ქალი და მამაკაცი ვიეტნამში გამოჩნდა განცხადება,სადაც შეგიძლია ცოლის ყიდვა 6 ათას დოლარად 2020, 28 სექტემბერი, 10:19 ვიეტნმში გამოჩნდა საგაზეთო რეკლამა, სადაც გთავაზობებ ვიეტნამელი ცოლის შეძენას 6000 დოლარად. ამავე დროს, გარანტირებული ქალწული გოგონები, "გზავნილის" ადგილზე ჩაბარება 90 დღეში, ასევე ახალი უფასო ცოლის ჩანაცვლებით, თუ შეკვეთილი ცოლი გაიქცა ან სხვა რამ. ამ პუბლიკაციამ მრავალი კითხვა გააჩინა. Reddit- ის მრავალმა მომხმარებელმა იფიქრა, რომ ეს ინფორმაცია შესაძლოა ყალბი იყოს და მართლაც, სურათებზე აღმოჩინეს ფოტოშოპის ნიშნები და მალევე იპოვნეს ის ორიგინალი ფოტოები, რომელიც სარეკლამო განცხადებისთვის გამოიყენეს, თითქოს ინციდენტიც ამოწურულია და შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მორიგი ფეიკი ინფორმაცია არის, რომელსაც ამ ბოლო ხანებში საკმაოდ გვხვდება, თუმცა როგორც შემდგომში გაირკვა მწარე რეალობა, რეკლამაში მითითებული ნომრები ნამდვილია და ჩამოთვლილი პირობები რეალური. განცხადება აშკარად მიმართული იყო ტაივანის და სამხრეთ კორეის აუდიტორიაზე, საიდანაც ყველაზე ხშირად ვიეტნამელი ცოლების შეკვეთები მოდის. ტელეფონის ნომრები ნამდვილად ეკუთვნის ჰოშიმინში მდებარე გაცნობის სააგენტოს, რომელიც სპეციალიზირებულია უცხოელებისთვის პატარძლების პოვნაში. ყოველწლიურად ათასობით ახალგაზრდა გოგონა მიდის ვიეტნამიდან. მათი უმეტესობა ქორწინდება უცხოელებზე:ძირითადად სამხრეთ კორეელებზე, ჩინელებზე და ამერიკელებზე. გოგონები ამ ქვეყანაში გაურბიან სიღარიბესა და მკაცრ ჩვეულებებს. ამ ქვეყანაში მოთხოვნა- მიწოდების სინდიკატი საათივითაა აწყობილი და ადგილობრივი ხელისუფლება თვალის ხუჭავს, ვითომ არც არაფერი ხდება, რადგან ამაზეა აწყობილი მთელი ბიზნეს-იმპერია. ჰოშიმინში(ყოფილი საიგონი) უამრავი გაცნობის სააგენტოა, რომლებიც მთელ მსოფლიოში აწვდიან "მომხმარებლებს" ახალგაზრდა ვიეტნამელ გოგონებს. თვინიერი, უბიწო გოგონები, რომლებიც მცირედითაც კმაყოფილები არიან და ოცნებობენ იცხოვრონ ცივილიზებულ ქვეყანაში, ნამდვილი საჩუქარია ბევრი მეტნაკლებად შეძლებული მამაკაცისთვის. 581 5-ს მოსწონს
|