მიმოხილვა 5 ყველაზე ცუდი ავტომობილი,რომელიც არ უნდა შეიძინოთ. 2012, 19 აგვისტო, 13:24 ამერიკულმა გამოცემამ consumer reports-მა გამოაქვეყნა იმ 5 ავტომობილის სია, რომელსაც ექსპერტები არ გირჩევენ, რომ შეიძინოთ.სიის შედგენისას გამომცემლობამ იხელმძღვანელა კლიენტების პრეტენზიებით, დაზიანებებით და ტესტ-დრაივებით. მაშ ასე, ხუთეული ასე გამოიყურება.1-honda civic. 2-jeep liberty.3-toyota prius c. 4-dodge grand caravan. 5-ford edge. პირველ ადგილზე მდგომ homda civic-ზე პრეტენზია შემდეგში გამოიხატება:ძალიან ხმაურიანია, მართვისას არასრულყოფილია და მანქანის ცალკეული ნაწილების მატერიალიც უხარისხოა.თუმცა აღნიშნავენ, რომ თვითონ ავტომობილი უსაფრთხოა. 723 3-ს მოსწონს
|