მუსიკა გარდაიცვალა "მაკულატურის" და "როკი ბალბოას" მუსიკის ავტორი 2020, 11 სექტემბერი, 15:47 კომპოზიტორი და მუსიკოსი რონალდ ბელი, ფანკ- ჯგუფის Kool & The Gang- ის ერთ-ერთი დამაარსებელი, რომლის მუსიკაც ჟღერდა ისეთ საკულტო ფილმებში როგორიცაა "მაკულატურა"(Pulp Fiction), "შაბათ საღამოს ციებ-ცხელება"( Saturday Night Fever) და "როკი"( Rocky), გარდაიცვალა 68 წლის ასაკში. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა Variety.
![]() ბოლო პერიოდში ბელი მონაწილეობდა არაერთ პროექტში, მათ შორის იყო მისი სოლო ნამუშევარი, Kool Baby Brotha Band. იგი ასევე მუშაობდა Kool TV- ზე, მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია, რომელიც ჯგუფის კარიერას ასახავს. რონალდ ბელმა თავის ძმასთან, რობერტთან ერთად, 1964 წელს დააარსა ჯგუფი Kool & The Gang, რომელიც უკრავდა სხვადასხვა სტილში: ჯაზი, ფანკი, სოული, როკი და პოპი. ჯგუფს მიღებული აქვს ორი "გრემის" პრემია. აქედან ერთი ერთი მათგანი ფილმის საუნდტრეკისთვის "Saturday Night Fever"(1977), სადაც ჟღერს მათი სიმღერა Open Sesame. Kool & The Gang განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა 1970-იან წლებში, სწორედ ამ პერიოდში ჩაწერა ჯგუფმა ყველაზე ცნობილი სიმღერები, მათ შორის ყველასთვის ცნობილი მსოფლიო ჰიტი "Celebration", რომელიც დღესაც აშშ-ში ქორწილებში ყველაზე მოთხოვნადი სიმღერაა. მისი მუსიკა ჟღერდა ისედთ ფილმებში, როგორიცაა "Pulp Fiction" და "Rocky". 66 5-ს მოსწონს
|