სხვა ალესია ზეკინი ფრიდაივინგის დედოფალი, ადამიანი რომელსაც 25 მსოფლიო რეკორდი ეკუთვნის ფრიდაივინგში (ჟაგბადის ბალონის გარეშე ცურვა და ყვინთვა დიდ სიღრმეზე) 2020, 12 სექტემბერი, 15:54 მსოფლიოს ჩემპიონმა ფრიდაივინგში ალესია ზეკინმა მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა, მან ჟანგბადის მიმწოდებელი აპარატის გარეშე ჩაყვინთა 113 მეტრის სიღრმეზე. ზეკინი ასევე მსოფლიო ჩემპიონია წყალქვეშ ჟანგბადის მიმწოდებელი აპარატის გარეშე ცურვაში, ალესიამ "CMAS" ( წყალქვეშ მოქმედებების საერთაშორისო კონფედერაცია, რომელიც დაარსდა 1959 წელს) ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრზე 250 მეტრი გაცურა წყალქვეშ ჟანგბადის მიწოდების გარეშე. საერთო ჯამში ალესიას დამყარებული აქვს ფრიდაივინგის პრაქტიკულად ყველა დისციპლინაში მსოფლიოს 25 რეკორდი, მსოფლიოს ტურნირებზე აღებული აქვს 16 ოქროს მედალი. 307 8-ს მოსწონს |