საზოგადოებრივი ერთ-ერთი ლიდერი ვაქცინის გამოცდა დროებით შეაჩერეს,რადგან ერთ-ერთ მოხალისეს მწვავე გვერდითი მოვლენები გამოუვლინდა 2020, 9 სექტემბერი, 14:51 ![]() COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შეჯიბრში ერთ-ერთი ლიდერის-AZD1222 ვაქცინის ეფექტურობისა და უსაფრთხოების ტესტირება შეჩერებულია გვერდითი მოვლენების მონაცემების გასაანალიზებლად, განაცხადა AstraZeneca- ს წარმომადგენელმა. სუბიექტში დაწყებული აუხსნელი გვერდითი რეაქცია შეიძლება არ იყოს დაკავშირებული ვაქცინასთან, მაგრამ კვლევების შეჩერება მაინც აუცილებელია, ეს არის კვლევის სტანდარტული პროცედურა, რათა დადგინდეს რეაქციის მიზეზი. არის იმის მოლოდინი, რომ კვლევის მონაწილე გამოჯანმრთელდება, თუმცა რა სიმპტომები გამოუვლინდა სუბიექტს AstraZeneca არ აკონკრეტებს. ![]() AZD1222 შეიქმნა ნეიტრალიზებულ ადენოვირუსის საფუძველზე, რომელიც იწვევს გაციებას, მეცნიერებმა მას დაუმატეს SARS-CoV-2 ცილის ერთ-ერთი გენი. მსგავსი ადენოვირუსული ვაქცინები უკვე დატესტილია სხვა საშიში ვირუსების მიმართ, მაგალითად, როგორიცაა ებოლას ვირუსი. AstraZeneca-ს სპეციალისტები აპირებენ ამ შემთხვევის დაჩქარებულ ანალიზს, რათა დროში არ შეფერხდეს კლინიკური კვლევების დასკვნითი ფაზა. ამჟამად ცხრა ვაქცინაა "ფინალში" გასული, რომელთა კვლევა დასკვნით III ფაზაშია და სხვა პრეპარატებზე მომუშავე მკვლევარებიც ეძებენ, სადმე კიდევ ხომ არ დაფიქსირდა მსგავსი გვერდითი მოვლენა. 37 3-ს მოსწონს
|