x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
10 უცნობი ფაქტი საკულტო ფილმების შესახებ, რომელიც თქვენს წარმოდგენას შეცვლის

image


თითოეულ ფილმს თავისი ისტორია გააჩნია, და ხშირად მის მიღმა რასაც ეკრანზე ვხედავთ საკმაოდ საინტერესო, ზოგჯერ კი შოკისმომგვრელი ფაქტები იმალება. დღეს, ცნობილი ფილმების იმ 10 საინტერესო შემთხვევის შესახებ მოგიყვებით, რომელთა შესახებ ვფიქრობ აქამდე არაფერი გსმენიათ.






"ტერმინატორი"



image


ცოტამ თუ იცის, რომ ტერმინატორის როლზე თავდაპირველად ჯეი სიმპსონი დაამტკიცეს, თუმცა ფილმის რეჟისორმა ჯეიმს კამერონმა მისი გარეგნობა აღნიშნული როლისთვის "მეტისმეტად სასიამოვნოდ" ჩათვალა, რის გამოც საბოლოოდ, დაუნდობელი მკვლელი არნოლდ შვარცნეგერმა შეასრულა.





"იურული პერიოდის პარკი"



image

ვისაც ფილმი "იურული პერიოდის პარკი" უნახავს, ალბათ კარგად ახსოვს ის უცნაური ხმები, რომელთა საშუალებითაც ველოცირატორები ერთმანეთთან ურთიერთობდნენ, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ სინამდვილეში ის კუების შეწყვილების ხმა იყო.






"ფსიქო"


image


როგორც ჩანს, ჰიჩკოკმა 1960 წელს გადაღებული ფსიქოლოგიური თრილერი - "ფსიქო" შავ - თეთრი სწორედ იმიტომ გადაიღო, რომ საშხაპეში მკვლელობის სცენა ბევრისთვის ზედმეტად ნატურალისტური და სისხლიანი აღმოჩნდა.




"მაკულატურა"



image


სცენა სადაც ჯონ ტრავოლტას გმირი ვინსენტ ვეგა უმა თურმანის გმირს მია უოლესს გულში ნემსს ურჭობს, სინამდვილეში "უკუ მიმართულებით" არის გადაღებული, ანუ ტრავოლტა ნემსს გულში კი არ ურჭობს, არამედ, პირიქით გულიდან აძრობს.







"ჭკვიანი უილ ჰანტინგი"



image


ბენ აფლეკმა და მეტ დეიმონმა ორიგინალურ სცენარში ეროტიკული გეი სცენა განგებ ჩასვეს, რათა გაერკვიათ პროდიუსერებიდან სცენარს სინამდვილეში ყურადღებით ვინ წაიკითხავდა და ზერელედ ვინ გადახედავდა. საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილ, საკმაოდ უცნაურ ეპიზოდს ყურადღება მხოლოდ ერთმა მათგანმა, ჰარვი ვაინშტაინმა მიაქცია, რომელიც საბოლოოდ, კინოსურათის პროდიუსერიც გახდა.






"საილენთ ჰილი"


image


იცოდით, რომ ქალაქს სადაც ფილმ "საილენთ ჰილის" გადაღებები მიმდინარეობდა ნამდვილი პროტოტიპი გააჩნია? და ის სინამდვილეში პენსილვანიის შტატში მდებარე პატარა ქალაქი - სენტრეილიაა. როგორც ცნობილია 1962 წელს მთელი ქალაქი საშინელმა ხანძარმა მოიცვა, რის შედეგადაც ის სრულიად დაცარიელდა. ყველა ვიზიტორი ვინც კი სენტრეილიას ოდესმე სტუმრობდა, მისგან გამოყოლილ საშინელ შეგრძნებს დიდი ხნის განმავლობაში ვერ ივიწყებდა.



"ჰარი პოტერი"



image


ფილმის ბოლო ნაწილის გადაღების დროს უბედური შემთხვევა მოხდა: დენიელ რედკლიფის დუბლიორმა სერიოზული ტრავმა მიიღო და დამბლა განუვითარდა. რედკლიფმა ბიჭისთვის კოლეჯში სწავლის საფასურის დასაფარად ფულის შეგროვების კამპანია წამოიწყო და სოლიდური თანხაც შეუგროვა.




"მექანიკური ფორთოხალი"



image


იმ სცენის გადაღების დროს, როდესაც მთავარ გმირს ალექსს ახრჩობენ, წყლის ქვეშ სპეციალური მილი იყო, რომლის მეშვეობითაც მსახიობს უნდა ესუნთქა, თუმცა მოულოდნელად მილი ჩაიჭედა, რის შედეგადაც მალკოლმ მაკდაუელი ამ ეპიზოდის გადაღებისას პრაქტიკულად ლამის დაიხრჩო. ფილმის საბოლოო ვარიანტში სწორედ ეს კადრები მოხვდა.



"ქენდიმენი"



image


ფილმ "ქენდიმენის" გადაღების დროს ტონი ტოდს რაც არ უნა გაგიკვირდეთ, პირში ნამდვილი ცოცხალი ფუტკრები ჰყავდა.




"განდგომილები"


image


ცნობილ სცენაში ჯეკ ნიკოლსონი ლეონარდო დი კაპრიოს გმირს ნამდვილ რევოლვერს უმიზნებს, რაც სცენარის მიხედვით გათვალისწინებული არ იყო, თუმცა ნიკოლსონმა გადაწყვიტა, რომ სცენას დინამიურობა აკლდა.




"ტიტანიკი"



image


ფილმის ბოლოს საათი ღამის 2:20 წუთს აჩვენებს, ეს სწორედ ის რეალური დროა, როდესაც "ტიტანიკი" ჩაიძირა.





0
459
3-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
459