საზოგადოება "ლიბერთინსი" ტრადიციული აქციით ბრუნდება - დიდი ფასდაკლება სერიის ახალ გამოცემაზე 2020, 29 სექტემბერი, 13:40 "ლიბერთინსი" თინეიჯერი მკითხველისათვის ტრადიციულ აქციას იწყებს. მხოლოდ 29 და 30 სექტემბერს სერიის ახალი გამოცემა ჯენი ჰანის "ყველა ბიჭს, რომლებიც მყვარებია" "ბიბლუსის" ყველა მაღაზიაში 60%-იანი ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი. აქციის დღეებში, წიგნის შეძენას დაინტერესებული მკითხველი 14.95 ლარის ნაცვლად, 6 ლარად შეძლებს. "ბესტსელერი, რომელმაც მსოფლიო თინეიჯერების გული უკვე დაიპყრო და სულ ახლახან ითარგმნა ქართულ ენაზე, წიგნის მაღაზიებში გუშინ გამოჩნდა", - გიორგი კიკაბიძე, პროექტის მენეჯერი. წიგნის მიხედვით NETFLIX-მა 2018 წელს ფილმიც გადაიღო. წიგნის აღწერა: წიგნის მთავარი გმირი 16 წლის ლარა-ჯინი გულისნადებს მხოლოდ წერილებს ანდობს და მათ საქუდე კოლოფში ინახავს _ წერილი სულ ხუთი ცალია, იმ ბიჭებისთვის, რომლებიც ოდესმე ჰყვარებია. ერთხელაც, ხუთივე წერილი ადრესატებთან მოხვდება და გოგონა სიცრუის კორიანტელში გაეხვევა. სანამ ლარა-ჯინი გაერკვევა, ეს როგორ მოხდა, იმაშიც დარწმუნდება, რომ ცხოვრება ტკბილ-მწარე მოულოდნელობებით არის სავსე: სადაც სიყვარულია, იქ ვერაგობაც შეიძლება იყოს ჩასაფრებული; შეიძლება გგონია, აი, სწორედ ეს ბიჭი მიყვარსო, მაგრამ თურმე ნამდვილი სიყვარული შენ ახლოს, გვერდით ყოფილა, უბრალოდ, დანახვა გჭირდებოდა, რომ ამქვეყნად ოჯახი ყველაფერზე მთავარია. "ლიბერთინსი" სპეციალურად მოზარდებისთვის შექმნილი სერიაა, რომლის ფარგლებშიც, თინეიჯერები ერთმანეთს საკითხავ ლიტერატურას ურჩევენ. ამ პროექტმა დაამკვიდრა მოზარდებში წიგნის კითხვის კულტურა, ვინაიდან წლების წინ არ არსებობდა თინეიჯერებისთვის საკითხავი ლიტერატურა და გამომცემლობა "პალიტრა L" ამ მიმართულებით პირველი იყო. 8 1-ს მოსწონს
|