პროფილაქტიკა გაინტერესებთ რას კურნავს საკმევლის ეთერზეთი? 2020, 9 ოქტომბერი, 10:00 თავის ტვინის ლიმბური ნაწილი პასუხისმგებელია სუნთქვაზე, გულის რითმზე, არტერიულ წნევაზე, ჰორმონალურ ბალანსზე და მეხსიერებაზე. ჩვენ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ ლიმბურ სისტემაზე ჩვენი ყნოსვის საშუალებით, გარკვეული ეთერზეთების არომატის ჩასუნთქვით. როდესაც მათი მოლეკულები აღწევს ცხვირის გავლით რეცეპტორებში თავის ტვინის ლიმბურ სისტემასთან, ჩვენი ფიზიკური, ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა იცვლება. შესაბამისად, შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს მძლავრი ინსტრუმენტი ჯანმრთელობის გასაძლიერებლად. ეთერზეთების გამოყენება სხვადასხვა დარღვევებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში, ჯანმრთელობის აღდგენის ყველაზე უსაფრთხო გზაა, რადგან აღნიშნული საშუალება პრაქტიკულად არ იძლევა გვერდით მოვლენებს. ზოგიერთი ეთერზეთის შესუნთქვა ხელს უწყობს ტვინის მუშაობის გაუმჯობესებას და ტვინის დაზიანების შედეგების შეცვლასაც კი. მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ ზუსტად რომელი საშუალება უნდა გამოვიყენოთ და რა შემთხვევებში. სამკურნალო ეთერზეთი ტვინისთვისსაკმევლის ეთერზეთი ხელს უწყობს ტვინის აქტივობის გაუმჯობესებას. მისი წარმოებისთვის გამოიყენება ხის ქერქი. წამალს გააჩნია მთელი რიგი სამკურნალო თვისებები:
კვლევები, თუ რამდენად პოზიტიური გავლენა აქვს საკმევლის ეთერზეთს ტვინზე, ჩატარდა 2015 წელს. გამოქვეყნებულია მონაცემები ინსულტის შემდეგ ტვინის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტების მკურნალობის პოზიტიური დინამიკის შესახებ საკმევლის ზეთის ინჰალაციის დროს. დიფუზორის მეშვეობით ეთერზეთის ჰაერში გაშვებას შემდეგი დადებითი ეფექტი გააჩნია:
დამტკიცებულია, რომ კომბინირებულად რამდენიმე ეთერზეთს, მათ შორის საკმევლის, იყენებენ 6 – 12 წლის ჰიპერაქტიურ ბავშვებში ყურადღების ნაკლებობის სინდრომის სამკურნალოდ. ბავშვები 30 დღის მანძილზე ისუნთქავდნენ სამკურნალო ეთერზეთების არომატს, რისი წყალობითაც გაუმჯობესდა მათი ქცევის მანერა და ტვინის მუშაობა. ყურადღება მიაქციეთ ეთერზეთის ხარისხს: მისი თერაპიული ღირებულება დამოკიდებულია ქიმიური კომპონენტების ხარისხზე, რომელზეც მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, მატ შორისაა:
100% ორგანული ეთერზეთის მიღება პოზიტიურ გავლენას ახდენს ორგანიზმზე და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ასევე დაგაინტერესებთ: რატომ უნდა მივიღოთ ვიტამინი B კომპლექსი – დეფიციტის სიმპტომები და სასარგებლო თვისებები 7 დაავადება, რომელსაც მჯდომარე ცხოვრების წესი იწვევს. რა უნდა გავაკეთოთ ამის თავიდან ასაცილებლად ინსულტის პირველი სიმპტომები და ადამიანის გადარჩენის 100% მეთოდი 12 დამღუპველი ჩვევა, რომელიც თავის ტვინის უჯრედებს ანადგურებს 5 საინტერესო ფაქტი ტვინის შესახებ, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა – 5 უნიკალური მეთოდი რაზე მეტყველებს ტკივილი თავის სხვადასხვა ნაწილში 213 8-ს მოსწონს |
სტატია კი როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა.