x
image
მანჩო 777
ეს პროდუქტები ძალიან პოპულარულია, თუმცა ბევრ თქვენგანს წარმოდგენაც კი არ აქვს, თუ როგორ ღებულობენ მათ
თანამედროვე კულინარიაში ძალიან პოპულარული გახდა სუპერფუდების ინდუსტრია. სუპერფუდი-ესაა ჯანსაღი საკვები, რომელსაც შეუძლია აგავსოთ მაქსიმალური ენერგიით, ხელი შეუწყოს თმის ზრდას, იზრუნოს თქვენი კბილების, ფრჩხილების და კანის სიჯანსაღეზე. რა თქმა უნდა, ასეთი უნიკალური პროდუქტები საკმაოდ ძვირია და ყველასათვის როდია ხელმისაწვდომი, თუმცა მათ, ვინც უამრავ ფულს ხარჯავს ამ ძვირფასი საკვების შეძენაზე, ხშირ შემთხვევაში წარმოდგენაც კი არ აქვთ, თუ როგორ გამოიყურება ბუნებრივ პირობებში, მაგალითად, კაპერსი, კეშიუ, გოჯი, ჩია და სხვა პროდუქტები.



image



მაშ ასე, ვნახოთ როგორ გამოიყურება ეგზოტიკური, სასარგებლო მცენარეები ბუნებრივ პირობებში და ჩვენს სუფრაზე.


კაპერსი (capparis spinosa)



image


კაპერსი-ესაა ბუჩქოვანი მცენარის capparis spinosa-ს გაუშლელი ბუტონები. კაპერსის ველური ყვავილოვანი ბუჩქი ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლშია გავრცელებული. ამ მცენარის ნაყოფს ჯერ კიდევ ძველი ბერძნები და რომაელები გამოიყენებდნენ - პირველად სამკურნალო მიზნით, ხოლო შემდეგ საკვებადაც.
ნედლ მდგომარეობაში კაპერსის ნაყოფი არ იჭმება, მაგრამ მწიფე ნაყოფი, რომელიც პატარ საზამთროს წააგავს და მკვეთრი პიკანტური გემოთ გამოირჩევა, ძალიან პოპულარული დელიკატესია. მისი გამოყენება შეიძლება სალათებში, ხბოს ხორცთან, თევზეულთან და სხვა.


image



ბრაზილიური კაკალი-ბარტოლეტია


image



ბრაზილიური კაკალი ანუ ბარტოლეტია უკანასკნელ წლებში გურმანების ერთ-ერთ უსაყვარლეს დელიკატესად იქცა. ბრაზილიური კაკლის ხე 35-40 მეტრი სიმაღლის იზრდება, ხოლო მისი ტანის გარშემოწერრილობა ხშირად აღწევს 1, 5-2 მეტრს. ბარტოლეტია დღეგრძელი მცენარეა-არსებობს ეგზემპლარები, რომლებიც 800-1200 წლისაა.



image



გოჯი ანუ ჩინური კოწახური


image


გოჯი ანუ ჩინური კოწახური (lycium barbarum) კარგადაა ნაცნობი გახდომის მსურველთათვის. მცენარე ხარობს აღმოსავლეთ აზიის მშრალი ჰავის რაიონებში. მას ჩინეთში "სიცოცხლის ხეს" უწოდებენ.

გოჯის მარადმწვანე ბუჩქის სიმაღლე აღწევს 3-3.5 მეტრს. ზევიდან ქვევით დაკიდებული ტოტები დაფარულია ნაცრისფერი კანით და ეკლებით. ფოთლები უბრალოა და აქვთ ელიფსის ფორმა. გოჯის ყვავილები თეთრია და გადაჰკრავთ ვარდისფერი. მწიფე გოჯის ნაყოფის ფორმა არის წაგრძელებული და აღწევს 1.5-2.0 სმ-ს. ნაყოფი საკმაოდ წვნიანია და შეიცავს საშუალოდ 10 – 30 წვრილ თესლს. ნაყოფის ფერი არის მოწითალო- მარჯნისფერი.

გოჯის ნაყოფი არის ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო კენკრა მთელ დედამიწაზე, ნაყოფის შემადგენლობა და თვისებები უბრალოდ უნიკალურია. გარდა გასახდომი თვისებებისა, კენკრა გამოიყენება სიმსივნის, დიაბეტის, ალცჰაიმერის, გულ-სისხლძარღვთა და სხვა დაავადებებთან საბრძოლველად.

