x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135696
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510089
ცვლილებები ფსიქოანალიზურ მკურნალობაში

ფსიქოანალიზის სფერომ მოიცვა არა მხოლოდ სხვადასხვა ფსიქიკური და ქცევითი დარღვევები, არამედ ფსიქიკურისა და სხეულებრივის ურთიერთობაც.ფსიქოანალიზის ფარგლებში წარმოიშვა შემდეგი მიდგომები:ფსიქოსომატური და სხეულებრივი.მისი ამოსავალი წერტილია მოსაზრება სულისა და ხორცის ერთიანობის და განუყოფელობის თაობაზე.ორგანიზმული პროცესები ფსიქოფიზიოლოგიური პროცესებია.პირველი მიმართულების იდეოლოგი იყო ვილჰელმ რაიხი.მისი საერთო ორიენტაცია შემდეგნაირად გამოიხატება-ფსიქიკური სრულფასოვნებისა და სრულყოფილების მისაღწევად აუცილებელია სხეულის ბუნებრივი და თავისუფალი ფუნქციონირების უზრუნველყოფა.რაიხი აქცენტს აკეთებდა ხასიათის საკითხზე.იგი პიროვნებისთვის ერთგვარი ჯავშნის ფუნქციას ასრულებს.მასში მოცემული თავდაცვითი რეაქციები თავს იჩენს შესაბამის მიმიკებში, ჟესტებში.ემოციების დათრგუნვის უნივერსალურ მექანიზმს წარმოადგენს კუნთური რიგიდულობა, იგივე კუნთური ჯავშანი.ამ კუნთური დაცვითი რეაქციების შემცირება ან მოხსნა, ფსიქოლოგიური მასალის ანალიზთან ერთად, თერაპიის პროცესში ათავისუფლებს ლიბიდოზურ ენერგიას და შესაბამის ემოციებს, რომელიც ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში იყო ბლოკირებული კუნთური ჯავშნით.ფრანც ალექსანდერი ორგანულ დაავადებებზე ფსიქიკური ფაქტორის გავლენას იკვლევდა.მან შექმნა ლაბორატორია, სადაც პირველად დაიწყო ფსიქოსომატური პრობლემების შესწავლა ფსიქოანალიზზე დაყრდნობით.მან გამოყო ელემენტარული მოტივაციური ძალების სამი ვექტორი:მიღების და გაერთიანების, განდევნისა და დახარჯვა-განადგურების, შენახვისა და დაგროვების სურვილი.ამ არაცნობიერი ტენდენციების კონფლიქტი მათ ბლოკირებას იწვევს.ეს ვითარება კომპენსირდება სპეციფიკური ფსიქოფიზიოლოგიური ან ვეგეტატიური რეაქციებით, რაც, თავის მხრივ, ამა თუ იმ განსაზღვრული ორგანოს დაავადების ეტიოლოგიური ფაქტორი ხდება.ფსიქოანალიზის კიდევ ერთი მიმართულება ბავშვის ფსიქოანალიზია.პრინციპში, ბავშვისადმი ინტერესი ჯერ კიდევ კლასიკური ფსიქოანალიზიდან იღებს სათავეს.როგორც ფროიდი მიიჩნევდა, ძირითად კომპლექსებს სწორედ ბავშვობაში ეყრება საფუძველი.თუმცა უშუალოდ ბავშვთან მუშაობა მოგვიანებით, 30იან წლებში დაიწყეს.აქ კი თავიდანვე გამოიკვეთა ორი მიმართულება, მელანი კლაინისა და ანა ფროიდის, რომელთა სკოლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდა როგორც ფსიქოანალიტიკური თეორიის, ისე პრაქტიკისა და ტექნიკის მნიშვნელოვან ასპექტებში.ხოლო რაც შეეხება საზოგადოდ პრაქტიკას, არსებითაც უცვლელია მისი, როგორც ფსიქოთერაპიული მეთოდის ძირეული პრინციპები, რომელიც მდგომარეობს შემდეგში:სხვადასხვა ტექნიკებით არაცნობიერი მასალის ცნობიერებაში ამოტანა და ტრანსფერი-გადაუწყვეტელი კომპლექსებისა და კონფლიქტების ანალიტიკოსსზე გადატანა, ანუ პირველსაწყისი ნევროზის შეცვლა გადატანის ნევროზით.ბოლო ეტაპზე ხდება უკვე ინტერპრეტირებული და ტრანსფერის საშუალებით თავიდან განცდილი ფსიქიკური და ქცევითი შინაარსების დამუშავება, მათთვის უარყოფითი მუხტის მოხსნა, ანუ გამეორებითი გადატანის ნევროზის პრობლემის გადაწყვეტა.თერაპევტის ობიექტურობა და მიუკერძოებლობა მნიშვნელოვანია ყველა ამ პროცესის წარმატებული წარმართვისთვის.ფროიდი ანალიტიკოსს ცარიელ ეკრანსაც კი ადარებდა.ხოლო პოსტფროიდიზმში გამოჩნდა, რომ ანალიტიკოსი ვერ იქნება ცარიელი ეკრანი აბსოლუტურად ნეიტრალური პოზიციით.როგორც კონკრეტული პიროვნება, იგი რეაგირებს პაციენტზე, ემოციურად ჩართულია მის პრობლემებში, რასაც ფსიქოანალიზზში კონტრგადატანა ეწოდება.საკამათოა მკურნალობის ხანგრძლივობის საკითხი.ტრადიციული მეთოდით, რაც უფრო მეტია ხანგრძლივობა, მით მეტია განკურნების ალბათობა.თანამედროვე ფსიქოანალიზში კი ამ დროის შემცირებას ანიჭებენ უპირატესობას.განხილვის საგანია სხვადასხვა ტექნიკის მოდერნიზაციაც.ეს პოსტფროიდისტული მოძრაობის ერთი ასპეტია, მეორე ასპექტი ფსიქოანალიზის სფეროს გაფართოებაში მდგომარებს.ეს ორივე ასპექტი უფრო მეტად პრაქტიკას ეხება.მესამე ასპექტი საკუთრივ კონცეფციის შემდგომ განვითარებასთან არის დაკავშირებული.ძირითადად თეორიული აზრის ორ მიმართულებაზე შეგვიძლია ლაპარაკი.ერთ შემთხვევაში ადგილი აქვს ფსიქიკურ ცხოვრებაში “მეს’’ როლისა და მნიშვნელობის გაზრდა-გაფართოებას, აქცენტი კეთდება “მეს’’ ავტონომიურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პროცესებისა და მექანიზმების დახასიათებაზე(ეგო-ფსიქოლოგია).მეორე შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება არაცნობიერი და ცნობიერი ფსიქიკის სოციალურ-კულტურულ გაპირობებულობას ექცევა(ნეოფროიდიზმი).აკადემიურ ფსიქოლოგიაში გამოთქმულია საფუძვლიანი შენიშვნები ფსიქოანალიზის და საერთოდ სიღრმის ფსიქოლოგიის მიმართ მათი მონაცემების სანდოობის, კონცეფციების ვალიდობისა და შემოწმებადობის კუთხით.ეს შენიშვნები პოსტფროიდისტულ სისტემებზეც ვრცელდება.image

0
15
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიო ჯღარკავა
სოფიო ჯღარკავა
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0