x
image
დავითი ჩუთლაშვილი
როგორია საშუალო ანაზღაურება საქართველოსა და მსოფლიოს ზოგიერთ სხვა ქვეყანაში?
2, 44 დოლარი - ასეთია საშუალო საათობრივი ანაზღაურება საქართველოში. 2019 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 2, 84 დოლარი იყო.


შედარებისთვის პოლონეთში საშუალო საათობრივი ხელფასი 16, 65 დოლარს უდრის, ხოლო გერმანიაში - 31, 92 დოლარს.


თუმცა, კიდევ უფრო უნუგეშო სურათს მივიღებთ, თუ ქართულ საშუალო ხელფასებს ლუქსემბურგის საშუალო ხელფასებს შევადარებთ. 40, 88 დოლარი - ასეთია საფრანგეთს, გერმანიასა და ბელგიას შორის მოქცეულ ამ პატარა ქვეყანაში საშუალო საათობრივი ანაზღაურება.


ალბათ, ყველას გაქვთ ნანახი ფილმები იმის შესახებ, თუ როგორ გარბიან დაბალი ხელფასებით სასოწარკვეთილი ადამიანები სამუშაოდ მექსიკიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კედლის მშენებლობაც კი დააანონსა, რათა გახშირებული უკანონო მიგრაცია შეეჩერებინა. ჰოდა, სწორედ ასეთ ქვეყანაში საშუალო ხელფასები ჩვენი ქვეყნის საშუალო ხელფასებს 3-ჯერ და მეტჯერ აჭარბებს - 9, 16 დოლარი - სწორედ ამდენს გამოიმუშავებს მექსიკის საშუალო მოქალაქე ერთ საათში და ისინი თავქუდმოგლეჯილები გარბიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც საშუალო საათობრივი ანაზღაურება 34, 28 დოლარია.



საშუალო ანაზღაურების მიხედვით საქართველოს (მცირედით, მაგრამ მაინც) უკვე ინდოეთიც კი უსწრებს - 2, 86 დოლარი - ასეთია საშუალო საათობრივი ანაზღაურება იქ.


ჩვენს მეზობლად, ოკუპანტ რუსეთში საშუალო საათობრივი ანაზღაურება 4, 73 დოლარია.


სამაგიეროდ საქართველო ოდნავ უსწრებს სომხეთს, სადაც საშუალო ჯამაგირი საათში 2, 12 დოლარს აღწევს.


კიდევ უფრო რეალისტურ (და ამასთან ერთად, ძალიან ცუდ) სურათს მივიღებთ, თუ გადავხედავთ, თუ როგორ უთანასწოროდ არის განაწილებული ხელფასები საქართველოში. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში არ არის ამხელა უთანასწორობა. ამიტომ ქართული საშუალო ხელფასი რეალურად ვერ ასახავს იმას, თუ ჯამაგირის სახით რა თანხას იღებენ ქართველები თვეში საშუალოდ. ჩვენს ქვეყანაში ბევრისთვის საათში 2, 44 დოლარი (ანუ დაახლ. 420 დოლარი თვეში) სანატრელი და საოცნებო ანაზღაურებაა.


მაგრამ კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაა საქართველოს რეგიონებში. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით კახეთში საშუალო ხელფასი 540 ლარია, რაც საათობრივად სულ რაღაც 1 დოლარსა და 5 ცენტს შეესაბამება.


დამეთანხმებით, უარესი მდგომარეობის წარმოდგენა უბრალოდ შეუძლებელია.


ხელფასი

0
276
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
276
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0