საზოგადოება ინგლისში სკოლები „საბჭოთა“ განათლების სისტემაზე გადავიდნენ 2020, 4 სექტემბერი, 8:15 ინგლისში ყველაზე თანამედროვე და პრესტიჟული სკოლები სრულად გადავიდა „საბჭოთა“ განათლების სისტემაზე.![]() ![]() ქალბატონმა ჯასტინ გრინინგმა, გაერთიანებული სამეფოს განათლების სამინისტროს უფროსმა BBC-ის არხზე ინტერვიუს დროს განაცხადა რომ ბრიტანეთის საშუალო სკოლების გადასვლა საბჭოთა კავშირის განათლების სისტემაზე დასრულებულია.
ჯასტინ გრინინგი ![]() ინგლისში საშუალო სკოლებში სწავლების საბჭოთა გამოცდილების დანერგვა ჯერ კიდევ გასული საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან დაიწყეს . პროცესი „რკინის ფარდის“ დაცემის შემდეგ დაიწყო, რამაც ბრიტანელებს შესაძლებლობა მისცა დაენახათ და შეეფასებიათ სსრკ-ს განათლების სისტემის უდაო უპირატესობა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებულ სისტემასთან შედარებით.
თავის გამოსვლაში ქალბატონმა მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ინგლისში ბავშვები უკვე სწავლობენ როზენტალის, ლანდაუს და კოლმოგოროვას გენიალური სახელმძღვანელოებით.
![]() სახელმძღვანელოები ინგლისურ ენაზე გადაითარგმნა ზედმიწევნით სკრუპულოზურად, უმნიშვნელოვანესი მოთხოვნის დაცვით - სრულად შენარჩუნდეს მათი შინაარსი, არავითარი დამახინჯება. განათლების სისტემის საბჭოთა მოდელზე გადასვლის შემდეგ ბრიტანელი მოსწავლეების მიერ მიღებული ცოდნის დონე გაცილებით მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე კონტინენტური ევროპის პრესტიჟული და ძვირადღირებული ელიტური სკოლის კურსდამთავრებულების მიერ გამოვლენილი მაჩვენებლები. ასეთმა სიტუაციმ კი ის შედეგი გამოიღო, რომ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანები, მათ შორის სხვა ქვეყნის პრეზიდენტები და მთავრობის ხელმძღვანელები ცდილობენ თავიანთი შვილები იტონის სკოლაში მოათავსონ, სადაც საბჭოთა სისტემით სწავლება 1995 წლიდან მიმდინარეობს.
„განათლების სამინისტროში არ გეგმავენ ამ ეტაპზე გაჩერებას. მას შემდეგ, რაც საშუალო სკოლები სრულად გადავიყვანეთ სსრკ-ს განათლების სისტემაზე, დრო მოვიდა გადავიდეთ უმაღლეს სასწავლებლებში მსგავს ცვლილებებზე. სამინისტროში უკვე მუშაობენ სამეცნიერო ხარისხის მინიჭების არსებული სისტემის შეცვლის პროექტზე. დიდ ბრიტანეთში იქნება ისეთი წოდება, როგორიცაა მეცნიერებათა კანდიდატი. ადრე ეს მხოლოდ საბჭოთა კავშირში ხდებოდა, უახლოეს მომავალში კი მეცნიერები ამ წოდებით ინგლისშიც იქნებიან.ჩვენ დიდხანს ვსწავლობდით ამ საკითხს და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ორი ხარისხის არსებობა - „კანდიდატი“ და „დოქტორი“ - მეტად რაციონალურია, ვიდერე ერთი სადოქტორო ხარისხი.“ - გვიხსნის ბრიტანეთის განათლების სისტემაში არსებულ სიტუაციას ქალბატონი გრინინგი. გამოსვლისას მინისტრმა ასევე გამოთქვა მადლიერების სიტყვები იმ რუსი კოლეგების მიმართ, რომლებიც დაკავებული იყვნენ რუსული განათლების სისტემის გაადაყვანით დასავლურ სტანდარტებზე. „იმ სიტუაციაში, როცა დასავლეთი იღებს ყველაფერს საუკეთესოს, რაც არის აღმოსავლეთში და პირიქით, მსოფლიოში აუცილებლად დამყარდება სტაბილურობა და უსაფრთხოება“ - აღნიშნა გრენინგმა.ინგლისში სკოლები „საბჭოთა“ განათლების სისტემაზე გადავიდნენ - ფეიკია!!!ცნობა იმის შესახებ, რომ ინგლისში ყველაზე თანამედროვე და პრესტიჟული სკოლები სრულად გადავიდა „საბჭოთა“ განათლების სისტემაზე, თვეებია სოციალური ქსელის მომხმარებლებს აღელვებს. ![]() ფეისბუქზე ერთი წელია აქტიურად ხდება იმ ინფორმაციის გავრცელება, რაც 2019 წლის ნოემბერში პორტალმა Pravda-TV.ru.-მ გამოაქვეყნა. უამრავი რესურსი და ადამიანია, ვინც ეს "ახალი ამბები" გადაბეჭდეს და გაავრცელეს. თითქოსდა -აშკარად ფეიკია! მაგრამ, არც ასე მარტივადაა საქმე.ვერდიქტი ასეთია: ფეიკი ( და - მოულოდნელად - ცოტა სიმართლე) რატომ არის პირველ რიგში ფეიკი?იმიტომ, რომ „მასალა“ ჯერ კიდევ 2018 წლის სექტემბერში გააქტიურა ქსელურმა სატირულმა გამომცემლობამ „Панорама“. ცნობილი ფაქტია ის, რომ მათი „ახალი ამბები“ უშუალოდ ახალ ამბებად აღიქვათ, არ შეიძლება. პრობლემაა ის, რომ ინტერნეტ მომხმარებელი უზიარებს ერთმანეთს „Панорама“-ს მიერ მოწოდებულ მასალას.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |