სიახლეები საბჭოთა ავტომობილი "პობედას" ფუტურისტული მოდელი 2020, 1 სექტემბერი, 19:27 გაზ -М 20-ის, იგივე "პობედას" დიზაინი თავის დროზე იმდენად რევოლუციური და სპეციფიურია იყო, (მიუხედავად იმისა, რომ დიზაინი სანახევროდ გერმანულ Opel Kapitan-იდან გადაიღეს)რომ ძალიანაც რომ მოინდომო, მის ორიგინალურ ფორმას ვერაფერს მოუხერხებ და ელემენტარულად ვერც გასაფუჭებლად გაიმეტებ, რადგან "პობედა" არის "პობედა", თვით ასეთ ინფანტილურ მდგომარეობაშიც კი, როდესაც ინტერნეტში ამდენი განსხვავებული დიზაინის პროექტია.
მანქანა დარეგისტრირებულია, ფუნქციონირებს და მშვენივრად გრძნობს თავს გზაზე, რაც ყველას, ვინც ნახულობს, ავტომობილს, განწყობას უმაღლებს და გამოთქვამენ აზრს, რომ ოდესმე "პობედის" ასეთი დიზაინი წარმოებაში უნდა ჩაეშვეს. თავად პატრონმა, რომელმაც ეს არაჩვეულებრივი "პობედა" შექმნა ავტომობილს უწოდა "გაზ Mark პობედა - RX ll-8", ავტომობილი შეიქმნა გაზ -М 20-ის, Toyota Mark ll -ის და Mazda RX 8-ის ბაზაზე, 3.0 ლიტრიანი 280 ცხ.ძ. 2JZ ტურბო ძრავით. შეგახსენებთ, ГАЗ-М-20 "პობედა" გამოდიოდა 1946 წლიდან 1958 წლამდე, მთლიანად დამზადდა 241 497 მანქანა, მათ შორის 14 222 კაბრიოლეტი და 37 492 ტაქსი.მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი 40-იანი წლების მეორე ნახევრისთვის მართლაც რევოლუციური იყო:პონტონური ტიპის ძარა, ჰიდრავლიკური მუხრუჭები, სინქრონიზებული სიჩქარის კოლოფი, ავტომობილს სულ მალე შეექმნა პრობლემები, საქმე იქამდეც მივიდა, რომ ორი წლის შემდეგ "პობედის" გამოშვება შეწყვიტეს, ავტომობილი სასწრაფოდ ითხოვდა ხარვეზების გამოსწორებას, ეს განსაკუთრებით შეეხებოდა საამწყობო კონვეირს. საქმე იქამდეც მივიდა, რომ მას შეეწირა ГАЗ-ის გენერალური დირექტორი ლოსკუტოვი, იგი გაანთავისუფლეს. კონვეიერმა მხოლოდ 1949 წლისთვის განაახლა მუშაობა, მას შემდეგ, რაც ქარხანამ ძირითადი დეფექტების აღმოფხვრა შეძლო. ამ დროიდან გამოშვებულ მანქანებს "მეორე სერიას" უწოდებენ. მეორე სერიის "პობედას" დაემატა ღუმელი საქარე მინის გათბობით. მოდერნიზირებული იყო გადაცემათა კოლოფი, ხოლო 1950 წლიდან დაიწყეს "ზიმის" გადაცემათა კოლოფის დაყენება, საჭესთან განლაგებული სახელურით. ხოლო 1955 წლიდან ძრავის სიმძლავრე 52 ცხ. ძ-მდე გაზარდეს. 337 5-ს მოსწონს
|