კულტურა იაპონელები და ჰიგიენა. 8 საინტერსო ფაქტი იაპონიაში სისუფთავის შესახებ 2020, 12 სექტემბერი, 9:42 1. იაპონელები არა მხოლოდ სახლის, არამედ თავიანთი გარემოცვის სისუფთავეზე ზრუნავენ იაპონელებისთვის სისუფთავე ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია. ისინი ზრუნავენ თავიანთ გარემოცვაზე და ყოველდღიურად ასუფთავებენ მას. სკოლის მოსწავლეები ყოველ მორიგეობით რჩებიან სკოლაში გაკვეთილების შემდეგ და ასუფთავებენ კლასებს, დერეფნებს, ტუალეტებსაც კი. ოფისის მომუშავეები ასუფთავებენ თავიანთი ოფისის ეზოს, მიმდებარე ქუჩასაც კი. ეს ფაქტი ყველასთვის ბუნებრივია და დალაგებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავენ. ფაქტობრივად არც არავინ ანაგვიანებს გარემოს, მათი დასუფთავება ხომ თვითონვე მოუწევთ.
2. იაპონელები სახეს იპარსავენ ყველა უცხოელ ქალს უკვირს, როდესაც სილამაზის სალონებში სახის გაპარსვას სთავაზობენ. იაპონელებს სჯერათ, რომ ბუსუსების მოშორებით კანი უფრო ჯანსაღი ხდება, უფრო სუფთა და მაკიაჟიც უკეთესად ჩანს.
3. კბილების გაწმენდა კოლექტიური საქმიანობაა იაპონელები კბილებს ყოველი ჭამის შემდეგ იხეხავენ. ბავშვებსაც პატარაობიდანვე აჩვევენ და არწმუნებენ თუ რა მნიშვნელოვანია კბილების მოვლა. რაც მთავარია, ოჯახში ერთად კბილების გახეხვა ერთგვარი ურთიერთობა და კონტაქტია.
4. საჯარო ტუალეტებში სპეციალური მოწყობილობაა მორცხვებისთვის ვის სიამოვნებს საპირფარეშოდან ხმა რომ გადის? რა თქმა უნდა არავის. სწორედ ამიტომ იაპონიის ყველა საპირფარეშოშია ერთგვარი “რადიო'', რომელიც ხმის “გაფილტვრაში'' ეხმარებათ.
5. ყურების გაწმენდა რომანტიკულია ალბათ, ფილმებში მაინც გინახავთ თუ როგორ დებს მამაკაცი ქალის მუხლებზე თავს, ის კი გრძელი ჯოხით ყურიდან ზედმეტ გოგირდს აშორებს. გაგიკვირდებათ, და ზრუნვის ასეთი მეთოდი დედობრივ ზრუნვასთან ასოცირდება და მათთვის რომანტიულიც კია.
6. ჯანსაღი სუნთქვისთვის საღეჭი რეზინი არ კმარა გაგიკვირდებათ, და იაპონელები პაემანზე წასვლის წინ ქლოროფილისგან დამზადებულ ტაბლეტებს სვამენ, რომელიც უსიამოვნო სუნს აქრობს არა მხოლოდ პირიდან, არამენ ორგანიზმიდანაც. ამავე ეფექტისთვის სვამენ საკვებ დანამატებს სოკოების ექსტრაქტისგან.
7. გარშემო ყველაფერი ანტიბაქტერიულია მაღაზიებში თითქმის ყველაფერი ანტიბაქტერიული იყიდება, იაპონელებისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქმიან შეხვედრებზე რესტორნებში თუ სახლებში ისინი ფეხსაცმელს იხდიან შესვლამდე, ფეხის სუნი კი არავის უყვარს. ამიტომაც იაპონელებმა ჯერ კიდევ 1987 წელს გამოიგონეს სპეციალური ძაფებისგან შეკერილი წინდები, რომლებიც ფეხის სუნს სრულებით აქრობს.
8. მოწყობილობები წყლის ეკონომიისთვის შეიძლება ითქვას, რომ ტოკიოში იმდენივე მტკნარი წყალია როგორც ჩრდილოეთ აფრიკაში. განსაკუთრებით კი ზაფხულში, მთის რელიეფის გამო მთელი ნალექი ზღვაში ჩაედინება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად იაპონიაში გამუდმებით რამე ახალი პროდუქტი ჩნდება. არსებობს მოწყობილობები წყლის ეკონომიისთვის, რომლებიც წყლის 90% ის ეკონომიას აკეთებს მაგრამ მათი შოვნა ძალიან რთულია, რადგან ამ მოწყობილობებს სრულებით ყოდულობენ საავადმყოფოები, სკოლები, ბაღები და ა. შ. მაღაზიის თაროებზე ისინი უბრალოდ არ შეგხვდებათ.
231 შეფასება არ არის
|