შოუბიზნესი ,,დიდებული საუკუნის''' ვარსკვლავი მერიემ უზერლი ორსულადაა 2020, 5 სექტემბერი, 9:16 37 წლის თურქ-გერმანელი მსახიობი მერიემ უზერლი ისევ ორსულადაა, მსახიობი მეორე შვილს ელოდება. მართალია ფანები ჯერ კიდევ ივლისში დაეჭვდნენ მსახიობის ორსულობის შესახებ, მაგრამ სიახლის შესახებ ინფორმაცია მსახიობმა სოციალური ქსელის საშუალებით ამცნო რამდენიმე დღის წინ ყველას და დაწერა, რომ უკვე 5 თვის ორსულია. ბავშვის მამის ვინაობა კი არ უხსენებია. მსახიობს უკვე ჰყავს 6 წლის გოგონა ლარა თურქი ბიზნესმენისგან. 198 შეფასება არ არის
|