საქართველო "ეგომანიაკის ბოდვითი აშლილობისთვის დიდად არ მცალია, მაგრამ ბრაზის გარდა აღარაფერს იმსახურებს" - ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე 2020, 21 სექტემბერი, 18:25 "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და მას "ეგომანიაკს" უწოდებს. ჩერგოლეიშვილის თქმით, სააკაშვილი ივანიშვილთან ერთად ქართული დემოკრატიის საფრთხეა და საზოგადოება რაც მალე მიხვდება ამას და შესაბამისად იმოქმედებს ქვეყნისთვის მით უკეთესი იქნება. "ტაბულას" დამფუძნებლის აზრით, ყველა ის პოლიტიკოსი ვინც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწყალების მოლოდინში მის უმსგავსობაზე თვალს ხუჭავს ქართულ დემოკრატიას ანგრევს: "სამარცხვინო ეგომანიაკის ბოდვითი აშლილობისთვის დიდად არ მცალია, მაგრამ ზიზღის და ბრაზის გარდა აღარაფერს იმსახურებს მიხეილ სააკაშვილი. სანიტარული დერეფანი სჭირდება სააკაშვილთან ყველა პარტიას, ვისაც საქართველოს დემოკრატიული და ნორმალური განვითარება ანაღვლებს! დღეს, ახალგაზრდაც და მოხუციც იმას ცდილობს, რომ ივანიშვილი, ქართული დემოკრატიის შავი ჭირი ხელისუფლებას ჩამოაცილოს და ქვეყანა ნორმალური განვითარების რელსებზე დააყენოს! როგორც რობერტ სტურუაზე დამეთანხმეთ, ზუსტად ასე დამეთანხმებით სააკაშვილზეც - ეს ზუსტად ვიცი! მაგრამ სანამ ეს მოხდება, მე გეუბნებით: ა) ყველა ჟურნალისტი, რომელიც ამ მხდალი ეგომანიაკის სამსახურში დგახართ - თქვენი ხელიდან ქართულ დემოკრატიას ანგრევთ! ბ) ყველა ხელმოცარული პოლიტიკოსი, რომელიც სააკაშვილის მოწყალების მოლოდინში ხართ (ეგებ სიაში მოგახვედროთ) და თვალს ხუჭავთ მის უმსგავსობაზე - ქართულ დემოკრატიას ანგრევთ! რაც მალე გააცნობიერებს ყველა, რომ მიშა სააკაშვილი ქართული დემოკრატიის საფრთხეა ივანიშვილთან ერთად - მით მალე წავალთ წინ. ახლა როცა ამ პოსტს ვწერ, გიგას მოხალისეები თეკლათში არიან და მარტოხელა მოხუცებს ეზოებს უთიბავენ, რომ გადაადგილება შეძლოს იმ ხალხმა - ზოგს ინსულტი აქვს, ზოგი უბრალოდ ვერ დადის. ვბრაზობ, რომ ამდენი ნაღდი საქმეა საკეთებელი და მე გადამგდები და მშიშარა ეგომანიაკის ბოდვების გარჩევა მიწევს, მაგრამ ვალდებული ვარ გითხრათ რომ სააკაშვილი ქართული დემოკრატიის საფრთხეა და რაც მალე მიხვდებით და შესაბამისად იმოქმედებთ, უკეთესი იქნება ამ ქვეყნისთვის"- დაწერა თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ გუშინ "ტვ პირველის" ეთერში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის პარტიულ კოალიციას საერთოდ ვერ ხედავს. დღეს კი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საგანგებო განცხადებით ოპოზიურ ძალებს მიმართა და საკუთარი პარტიის სახელით გამარჯვების შემთხვევაში ყველა მათგანს თანამშრომლობას დაჰპირდა.564 შეფასება არ არის |