x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ჩინური ბრძნული გამონათქვამები

ჩინეთის ცივილიზაცია ერთ-ერთი ყველაზე ძველია მსოფლიოში. მათი გამონათქვამები და სიბრძნეები ადამიანის შინაგან სამყაროზეა დაფუძნებული. მათ ანდაზებსა და გამონათქვამებში კი დიდი სიბრძნე და ჰარმონია იმალება:

image

- ნუ გეშინია შენელების, გეშინოდეს გაჩერების.

-სიცოცხლის მოხერხებულობა ისაა, რომ ახალგაზრდა გარდაიცვალო, მაგრამ რაც შეიძლება გვიან.

-ის რაც ხდება, ყოველთვის დროულია.

-ძლიერი წინაღობას გადალახავს, ბრძენი კი მთელ გზას.

- ნუ იტყვით ნურაფერს, თუ ეს სიჩუმეს უკეთესობისკენ არ შეცვლის.

image

- სულელ ადამიანს ბედნიერებაც კი სულელური აქვს.

-ყოველთვის შეხედე მოვლენებს ნათელი მხარიდან, ხოლო თუ ის არ აქვს, მაშინ გაწმინდე ბნელი მხარეები მანამ, სანამ არ განათდება.

-თუ წაბორძიკდი და წაიქეცი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არასწორი გზით მიდიხარ.

image

-ის, ვინც შენს ნაკლოვანებებზე საუბრობს ყოველთვის შენი მტერი არაა, ხოლო ის, ვინც სულ შენს ღირსებებზე საუბრობს არაა ყოველთვის შენი მეგობარი.

-იცოცხლე და შეინარჩუნე სიმშვიდე. მოვა დრო და ყვავილები თავისით გაიშლება.

- არავინ ბრუნდება მოგზაურობიდან ისეთი, როგორიც მანამდე იყო.

- თუ შეცდომას დაუშვებ, სჯობს მაშინვე გაიცინო.

-უბედურება იმ კარით შემოდის, რომელსაც ვუღებთ.

-ნუ გეშინია თუ კი არ იცი, გეშინოდეს რომ ვერ ისწავლი.

-მათ, ვისაც გაწითლება შეუძლიათ, ბნელი გული არ ექნებათ.

-სჯობს ერთი დღით იყოთ ადამიანი, ვიდრე ათასი წელი უბრალო ჩრდილი.

0
121
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0