ფიტოთერაპია რომელი ჩაი მოგეხმარებათ წონაში დაკლებაში? 2020, 24 სექტემბერი, 22:32 ექსპერტებმა საუბრობენ იმაზე, თუ როგორი ჩაი უნდა დალიოთ ძილის წინ, რათა წონაში დაიკლოთ. დიეტოლოგები მიიჩნევენ, რომ ეს სასმელი ძალზე ეფექტურია წონის დაკლებისთვის. ამასთან, ჩაის ყველა სახეობა არ გამოდგება ზედმეტ კილოგრამებთან გამკლავებაში. ექიმების თქმით, საღამოს ჩაისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დანამატია დარიჩინი. ეს სასმელი არამარტო კარგ გამოძინებაში დაგეხმარებათ, არამედ, სისხლში შეამცირებს შაქრის დონეს, ეს კი, მნიშვნელოვანია წონის დაკლებისთვის. გვირილის ჩაი, ასევე, დაგეხმარებათ წონის დაკლებაში, ამბობენ დიეტოლოგები. ამასთან, მას აქვს დამამშვიდებელი თვისებებიც. პიტნის ჩაი მოგიხსნით თავის ტკივილს, შეგმატებთ ენერგიას და გაგიუმჯობესებთ ძილის ხარისხს. პიტნა ასევე მოქმედებს წონის დაკლებაზე, განმარტავენ ექსპერტები. ფაქტია, რომ დაღლილობისა და ძილის შეგრძნება აუცილებლად იწვევს ზედმეტი საჭმლის მიღებას. როიბუში და შავი ჩაი ასევე ეფექტურია ზედმეტი კილოგრამების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს უკანასკნელი, მაგალითად, საშუალებას მოგცემთ თავი დააღწიოთ ზედმეტ ცხიმებს. 89 1-ს მოსწონს
|