უკანასკნელ წლებში გოჯის ნაყოფის მოყვანა საქართველოშიც დაიწყეს. მისი პლანტაციები კახეთშია გაშენებული.


ჩია-მაიასა და აცტეკების ოქრო


image


ჩიას (Salvia hispanica) თესლს მაიასა და აცტეკების ოქროსაც უწოდებენ, რადგან ის მათი მთავარი საკვები იყო, თანაც იმდენად ფასეული, რომ გადახდის საშუალებადაც კი იყენებდნენ. უკანასკნელ წლებში ჩიას თესლი მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარული გახდა და დღეს მრავალი ადამიანის ყოველდღიურ რაციონშია. მასში თავმოყრილია იმ ნივთიერებათა უმრავლესობა, რომლებიც ორგანიზმს სჭირდება – ესენციური ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები, ვიტამინები, ანტიოქსიდანტები, მინერალები.

ჩიას თესლის ხანგრძლივი მიღება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აქვეითებს არტერიულ წნევას, აძლიერებს გულის კუნთს, აქვეითებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს და საუკეთესოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისთვის. ანთების საწინააღმდეგო თვისების გამო კარგია ართროზის დროს. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ჯანმრთელი ნაწლავური ფლორის ჩამოყალიბებას. უხდება გულძმარვას და უძილობას. აჩქარებს უჯრედების რეგენერაციას და ამით ანელებს დაბერების პროცესს. აჯანსაღებს თმასა და ფრჩხილებს. ენერგიის საუკეთესო წყაროა დიაბეტიანებისა და სპორტსმენებისთვის, ხელს უწყობს კუნთების ზრდას.



image



ერთი ჩაის კოვზი ჩიას თესლი ორგანიზმს 24 საათის განმავლობაში ამარაგებს ენერგიით. გარდა სამკურნალო თვისებებისა, ჩია პიკანტური სანელებელიცაა-მისგან ამზადებენ პუდინგებს და ფუნთუშეულს.



ამარანტი (Amaranthus) - ქართული ჯიჯილაყა


image


მარანტი 21-ე საუკუნის იდეალურ მცენარედ დასახელებული არატრადიციული ნედლეულია, რომელიც გამოიყენება როგორც მარცვლოვანი კულტურა, რომელსაც შეუძლია გამოკვებოს მთელი მსოფლიო.

ამარანტში ცილების შემცველობა რძეზე მეტია, ის ახანგრძლივებს ახალგაზრდობას და აჯანსაღებს ორგნიზმს. ამარანტი (ჯიჯლაყა) 8 ათასი წლის მანძილზე სამხრეთ ამერიკისა და მექსიკის ტერიტორიაზე ითვლებოდა ძირითად მარცვლეულ კულტურად ( მას უწოდებდნენ „ინკების პურს“ და „აცკეტების ხორბალს“).

ინკები და აცკეტები ამარანტს აძლევდნენ საკვებად ახალდაბადებულ ბავშვებს, მარცვლები მეომრებს მიჰქონდათ ხანგრძლივი მოგზაურობისას, როგორც ჯანმრთელობისა და ძალების აღსადგენი საშუალება. მას თვლიდნენ წმინდა მცენარედ, სცემდნენ თაყვანს და იყენებდნენ მსხვერპლთშეწირვის რიტუალებში, რის გამოც, ესპანელმა კონკისკადორებმა მცენარე გაანადგურეს და მკაცრად აკრძალეს.

16-ე საუკუნის ბოლოს ამარანტის თესლი ლამაზი, დეკორატიული მცენარის სახით, შემოტანილ იქნა ევროპაში. არავინ იცოდა ამარანტის – როგორც საკვები და სამკურნალო მცენარის ნამდვილი ფასეულობა. მხოლოდ მე-20 საუკუნის დასასრულს აღმოაჩინეს ამარანტის უნიკალური სამკურნალო თვისებები.



image


სამწუხაროა, რომ ეს უნიკალური მცენარე, რომელსაც საქართველოში ჯიჯილაყას უწოდებენ და რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული ჩვენს ქვეყანაში, წლების განმავლობაში სარეველად ითვლებოდა და უმოწყალოდ ნადგურდებოდა, ამიტომ დღეს ის უკვე გადაშენების პირასაა.



