსწონს |