ქალი და მამაკაცი თანამედროვე რომეო და ჯულიეტა-ახალგაზრდებმა უიღბლო სიყვარული სუიციდით დაასრულეს 2020, 1 სექტემბერი, 15:39 ჩელიაბინსკის ოლქში ერთობლივად თავი მოიკლა 18 წლის ბიჭმა და 17 წლის გოგონამ. შემთხვევა მოხდა არგაიასკის რაიონის სოფელ გუბერნსკოეში. 31 აგვისტოს ახალგაზრდები გარდაცვლილები აღმოაჩინეს მიტოვებული ფერმის შენობაში როგორც cheltv.ru იუწყება, გოგონა მე -11 კლასში სწავლობდა, ბიჭი კი ტექნიკური სასწავლებლის სტუდენტი იყო.მათ რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ რადგან ახალგაზრდა კაცი ნასამართლევი იყო ქურდობისთვის, გოგონას მშობლები მათი ურთიერთობის წინააღმდეგი იყვნენ. ტრაგედიის ადგილის წინასწარი დათვალიერების შედეგად, ახალგაზრდებმა სავარაუდოდ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.გვამებს რაიმე ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებათ, აღსანიშნავია, ისიც, რომ ახალგაზრდებმა სიკვდილის წინ წერილები დატოვეს.გამოძიება გრძელდება. ზუსტად ორი წლის წინ, 31 აგვისტოს დნეპროპეტროვსკში, ორი ახალგაზრდა-18 წლის ნაზარ ვასილკოვი და 16 წლის ვერონიკა კრივოხიჟინა კიევიდან, რომლებსაც ერთწლიანი ურთიერთობა ჰქონდათ, მე-8 სართულიდან ერთობლივად გადმოხტნენ. ახალგაზრდები სამოდელო ბიზნესით იყვნენ გატაცებულები და სოციალურ ქსელებში ხშირად ათავსებდნენ ფოტოებს ალკოჰოლთან, სიგარეტთან და მსუბუქ ნარკოტიკებთან ერთად. 371 6-ს მოსწონს
|