x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
მოტივაციის გავლენა აღქმაზე

მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ყოველდღიურობა გამოირჩევა საქმეების მრაფალფეროვნებით, ზოგიერთ მათგანს დიდი სიამოვნებით და მონდომებით ვასრულებთ, თუმცა არის შემთხვევები, როცა საქმის შესრულებას ვიწყებთ იმისთვის, რომ რაღაც „სარგებელი“ მაინც მივიღოთ მისგან. სწორედ ეს „სარგებელი“ წარმოადგენს მოტივაციურ ფაქტორს. აქედან გამომდინარე საინტერესოა ნამდვილად მოტივაციის ფაქტორი თამაშობს მნიშვნელოვან როლს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში?

სინამდვილის ასახვას ვიწყებთ შეგრძნებით, მაგრამ კიდევ უფრო მეტი სხვა რაღაცაა საჭირო რომ სტიმული აზრიანი და საინტერესო გახდეს და რაც მთავარია საშუალება მოგვცეს, ეფექტურად ვუპასუხოთ მას. აღქმა არის იმ პროცესების ერთობლიობა, რომლებიც სენსორულ ხატში აწესრიგებენ ინფორმაციას და ამ ინფორმაციის, როგორც გარე სინამდვილით წარმოქმნილის, განცდას უზრუნველყოფენ. ეს ყოველივე კი ინტერპრეტაციის საშუალებას გვაძლევს, წარმატებით გავერკვეთ გარემოში (გერიგი, ზიმბარდო 2009). გიბსონის ეკოლოგიური თეორიის მიხედვით, აღქმისთვის არ არის აუცილებელი არც რწმენები და მოლოდინები, არც რთული აზროვნების პროცესები და დასკვნები. ჩვენთვის რაიმე გამოსახული ფიგურის და სტიმულის აღსაქმელად არ არის საჭირო გვქონდეს ამ კონკრეტული სტიმულის აღქმის გამოცდილება, ჩვენ მას პირდაპირ, უშუალოდ აღვიქვავთ (ფარჯანაძე, 2008). იმისათვის რომ აღვიქვათ მოცემული სტიმული, სულ მცირე სამ დონეზე უნდა განხორციელდეს მიმდინარე პროცესები. პირველ დონეზე ადგილი აქვს ინფორმაციის სენსორულ რეგისტრს; მეორე დონეზე ხდება ობიექტური სტიმულის ნიშნების გამოყოფა და ორგანიზაცია; მესამზე დონეზე კი ხდება გამოსახულების ამოცნობა (ფარჯანაძე, 2008). თუმცა არსებობს აღქმის სხვა თეორიებიც, რომლის განხილვაც ასევე საინტერესო იქნება ჩვენი ექსპერიმენტის ჭრილში. ამ თეორიების მიხედვით, თავიდან ხდება ფიზიკური გამღიზიანებლის, საგნის ობიექტური მოცულობის (ფორმის) აღქმა და მხოლოდ შემდეგ გადამუშავება თანდათანობით მიიწევს უფრო მაღლა და რთული კოგნიტური პროცესებისკენ. სტიმულის აღქმისას ყოველ მოცემულ მომენტში თვალის ბადურაზე მხედველობითი რეცეპტორი მიმღებლობს ამ ობიექტიდან წამოსულ ინფორმაციას. ეს ინფრომაცია შეიცავს ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა ობიექტის ფორმა, მისი ფერი (ლურჯი, ყვითელი, წითელი, მწვანე), მისი ზედაპირის ბუნება (მკრთალია თუ მუქი). ამ ინფორმაცია აამოქმედებს ობიექტის ცნობის პროცესს (Reixer, palmer, 1999). საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, აღქმა გვეხმარება გარემოში არსებულ საგნებს და მოვლენების პროცესებს ჩავწვდეთ, რათა შევიგრძნოთ, გავიგოთ და მოვახდინოთ მათი იდენტიფიკაცია (გერიგი, ზიმბარდო, 2009).

ამ საკითხის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილია მოტივაცია. მოტივაცია წარმოადგენს ყველა იმ პროცესის განზოგადებულ ტერმინს, რომელიც ჩართულია ფიზიკური და ფსიქოლოგიური აქტივობების დაწყებაში, მიმართულების მიცემასა და მართვაში (გერიგი, ზიმბარდო, 2009). თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ინდივიდები გარკვეული სახის სტიმულებისკენ მოძრაობენ და მათთვის არასასურველს კი, თავს არიდებენ ანუ იმის მიხედვით თუ რამდენად მიმზიდველია მოტივაციური ფაქტორი მათთვის. აქვე საინტერესოა რომ გავმიჯნოთ მამოტივირებელი ფაქტორები, ქცევა შეიძლება მოტივირებული იყოს როგორც შინაგანი ლტოლვებით ასევე აღმძვრელებით - გარეგანი სტიმულებით ან წახალისებით. საინტერესოა სკინერის გამოკვლევები, რომლიც ასევე აღნიშნავს, რომ მოტივაცია მოდის როგორც გარედან (ექსტერნალური), როგორიცაა ჯილდო, დასჯა, სოციალური ზეწოლა, ისე პიროვნების შიგნიდან, როგორიცაა მოთხოვნილებები, ინტერესები და ა.შ. სწორედ ამის საფუძველზე ატარებდა იგი მოსწავლეებზე კვლევას რომლის მიზანიც, სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლისთვის მოტივაციის შექმნა იყო. იმის მიხედვით თუ რას წარმოადგენდა მამოტივირებელი ფაქტორი, კვლევაში მონაწილეების ქცევასაც სწორედ ეს განსაზღვრავდა.

0
16
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ცერცვაძე
მარიამ ცერცვაძე
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0