იაპონური მწვანე ჩაი "მატჩა"


image



"მატჩა“ არის იაპონური დაფქვილი მწვანე ჩაი. მისი ისტორია ამომავალი მზის ქვეყანაში დაახლოებით IX საუკუნიდან იწყება. ისტორიული წყაროების მიხედვით, X- XI საუკუნეებში ის პოპულარული უკვე ჩინეთშიც გახდა. იაპონიაში დღესაც ჩაის საზეიმო რიტუალი სწორედ "მატჩას“ ჩაის საშუალებით ტარდება.
"მატჩა“ გარდა იაპონიისა, დღეს პოპულარულია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. მას აქტიურად იყენებენ არა მხოლოდ როგორც ჩაის, არამედ იაპონური ტრადიციული კერძების შესაკმაზადაც. მას ამატებენ ყავა ლატეში, ყინულიან სასმელებში, რძის და ხილის კოქტეილებში, და ასევე ალკოჰოლურ სასმელებში, როგორიცაა ლიქიორი. თუმცა მისი მთავარი დანიშნულება არის ჩაის სახით მიღება, რადგან სწორედ ამ დროს ადამიანის ორგანიზმი "მატჩასგან“ იღებს ყველა იმ სასარგებლო ნივთიერებას, რაც ამ ჩაის გააჩნია.
"მატჩას“ სასარგებლო თვისებების შესახებ ძველ იაპონიაშიც იცოდნენ. თუმცა თანამედროვე ეპოქაში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ჩაის ეს სახეობა არაერთი დაავადების პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ გამოიყენება.
image
კოლორადოს უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, "მატჩას“ ჩაი შეიცავს 137-ჯერ უფრო მეტ ანტიოქსიდანტს, ვიდრე უბრალო ჩაი. ამავე კვლევის მიხედვით, ანტიოქსიდანტების რაოდენობა "მატჩაში“ 6, 2-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე გოჯის კენკრაში; 7-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე შავ შოკოლადში; 17-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე ისპანახში.

"მატჩას“ ჩაი შეიცავს იმ ნივთიერებებს, რომლებიც სიმსივნესთან ბრძოლაში ძირითად როლს თამაშობენ. ამასთან, "მატჩა“ აუმჯობესებს კანის ფერს და მის მდგომარეობას. ანტიოქსიდანტების არსებობის წყალობით ის ებრძვის სიბერეს უფრო ეფექტურად, ვიდრე А და С ვიტამინები. "მატჩას“ ერთი ჭიქა უფრო ეფექტურია, ვიდრე ბროკოლის, ისპანახის, სტაფილოს ან მარწყვის იგივე ზომის ულუფა.
ჟენშენი ანუ ''სიცოცხლის ფესვი''
image
ჟენშენი ანუ Panax ginseng მეორენაირად ცნობილია, როგორც სიცოცხლის ფესვი. მისი ფესვი მოყვანილობით ადამიანის სხეულს წაააგავს. საინტერესოა, რომ ჟენშენის შესახებ ლეგენდებში მცენარე თითქმის ადამიანის მსგავსად იბადება: მეხი ვარდება გამჭვირვალე წყალში და მასთან ერთად მიწაში უჩინარდება, განაყოფიერების შემდეგ ამოდის „ღვთიური ბალახი“. შემთხვევით არ მიიჩნევდნენ უძველეს დროში ჟენშენს ყველაზე სასარგებლო მცენარედ, რომელსაც შეუძლია ყველა დაავადების განკურნება და „მკვდრის გაცოცხლებაც“ კი.
image
ფართო გამოყენება აქვს ჟენშენის ფესვისგან დამზადებულ პრეპარატებს მედიცინაში. ის შეიძლება დამზადდეს სპირტიანი ნაყენის, ფხვნილის ან აბის სახით. მედიცინაში მისი გამოყენება ამ სიცოცხლის ფესვის მატონიზებელ უნარს მიეწერება.


