ჯანმრთელი კვება აიურვედული ჩაის საოცარი სასარგებლო თვისებები 2020, 7 სექტემბერი, 13:29 აიურვედული ჩაის სმის ტრადიცია ათასობით წელს ითვლის და შეუძლია ორგანიზმს უამრავი სარგებელი მოუტანოს, თუ მას რეგულარულად მიიღებთ.
რა არის აიურვედული ჩაი?ეს არის ტრადიციული ბალახების ჩაი მომზადებული აიურვედულ მედიცინაში, ტრადიციული ინდური მიდგომა ჯანმრთელობასთან და ჯანსაღი ცხოვრების წესთან. აიურვედული ჩაის სამი ძირითადი ტიპი არსებობს: ვატა, პიტა და კაფჰა. თითოეული მათგანი სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება, რომელსაც იღებენ ორგანიზმის გასაწმენდად და დეტოქსიკაციისთვის. ამასთან, აიურვედული ჩაი, რომელიც ცნობილია ბევრი სასარგებლო თვისებით, აძლიერებს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ახანგრძლივებს. იმ პირობით თუ არ ხართ ალერგიული რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ბალახებთან დაკავშირებით და ამის შემდეგ სრულიად უსაფრთხო გახდება მისი მოხმარება. აიურვედული ჩაის სასარგებლო თვისებებიაიურვედული ჩაის ბევრ სასარგებლო თვისებებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი პოზიტიური ზემოქმედება საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, მეხსიერებასა და წონის კლებაზე. მიუხედავად იმის, რომ ეს სასმელი კოფეინს არ შეიცავს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და წვავს ცხიმებს. ამასთან, ის ეხმარება საჭმლის მონელების პროცესს და ხელს უშლის ტოქსინების დაგროვებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ამ ტიპის ჩაის ანთების საწინააღმდეგო თვისებები კარგად უმკლავდება ქრონიკულ დაავადებებს, ისევე როგორც ანთებითი პროცესების განვითარების პრევენციას ახდენს, რასაც შეუძლია ოქსიდაციური სტრესი გამოიწვიოს, და ამასთან, ორგანიზმს იცავს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან. აიურვედულ ჩაიზე ჩატარებულმა სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ მას შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს კოგნიტურ ჯანმრთელობაზე და შეამციროს ისეთი ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარების რისკი, როგორიცაა ალცჰეიმერი და პარკინსონი. როგორ მოვამზადოთ აიურვერდული ჩაი?როგორც ზემოთ ვახსენეთ, აიურვერდული ჩაის სამი სახეობაა: ვატა, პიტა და კაფჰა. მცენარეული ინგრედიენტების რაოდენობა შეიძლება მერყეობდეს, თუმცა, ძირითადი რეცეპტები იშვიათად იცვლება. როგორც სხვა ნებისმიერი ბალახეული ნაყენი, აიურვერდული ჩაიც უნდა დავაყენოთ – მომზადების დრო მერყეობს 10 წუთამდე. თითოეული ინგრედიენტის რაოდენობა 1/4 ჩ.კ. მოათავსეთ ერთ ფინჯანში, დაასხით მდუღარე წყალი და დააყენეთ 5 წუთის მანძილზე ჰერმეტულად თავდახურულ მდგომარეობაში, გადაწურეთ და მიირთვით ოთახის ტემპერატურის (ცხელ მდგომარეობაში მისი მიღება გამაღიზიანებლად იმოქმედებს ორგანიზმზე).
კვლევა, რომელიც 2014 წელს ჟურნალში Complementary Therapies in Clinical Practice გამოქვეყნდა, აჩვენა რომ პიტაში შემავალი ერთ-ერთი კომპონენტი – კვლიავი ამცირებს LDL -ს ( ცუდი ქოლესტერინი), ტრიგლიციდების დონეს ორგანიზმში. ამასთან, მეცნიერებმა დაადგინეს რომ მცენარე ხელს უწყობს სხეულის მასის ინდექსის შემცირებას. ჩაი კაფჰას ინგრედიენტები
ახდენს ორგანიზმის დეტოქსიკაციას - ეხმარება საჭმლის მონელებასა და წონის კლებას. არ მიიღოთ ჭარბი რაოდენობით. ერთ-ერთი იგრედიენტი, ძირტკბილა, შეიცავს გლიცირიზინს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მაღალი არტერიული წნევა. გაფრთხილება: აიურვედული ჩაი არ უნდა მიიღონ ფეხმძიმე ქალებმა და ბავშვებმა!ასევე დაგაინტერესებთ: 8 ეფექტური და ხელმისაწვდომი საშუალება იმუნური სისტემის გასაძლიერებლად მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ დღეში 1 ფინიკს შეუძლია ორგანიზმში შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს მოცვი – კენკრა, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს 12 მიზეზი, თუ რატომ უნდა დავლიოთ ლუდი ნორმის ფარგლებში რატომ უნდა შევინახოთ თუთის ფოთლები? ვიტამინი В8 (ინოზიტოლი) – უძილობის, თმის ცვენის და სიგამხდრის დროს მეცნიერების მტკიცებით ოხრახუშს შეუძლია განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება 135 7-ს მოსწონს
|