x
image
ლანა92
"ვერ გიხსნის გენიალობა..." (გალა)

image

"ვერ გიხსნის გენიალობა.."


ვერ გიხსნის გენიალობა,

ვერც ნერვიული თითები.

შენ, როგორც დროის მწყრალობა,

ბრძოლას ნუ მოერიდები.

ძლიერი, უანკარესი

რომ გქონდა მგრძნობიერება,

მხოლოდ ამიტომ პარნასი

არავის მოეფერება.

"არა ზეცა, არა ლანდი, არა ფერია"

image

არა ზეცა, არა ლანდი, არა ფერია,

შენ მიყვარდი, მაგრამ კარგი - არაფერია.

ძველისძველი მეგობარი, ღამის მთეველი

ისევ მოვა დანაკარგი ... არაფერია.

გაიშლება მწუხარება შეულეველი,

შენის ხელით დანაქარგი... არაფერია.

შორეული ხომალდები, მთა და ტყე-ველი

იყოს ჩემი გულის სარკე... არაფერია.

მომკლას ღვინომ, მომკლას ღამემ, ყოფნა მტვერია,

მეტი ძებნა... მეტი ბარგი ... არაფერია.

0
155
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0