კინო შესანიშნავ ფორმაში მყოფმა მონიკა ბელუჩიმ კინოფესტივალის ყველა სტუმარი მოხიბლა 2020, 7 სექტემბერი, 12:37 ბოლო წლებში მონიკა ბელუჩი საზოგადოების წინაშე სულ უფრო იშვიათად ჩნდება. შესაშური რეგულარობით ის მხოლოდ ისეთ ღონისძიებებს სტუმრობს, როგორიცაა მაგალითად - მილანის მოდის კვირეული და კინოფესტივალები, იტალიელი ლამაზმანი სულ რამდენიმე დღის წინ ფესტივალ "Spoleto 63 Festival of 2 Worlds" – ის სტუმარი გახლდათ, რომელიც ტრადიციულად იტალიის პატარა ქალაქ სპოლეტოში ტარდება.ქუჩის ფოტოგრაფებმა ვარსკვლავისთვის რამდენიმე ფოტოს გადაღება მოახერხეს. უნდა აღინიშნოს, რომ მონიკა ისევე როგორც ყოველთვის ახლაც მშვენიერ ფიზიკურ ფორმაშია. სელებრითის ფოტოები ინტერნეტ სივრცეში ვირუსივით გავრცელდა. "როგორ ახერხებს ასე გამოიყურებოდეს", "საოცარი ქალბატონი", "სამაგალითო", "სრულყოფილი", - სოციალურ ქსელებში არ იშურებდნენ კომპლიმენტებს იტალიელი ლამაზმანის ფოტოს ქვეშ მისი მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლები.მონიკა ბელუჩის საოცარი სილამაზისა და ახალგაზრდობის ფორმულა ბევრისთვის დღემდე გაუგებარი და აუხსნელია. მართლაც საინტერესოა, როგორ ახერხებს 55 წლის ასაკში იტალიელი კინოვარსკვლავი ასეთი იდეალური გარეგნობის შენარჩუნებას, მით უმეტეს, რომ მისი კოლეგებისგან განსხვავებით, ის არც რეგულარულად ვარჯიშობს და მით უმეტეს, არც დამღლელ დიეტებს სწყალობს."მე არ მომწონს ყოველდღე ვარჯიში, არ მომწონს მუდმივად იმის კონტროლი თუ რას ვჭამ. არ მსურს თავი რობოტად ვიგრძნო. მე არასდროს ვიქნები გამხდარი", - არაერთხელ განუცხადებია "კინოდივას".მონიკა არ მალავს, რომ ის სახის კანსა და ტუჩებს საგანგებოდ უვლის და მათ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს: "მე საკმაოდ სავსე ტუჩები მაქვს, რომლებსაც მიდრეკილება სიმშრალისკენ აქვთ, ამიტომ მათ მუდმივად დატენიანება სჭირდება. ტუჩები ძალიან მნიშვნელოვანია. მათი დახმარებით ჩვენ ვსაუბრობთ, ვიკვებებით და საყვარელ ადამიანებს ვეამბორებით..."- განმარტა ბელუჩიმ. სელებრითმა არც ის დამალა, რომ მას რამდენიმე მავნე ჩვევაც აქვს - მაგალითად, მსახიობს გარუჯვა ძალიან უყვარს, რაც კანისთვის არც თუ სასარგებლოა, იტალიური კინოს მშვენება, შეუდარებელი მონიკა ბელუჩი ამ მავნე ჩვევაზე უარს საკუთარ თავს ვერაფრით ეუბნება.307 2-ს მოსწონს |