x
მეტი
  • 07.12.2022
  • სტატია:124177
  • ვიდეო:355540
  • სურათი:496910
კაცობრიობის ისტორიაში შემონახული ერთ-ერთი უძველესი სანაძლეოს ამბავი
image

კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი კლეოპატრას და მის რომაელ საყვარელს, მარკუს ანტონიუს შორის დადებული სანაძლეო გახლავთ. დედოფალი დაენიძლავა, რომ ერთ სადილზე 10 მილიონი სესტერცის ღირებულების ღვინის დალევდა. პერსპექტივები ძალიან საინტერესო იყო და მარკუსმაც სიამოვნებით მიიღო გამოწვევა.




ამასთან, მზაკვარმა ქალმა, ბუნებრივია, იეშმაკა. ვახშმის დაწების წინ კლეოპატრას ჭიქა ღვინის ძმარი დაუდგეს, კლეოპატრამ ყურიდან მოიხსნა უზარმაზარი შავი მარგალიტი, რომელიც ცნობილი იყო თავისი ზღაპრული ღირებულებით და ამ ჭიქაში ჩააგდო. კალციუმის კარბონატი რეაქციაში შედის ძმარმჟავასთან, ასუსტებს მას და ვახშმის ბოლოს მიღებული კოქტეილის დალევა უკვე ერთი ყლუპით იყო შესაძლებელი, რაც გააკეთა კიდეც დედოფალმა.


"მან მსახურებს უბრძანა, მის წინ ძმრიანი ჭურჭელი დაედოთ. მოიხსნა საყურე და მარგალიტი ძმარში ჩააგდო და როდესაც იგი დაიშალა, მან ყველაფერი ეს დალია ", - ასე აღწერს ამ ამბავს რომაელი ფილოსოფოსი და "ბუნების ისტორიის" ავტორი პლინიუს უფროსი(დ. 23 წ.— გ. 25 აგვისტო, 79წ)




მარკუს ანტონიუსმა აღიარა დამარცხება.

image

სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ მეცნიერებმა დაამტკიცეს ამ ქიმიური ექსპერიმენტის ნამდვილობა.


ნიუ ჯერსის უნივერსიტეტის პროფესორი პრუდენი ჯონსი შეიარაღდა ძმრით და 5 კარატიანი მარგალიტით და დაადგინა, რომ საშუალოდ მჟავაში მარგალიტის გახსნას დაახლოებით 24 საათი სჭირდება. ის ვარაუდობს, რომ ეგვიპტის დედოფალმა საყურე ძმარში წინასწარ გაჟღინთა და ყურიდან უკვე დარბილებული სახით მოიხსნა. ან ვახშამი, როგორც ამ დროს ხშირად ხდებოდა, განსაკუთრებით კლეოპატრას გარმოცვაში, საუზმეში გადაიზარდა.



როგორც ცნობილია, ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეგვიპტის უკანასკნელი დედოფლის- კლეოპატრა VII -ს და რომაელი დიდი მხედართმთავრის, მარკუს ანტონიუსის სიყვარული ტრაგიკულად დასრულდა. კლეოპატრამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რათა რომის პირველ იმპერატორს ოქტავიანე ავგუსტუს ტყვედ არ ჩავარდნოდა.


ისტორიული წყაროების მიხედვით ძვ. წ.ა.-30 წელს მარკუს ანტონიუსმა და კლეოპტარამ მტერს, რომ ხელში არ ჩავარდნოდნენ, ერთად თავი მოიკლეს(თუმცა არის იმის ვარაუდებიც, რომ ისინი მოკლეს) და ერთადვე დაიმარხნენ, თუმცა მათი სამარხი დღემდე ვერ აღმოაჩინეს.

1
878
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
878
  
2020, 7 სექტემბერი, 11:37
მტრები ესენი იყვნენ ოქტავიანე ავგუსტუსის და რაც მოუვიდათ,თავის თავს დააბრალონ :) ოქტავიანემ ის მიიღო,რაც მის ოჯახს ეკუთვნოდა,ხოლო ანტონიუსი იყო ხეპრე სარდალი იულიუს კეისრის,მართალია ერთგული,მაგრამ ხეპრე. არსებობს ცნობები,რომლის თანახმადაც იულიუსის მემკვიდრეობაზე აცხადებდნენ პრეტენზიას ეგვიპტელები,რადგან კლეოპატრა თავის შვილს კეისრის შვილად ასაღებდა. ოქტავიენე ოჯახის წევრი იყო და მან კარგად იცოდა,ბიძამისი უშვილო იყო. არ იყო გავრცელებული ეს თემა და სწორედ ამით დაიჭირა ყურებით ოქტავიანემ კლეოპატრა. ამ უკანასკნელმა,შავბნელი ძალების დახმარებით ანტონიუსს ტვინი აურია და ასე ცდილობდა ბატონობა დაემყარებინა რომზე. კეისარი ოქტავიანეს მიიჩნევდა ჭკვიან და ლმობიერ პიროვნებად,სწორედ ამიტომ დაასახელა მემკვიდრედ და სწორედ ამიტომ ზრდიდა გულმოდგინებით. თავის თავს გაუჩალიჩეს იმ ორმა(ვითომ შეყვარებულებმა) და ოქტავიანემ მანამდე სდია,სანამ არ მოაკვლევინა ორივე. ოქტავიანე არის რომის ისტორიაში ყველაზე ძლიერი მართველი,რომელიც ძალიან თვითკრიტიკული იყო.
0 1 1