პოეზია "ვერ გიხსნის გენიალობა..." (გალა) 2020, 2 ოქტომბერი, 16:29
"ვერ გიხსნის გენიალობა.."ვერ გიხსნის გენიალობა,ვერც ნერვიული თითები.შენ, როგორც დროის მწყრალობა,ბრძოლას ნუ მოერიდები.ძლიერი, უანკარესირომ გქონდა მგრძნობიერება,მხოლოდ ამიტომ პარნასიარავის მოეფერება.
"არა ზეცა, არა ლანდი, არა ფერია"არა ზეცა, არა ლანდი, არა ფერია,შენ მიყვარდი, მაგრამ კარგი - არაფერია.ძველისძველი მეგობარი, ღამის მთეველიისევ მოვა დანაკარგი ... არაფერია.გაიშლება მწუხარება შეულეველი,შენის ხელით დანაქარგი... არაფერია.შორეული ხომალდები, მთა და ტყე-ველიიყოს ჩემი გულის სარკე... არაფერია.მომკლას ღვინომ, მომკლას ღამემ, ყოფნა მტვერია,მეტი ძებნა... მეტი ბარგი ... არაფერია.
155 შეფასება არ არის
|