შესანახი პროდუქტები უცნაური საკვები, რომელსაც ცხოვრებაში პირველად ნახავთ - გასინჯავდით? 2020, 28 ნოემბერი, 15:59 დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ყველაზე უცნაურ საკვებზე, რომელიც ალბათ არასოდეს არც გინახავთ და არც გაგისინჯავთ... წარმოგიდგენთ ამ საკვებს: პირამიდის ყვავილოვანი კომბოსტო - პირამიდის ყვავილოვანი კომბოსტო ძალიან ნიშანდობლივი ბოსტნეულია როგორც ფერის, ასევე ფორმის მხრივ. პირამიდის ყვავილოვანი კომბოსტოს სპირალები ფიბონაჩის ნიმუშს მისდევს. ეს გვიჩვენებს, რომ პირამიდის ეს მცენარე როგორც ნოყიერი, ასევე არქიტექტურული შედევრია. ეს საინტერესო ყვავილოვანი კომბოსტო, რომელიც პირველად მე -19 საუკუნეში იტალიაში წარმოიქმნა ბროკოლისა და ყვავილოვანი კომბოსტოს ჰიბრიდიზაციის შედეგად, საკმაოდ გემრიელია. ოსტატები გვირჩევენ, რომ პირამიდის ყვავილოვანი კომბოსტო, რომელიც ზოგადად მაკარონს უხდება, ნაკლებად მოვხარშოთ. ბუდას ხელი - ცნობილია ასევე, როგორც ხის თითები. აზიაში მოყვანილი ეს ხილი ადამიანების გაოცებას ახერხებს როგორც გემოვნებით, ასევე ვიზუალითაც. აზიის რეგიონში ამ ხილისგან ძირითადად მურაბას და ჯემს აკეთებენ. გამოიყენება ოთახის სუნამოდ, რადგან სუნი საკმაოდ ინტენსიურია. აზიელები მას ხანგრძლივ სიცოცხლეს უკავშირებენ. ფიქრობენ, რომ "ბუდას ხელს" შეუძლია ადამიანის განკურნება ყველა დაავადებისგან. კასუ მარზუ - თუ ყველი გიყვართ, მაშინ გირჩევთ კასუ მარზუს შესახებ არაფერი წაიკითხოთ, მაგრამ თუ გაინტერესებთ მაშინ გეტყვით, რომ ეს ყველიც ჩვეულებრივად ცხვრის რძისგან მზადდება, თუმცა მასში ცოცხალი მატლები ბუდობენ. ყველი სარდინიაში მზადდება და მისი გასინჯვის უფლება მხოლოდ ადგილობრივებს აქვთ, ვინაიდან ევროსაბჭომ არაჰიგიენურობის და შემზარავი ვიზუალის გამო ევროპულ ქვეყნებში ამ ყველის ექსპორტი აკრძალა. აკე - შავ ნაყოფიანი ყვითელი ფერის მცენარე არის იამაიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკვები. ეს ხილი მდიდარია როგორც A ვიტამინით, თუთიითა და ცილებით, ასევე მავნე ტოქსინებითაც. აქედან გამომდინარე, სანამ ბოლომდე არ დამწიფდება, მანამდე მისი მირთმევა არ შეიძლება. მსოფლიოს ათობით ქვეყანაში აკეს ჭამა იკრძალება. ვოლფია გლობოსა - Wolffia globosa არის მსოფლიოში ყველაზე პატარა ყვავილოვანი მცენარე და ასევე ყველაზე პატარა ხილი. ვულფია ბრტყელი და მრგვალი მარცვლებისგან შედგება, მაქსიმალური ზომა 1.5 მილიმეტრია. პაწაწინა ხილი მდიდარია პროტეინით და ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. ძირითადად აზიურ ქვეყნებში ხარობს. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი>>>>> იხილეთ ასევე <<<<<საუკეთესო მომენტში გადაღებული შთამბეჭდავი ფოტოები 4 ყველაზე ძვირადღირებული შეცდომა ისტორიში, რომელიც ბოლო 50 წელში განვითარდა დაუბანელი, მოუვლელი და კიდევ სხვა... - ადამიანები, რომლებმაც უარი თქვეს თავის მოვლაზე! იცოდით, რომ მარტორქებს შეუძლიათ სპილოების, ბუფალოების და ასევე ლომების გამოწვევა 308 7-ს მოსწონს
|