სხვა 3 უჩვეულო და გასაოცარი მეღვინეობა, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ 2020, 29 სექტემბერი, 21:58 ღვინის სამყარო სავსეა უჩვეულო ფაქტებით, რასაც გულგრილად ვერ აუვლი გვერდს. ზოგიერთ მათგანს ამ სტატიაში წარმოგიდგენთ, რათა თავად დარწმუნდეთ, თუ რამდენად მრავალფეროვან და საინტერესო გარემოში მზადდება სხვადასხვა ღვინო მსოფლიოს მასშტაბით:
ლოს ბერმეხოსი საქართველოში კანარის კუნძულები ზაფხულთან, ზღვასა და მზესთან ასოცირდება, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ეს შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური მეღვინეობის ადგილიც კია თანამედროვე მსოფლიოში. აქ, კუნძულ ლანსაროტზე ვაზი ვულკანურ ნიადაგზე, სპეციალურად ამოთხრილ ორმოებში მოჰყავთ. სწორედ ასეთია ლოს ბერმეხოსი - მეღვინეობა, რომელიც მართლაც გაგაოცებთ. საქმე იმაშია, რომ ვულკანური ფერფლი არავითარ საკვებ ნივთიერებებს არ შეიცავს. სწორედ ამიტომ აქ ვერბერთელა ორმოებს თხრიან, რათა ვაზმა ფესვი ბევრად უფრო ნოყიერ ნიადაგში რაც შეიძლება ღრმად გაიდგას. სამაგიეროდ, ვულკანური ფერფლი იმით არის კარგი, რომ ხელს უშლის წყლის გადინებას და მიწას ტენიანობას შესანიშნავად უნარჩუნებს. მაგრამ ვაზს ხომ ქარისგან სჭირდება დაცვა! სწორედ ამიტომ აქაურები ორმოების გარშემო ქვებს აწყობენ. სამაგიეროდ ამხელა შრომა საბოლოოდ კარგად ფასდება, რადგან აქაური ღვინო ძალიან ძვირი ღირს. ნინო ნეგრი ეს იტალიური მეღვინეობა შვეიცარიის საზღვართან, მთებში მდებარეობს. მევენახეებს ვაზი აქ ვიწრო ფერდობებზე, პირდაპირ ქვებზე მოჰყავთ. სხვათა შორის, ეს სწორედ ის ადგილია, სადაც მილიონობით წლის წინ აფრიკული ტექტონიკური ფილა ევროპულს შეეჯახა, რის გამოც ნიადაგი წარმოუდგენლად მრავალფეროვანია, რაც სრულიად განსხვავებული ხასიათის მქონე ღვინოებს გვაძლევს. (სტატიის სრული ვერსია იხილეთ allwine.ge-ზე) 130 1-ს მოსწონს
|