ინფორმაციისთვის, ჩარკვიანს კორონავირუსი გუშინ 11 სექტემბერს დაუდასტურდა. ჩარკვიანი ირწმუნება, რომ მას ახალი კორონა ვირუსი გადაედო ტელეკომპანია პირველში, ეკა მიშველაძის გადაცემაში სტუმრობის დროს. მას ზუსტად ახსოვს, რომ ინფიცირებული ლევან გოგიჩაიშვილის შემდეგ ჩაერთო და მას ტანზე სწორედ გოგიჩაიშვილის მიკროფონი დაუმაგრეს. ჩარკვიანი ვარაუდობს, რომ სწორედ მისი მიკროფონი გახდა დაინფიცირების წყარო.
უკვე ცნობილია ისიც, რომ ტვ პირველიდან დაინფიცირებულმა თაკო ჩარკვიანმა საკუთარი ოჯახის წევრების გარდა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტი, კურიერის ერთერთი წამყვანი თეონა ცხომელიძეც დააინფიცირა. ამდენად, რუსთავი 2-ში ვირუსი სწორედ ტვ პირველიდან შევიდა. თავის მხრივ ტვ პირველსაც ლევან გოგიჩაიშვილმა გადასდო. შეგახსენებთ, რომ ლევან გოგიჩაიშვილის მეუღლეა ჟურნალისტი ვიკა ბუკია, რომელიც მაყურებელს სატელევიზიო კონკურს „დუბლიორიდან“ ახსოვს. ვიკა ბუკია სწორედ პარლამენტარი მეუღლისგან დაინფიცირდა. ბუკია მანამდე საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობდა და ტვ პირველში ორი დღის გადასული იყო, როცა ახალი ვირუსის სიმპტომები აღმოაჩინა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყველა ჟურნალისტის ტესტის პასუხი ცნობილია, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი ელიტა ანდღულაძე ავრცელებს.
„ყველაფერი კარგად არის ყველა პასუხი უარყოფითია . მადლობა ყველას ყურადღებისთვის“- წერს ჟურნალისტი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 158 ახალი ფაქტი დაფიქსირდა, რის შედეგადაც შემთხვევების რიცხვი 2075-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 1363 და გარდაცვლილია 19 პაციენტი.