უცხოელი ექსპერტები უახლოეს მომავალში კორონავირუსით გამოწვეულ კატასტროფულ შედეგებს ვარაუდობენ
![უცხოელი ექსპერტები უახლოეს
მომავალში კორონავირუსით გამოწვეულ
კატასტროფულ შედეგებს ვარაუდობენ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202009/2020090720432726272.jpg)
კორონავირუსი კვლავ აქტუალურია მსოფლიოში. დღე არ გავა ისე, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში ახალი ეპიდ-აფეთქების შესახებ არ გავიგოთ საინფორმაციო საშუალებებით. ყოველდღიურად ახალ-ახალი მითითებები, რჩევები, ხანგრლივი პერიოდისათვის გათვლილი გეგმები და ა.შ. ამ ყველაფერთან ერთად, კიდევ უფრო შემზარავია ვაშინგტონის სამედიცინო უნივერსიტეტის ექსპერტების სამომავლო პროგნოზები. მეცნიერთა გამოთვლებით, წლის ბოლოსათვის მსოფლიოს საგანგაშო მონაცემები ექნება ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობასთან დაკავშირებით, კერძოდ, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ 2020 წელს ფატალური შემთხვევების რიცხვი 2 მილიონს მიაღწევს. განსაკუთრებულად დიდ ვირუსულ აფეთქებას ელოდებიან ექსპერტები დეკემბრის თვეში. მათი განცხადებით, მოსალოდნელია ყოველდღიურად 30 000 გარდაცვლილი მსოფლიოს მასშტაბით. მეცნიერები შიშობენ, რომ თუ მთავრობები და საზოგადოების თითოეული წევრი არ გაითვალისწინებენ რეკომენდაციებსა და მითითებებს, სიტუაცია უკონტროლო გახდება. განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებათ ევროპას, ცენტრალურ აზიას, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტებს. ამასთან ვაშინგტონის სამედიცინო უნივერსიტეტის ექსპერტები ფიქრობენ, რომ დაინფიცირების შემთხვევები მოიმატებს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ქვეყნებში გვიან შემოდგომასა და ზამთრის განმავლობაში.
მსოფლიოს მედიკოსები მოსახლეობას სიფრთხილისაკენ და რეკომენდაციების დაცვისაკენ მოუწოდებენ.
ასევე იხილეთ:
შოკისმომგვრელი გარდაცვალება კორონავირუსით