დარიჩინი


image


გეგონათ, დარიჩინი ბოსტნეული ან ბაღჩეული ერთწლიანი კულტურა იყო? -სულაც არა. აი ასე გამოიყურება დარიჩინის ხე. დიახ, დიახ, დარიჩინი ხეა და თან საკმაოდ მოზრდილი, ხოლო ის სანელებელი, რასაც ჩვენ ვიცნობთ, დარიჩინის ხის ქერქისგან მისი გამოშრობის საშუალებით მიიღება. დარიჩინის სამშობლოა შრი-ლანკა.

დარიჩინი საკმაოდ სერიოზული სამკურნალო საშუალება, მაგალითად, ის ხელს უწყობს შაქრის დონის დაწევას დიაბეტის დროს. 4-5 გრამი დარიჩინი 15-20%-ით ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. დარიჩინის რეგულარული გამოყენება ამცირებს ინსულტისა და ინფარქტის რისკს, ის დადებითად მოქმედებს გულის კუნთის მუშაობაზე, დაბლა სწევს „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს. დარიჩინი ხსნის კანის გაღიზიანებას, ამიტომ მას ხშირად ურევენ სახლში დამზადებულ სახის კრემებში; დარიჩინის სპეციფიკური არომატი ტვინის მუშაობის სტიმულირებას ახდენს და აუმჯობესებს გუნება-განწყობას.


პაპაია ანუ ნესვის ხე


image



ნესვის ხე ანუ პაპაია აფრიკისა და აზიის ტროპიკებში ხარობს. აქვს ნესვისებური, ყვითელი რბილობის მქონე უგემრიელესი ნაყოფი. პაპაიას ნაყოფი ეფექტურია სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადებების, კანის დაბერების, სიმსივნეების ფართო სპექტრის, მხედველობისა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.



image



სელი


image



სელის თესლი არაერთი დიეტის მთავარი შემადგენელი კომპონენტია. მას აქტიურად გამოიყენებენ ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებლად და შესაბამისად, გადახდომად. სელი ერთწლიანი, ბალახოვანი მცენარეა, რომელიც ტყიდან არის გამოტანილი და "მოშინაურებული". პირველყოფილი ადამიანი სელის თესლს საკვებად ხშირად იყენებდა. არსებობს სელის 200-მდე სახეობა. საქართველოში, ძირითადად, ხარობს სართავი, ზეთოვანი და მსხვილმარცვალა სელი. თუმცა დღეს ეს მცენარე მივიწყებულია.

სელის კულტურა ყველაზე კარგად სვანეთმა შემოინახა. იქ სელი ოჯახურ პირობებში მოჰყავთ და სელის ფქვილისგან არაჩვეულებრივ ხაჭაპურს აცხობენ. სვანები ხორბლის ფქვილის მაგივრად ხშირად იყენებენ სელის ფქვილს და მას საფუარსაც არ ურევენ.

სელი ჯანმრთელობისთვის ძვირფასი კულტურაა. მდიდარია ვიტამინებით და მისგან ძვირფასი ზეთი მზადდება. სელის ზეთს არაერთი ქვეყანა ამზადებს, რადგან ის ფარმაკოლოგიაშიც გამოიყენება. მასში დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებები შედის. სელის თესლისგან ამზადებენ ქატოსაც, რომელიც საუკეთესოა დამწვრობისა და ჭრილობებისთვის, მათ არაჩვეულებრივად აშუშებს. მისგანვე მზადდება პრეპარატები ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის და ხანდაზმულებს ხშირად უნიშნავენ. თუმცა ყველაზე მეტად მაინც სელის თესლი გამოიყენება. სელის თესლს უმადაც მიირთმევენ. ამის წყალობით შესაძლებელია ზედმეტი წონა ისე მოიშოროთ, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს.



image



სპეციალისტები წონაში დაკლების მსურველებს ურჩევენ, რომ საჭმელში ყოველდღე დაამატონ 1 სუფრის კოვზი სელის ზეთი, სელის თესლი კი უნდა დაფქვათ და 1 სუფრის კოვზი პიურეში ან ფაფაში შეურიოთ. უკეთესია, თუ სელის თესლს ყოველ დილით დაღეჭავთ და თბილ წყალს მიაყოლებთ. ეს გახდომას ძალიან უწყობს ხელს.

1
604
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
604
  
2020, 23 სექტემბერი, 17:43
საინტერესო სტატიაა, ბევრი მოწონება...
0 1 1